![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
devnili |
![]()
პოსტი
#1
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
პატივცემულო კანონისტო. ასეთი პასუხი გამოგიზავნა დიდგორელმა ნიკ გვარამიამ თქვენს შეკითხვებზე. მის ტონს არ ვეთანხმები და მეტად აღარ გამოვუქვეყნებ. დაე, თვითონ დარეგისტრირდნენ. ისინი კონტრ შეკითხვებს სვამენ.
_______________________________ დიახ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენ მოქმედებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაგმობილი და შეჩვენებული გრიგორიანული პაპისტური კალენდრით, თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) თბილისის ფორუმზე და თქვნც პაპისტური კალენდრით დააგვირგვინეთ არაეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.) და ამას საჯაროდ თავადაც ადასტურებთ, ბ-ნო კანონისტო, თქვენი შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს."-(ავტორი „კანონისტი")" რადგან გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავთ ახალ წელს და ულოცავთ ერთმანეთს, მაშინ ექვემდებარებით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი კანონის მსჯავრს!: „რომელიც მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს ის სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმიდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა" (მსოფლიო პატრიარქი კირილე, სიგელიონი, 1756წ.). კარგით, მაშ ასე, საეკლესიო კალენდრის საკითხში აქეთ ინდიქტიონს (ღმერთის წესს) და იქით საერო 1 იანვარს (ახ.სტ.) (ეშმაკის წესს) ე. ი. ორივეს სცნობთ, ე. ი. ორ ბატონს ემსახურებით, და რადგან ეს საკითხი თქვენივე "აღსარებით" გავარკვიეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და თუ შეიძლება გაგვეცით შემდეგ ორ კითხვაზე პასუხი: ა) შეიძლება თუ არა პატრიარქი (ბერი) და სხვა ეპისკოპოსები ოპერაში ვერდის სპექტაკლზე (ნაბუქოდო) დაესწრნენ, (ამა წლის 4 იანვარს (ახ.სტ) მოხდა თქვენ იერარქთა ეს მორიგი თეატრალიზებული სამარცხვინო გართობა) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით მსახიობობა ცოდვაა: წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.", და თუ მითუმეტეს მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, (:კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი: „მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ") რა უნდოდა თქვენს პატრიარქს და სინოდის წევრებს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერაზე? სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს". ! მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს." ბ) ასევე, თუ შეიძლება, გაგვეცით მეორე შეკითხვაზეც პასუხი, რატომ იყო თქვენი პირველიერარქი (პატრიარქი) სექტათა მსოფლიო ერეტიკული შესაკრებლის "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ერთერთი თანაპრეზიდენტი და რატომ ლოცულოდა ამ საბჭოს ასამბლეებზე სექტის წარმომადგენლებთან ერთად?, ასევე, რატომ ლოცულობდა მონოფიზიტებთან და პაპისტებთან, როგორც ქართულ ტაძრებში ისე ეჩმიაძინსა და ვატიკანში?: „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად". „კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (საპატრიარქოს ჟურნალი - ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართალით მკაცრად იკრძალება ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს". წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: „მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15). ჯერჯერობით, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი ამ ორ ბრალდებაზე, წინასწარ გაფრთხილებთ, თუ დაგვბლოკავთ, მაშინ უფრო საფუძვლიანად თქვენს მხილებას ჩვენს საითზე გავაგრძელებთ! |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მოიყვანე ადგილი სადაც მამა გიორგი პატრიარქს აგინებს,ცილს ნუ იწამები. კანუდოსელმა გიპასუხა და არ განვმეორდები: "შეურაცხყოფა პატრიარქის, რომ ის მწვალებელია ეს გაცილებით დიდი შეურაცხყოფაა" ასე უბრალოდ იცოდე, ვინც ჩემს პატრიარქს და სინოდს "მწვალებლობას" და "რჯულის კანონის დარღვევებს" დააბრალებს, იგი ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებს მას! თუმცა არც ეგაა პრობლემა ციტატა მოიყვანე ადგილი სადაც მამა გიორგი პატრიარქს აგინებს,ცილს ნუ იწამები. რახან დამაძალე... ![]() ჯერ ერთი პატრიარქის ყველგან მაგინებელ საიტზე არის გაერთიანებული მისი "სა.ქ.მ.ე" ზემო მთავარ მენიუში ბოლოდან მეორე: თავფურცელი მართლმადიდებლობა ეროვნული მოძრაობა მკითხველის წერილები საფრანგეთის ქართული სამრევლო სადისკუსიო კლუბი ესეც შემთხვევითია ხომ და უბრალოდ მოხვდა ხომ? ![]() http://didgori.wordpress.com/%e1%83%a1%e1%...83%9b%e1%83%a0/ აი სხვებიც ნახე, რაც უცებ ვიპოვე... ![]() მღვდ. გიორგი სხილაძე-საეკლესიო ახალი წელი December 31, 2008 — ლომისა ილია II ხშირად ტელევიზიით ახალ წელს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას. მოლოცვა-დალოცვაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ მღვდელ გიორგი სხილაძის ქადაგებებში იგი მხილებულია ხუთ ეკლესიოლოგიურ დარღვევაში. აი, ეს ბრალდებები: „დიდგორის“ რედაქცია http://didgori.wordpress.com/2008/12/31/%e...83%94%e1%83%99/ აქ კი საპატრიარქოს (=პატრიარქს, ოჯახი = მამა) ბრალს დებს: "დამისახელეთ საზოგადოებრივად და ზნეობრივად მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რაზეც საქ. საპატრიარქომ ან რომელიმე იერარქმა ხმა ამოიღო და ხელისუფლება ან ამხილა ან შეაგონა" ზნეობას არ იცავს თურმე საპატრიარქო... აი ასეთ კითხვას უსვამენ სხილაძეს: "ძვირფასო მამა გიორგი, პირველ რიგში აგვიხსენით, რას ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტიტული „უწმიდესი და უნეტარესი“, ეკლესიის წესდებით რისი აღმნიშვნელია იგი და როგორ თვლით, პატრიარქი, რომელიც თავისი სიტყვით და საქმით ყოველ ნაბიჯზე არღვევს წმიდა ეკლესიის სამართლის განწესებებს, შეიძლება თუ არა, რომ იწოდებოდეს ამ ტიტულით და სცოდავს თუ არა ადამიანი, ერისკაცი იქნება ის თუ სასულიერო პირი, ვინც ასეთ პატრიარქს ამ სასულიერო ტიტულით — „უწმიდესად და უნეტარესად“ მოიხსენიებს?" ვნახოთ სხილაძის პასუხი: შორიდან იწყებს და ასე ამთავრებს: "დღევანდელი ადამიანი, პირველ რიგში, იმით სცოდავს, იმას რომ არ იკვლევს, რა არის ნამდვილი სიწმინდე და ნეტარება. ხოლო ვინც ამაში კარგად გაერკვევა, თვითონვე მიხვდება, ვინ როგორ უნდა მოიხსენიოს. შეგვიძლია, საზოგადოდ შევნიშნოთ: ვერც უწმინდური ერი იგუებს უწმინდეს მამამთავარს და ვერც წმინდა — უწმინდურს. " დასკვნა მშვიდ მკითხველს მივანდოთ, როგორ "აუხსნა" რომ პატრიარქს როგორ არ უნდა მიმართონ... http://didgori.wordpress.com/category/01-%...83%9b%e1%83%94/ კითხვა: ჩვენ, ერის ხალხი, მრევლი, სახარების კითხვისას, წმიდა მამათა წიგნებისა და საეკლესიო კანონების გაცნობისას, რასაც ვიგებთ და ვსწავლობთ, სრულიად საწინააღმდეგოს ვხედავთ დღევანდელ ეკლესიაში ნებისმიერი იერარქიის საფეხურზე მყოფ სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და ქმედებებიდან... ასევე, განგვიმარტეთ, წარმოადგენს თუ არა ეს ეკუმენიზმის ერესის საჯარო ქადაგებასა და დამკვიდრებას მართლმადიდებელ ერში სიტყვით თუ საქმით? " სხილაძე: "დიახ, თქვენს მიერ მოტანილი მაგალითები წარმოადგენენ არა მხოლოდ ეკუმენიზმის, არამედ უფრო უარესის — პან-ეკუმენიზმის ერესის ქადაგებასა და დამკვიდრებას" .... და აი დაგვირგვინებაც, დავით 23, ეს წაკითხული გაქვს? http://didgori.wordpress.com/2008/10/05/%e...94-%e1%83%98-2/ "დღეს საქართველოს ეკლესიაშიც უმეტესად ხელმძღვანელობენ არა საღვთო, არამედ კაცის მოძღვრებით; ეს კაცი გახლავთ სწორედ უწმინდესად და უნეტარესად წოდებული კათალიკოს-პატრიარქი, რომელმაც რეჟისორ-მსახიობებისადმი მიმართული ჩვენს მიერ ზემომოყვანილი სიტყვები წარმოთქვა სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით მოწყობილ საღამოზე, სადაც უხამს ცეკვა-სიმღერებთან ერთად სულიერადაც და ესთეთიკურადაც გულისამრევი წარმოდგენები იმართებოდა და ერის სულიერი მამა ამას დარბაზიდან ტაშს უკრავდა…" შემდეგ არ თქვა პატრიარქს არ ლანძღავსო და არ დასცინისო.... ასე რომ... საქმე სულ სხვაგვარადა... ახლა შემდეგი საკითხი: "რას გეტყვით იცი, პუტჩისტებო, ჯერ თქვენ ის გაარკვიეთ თქვენს პატრიარქს და მის სინოდს რატომ აქვს ევქარისტია რუსეთის ერეტიკულ საპატრიარქოსთან " ახლა პირადი კითხვები შენ მეგობარო, არ მინდა შენთან დაძაბულობა და ჩხუბი და ა.შ. მაგრამ ეს კითხვები აუცილებელია გავარკვიოთ რაღაცეები შემდეგი დიალოგისათვის, თუ გინდა ნუ უპასუხებ, ოღონდ ცუდი იქნება ![]() დავით 23, შენ ან სხილაძე ( მე უფრო ბოლო მაინტერესებს) 1. ეთანხმებით თუ არა დიდგორელ სქიზმატებს ზემოთ მოყვანილ მუხლში? 2. აღიარებთ თუ არა საქართველოს მართ. ავტოკეფალიურ ეკლესიას და კათოლიკოს პატრიარქს, როგორც მადლმოსილ ეკლესიას და მის წინამძღვარს? 3. ხართ თუ არა ევქარისტიულ კავშირში ჩვენთთან 4. და თუ კი, ამხილებთ თუ არა სქიზმატ ბოსტონელებს თუ მათთან ხართ კავშირში? არ მიიღო საწყენად, არ მინდა ამდენ ჩხუბი რა ![]() ![]() ![]() კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 07:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი