![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
devnili |
![]()
პოსტი
#1
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
პატივცემულო კანონისტო. ასეთი პასუხი გამოგიზავნა დიდგორელმა ნიკ გვარამიამ თქვენს შეკითხვებზე. მის ტონს არ ვეთანხმები და მეტად აღარ გამოვუქვეყნებ. დაე, თვითონ დარეგისტრირდნენ. ისინი კონტრ შეკითხვებს სვამენ.
_______________________________ დიახ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენ მოქმედებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაგმობილი და შეჩვენებული გრიგორიანული პაპისტური კალენდრით, თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) თბილისის ფორუმზე და თქვნც პაპისტური კალენდრით დააგვირგვინეთ არაეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.) და ამას საჯაროდ თავადაც ადასტურებთ, ბ-ნო კანონისტო, თქვენი შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს."-(ავტორი „კანონისტი")" რადგან გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავთ ახალ წელს და ულოცავთ ერთმანეთს, მაშინ ექვემდებარებით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი კანონის მსჯავრს!: „რომელიც მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს ის სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმიდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა" (მსოფლიო პატრიარქი კირილე, სიგელიონი, 1756წ.). კარგით, მაშ ასე, საეკლესიო კალენდრის საკითხში აქეთ ინდიქტიონს (ღმერთის წესს) და იქით საერო 1 იანვარს (ახ.სტ.) (ეშმაკის წესს) ე. ი. ორივეს სცნობთ, ე. ი. ორ ბატონს ემსახურებით, და რადგან ეს საკითხი თქვენივე "აღსარებით" გავარკვიეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და თუ შეიძლება გაგვეცით შემდეგ ორ კითხვაზე პასუხი: ა) შეიძლება თუ არა პატრიარქი (ბერი) და სხვა ეპისკოპოსები ოპერაში ვერდის სპექტაკლზე (ნაბუქოდო) დაესწრნენ, (ამა წლის 4 იანვარს (ახ.სტ) მოხდა თქვენ იერარქთა ეს მორიგი თეატრალიზებული სამარცხვინო გართობა) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით მსახიობობა ცოდვაა: წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.", და თუ მითუმეტეს მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, (:კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი: „მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ") რა უნდოდა თქვენს პატრიარქს და სინოდის წევრებს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერაზე? სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს". ! მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს." ბ) ასევე, თუ შეიძლება, გაგვეცით მეორე შეკითხვაზეც პასუხი, რატომ იყო თქვენი პირველიერარქი (პატრიარქი) სექტათა მსოფლიო ერეტიკული შესაკრებლის "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ერთერთი თანაპრეზიდენტი და რატომ ლოცულოდა ამ საბჭოს ასამბლეებზე სექტის წარმომადგენლებთან ერთად?, ასევე, რატომ ლოცულობდა მონოფიზიტებთან და პაპისტებთან, როგორც ქართულ ტაძრებში ისე ეჩმიაძინსა და ვატიკანში?: „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად". „კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (საპატრიარქოს ჟურნალი - ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართალით მკაცრად იკრძალება ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს". წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: „მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15). ჯერჯერობით, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი ამ ორ ბრალდებაზე, წინასწარ გაფრთხილებთ, თუ დაგვბლოკავთ, მაშინ უფრო საფუძვლიანად თქვენს მხილებას ჩვენს საითზე გავაგრძელებთ! |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ყოველ სისულელეზე სათითაოდ პასუხის გაცემა რთულია, მით უმეტეს, როცა რამდენჯერმე უკვე დაიწერა სათანადო კომენტარი.
ამიტომ, იმათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხებით, რამდენიმე აუცილებელ კანონიკურ წესს დავუწერ საეკლესიო ბრალდებასთან დაკავშირებით: 1. კანონიკური ბრალდება ორგვარია - საერო და საეკლესიო. საეკლესიო ბრალდების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს. სქიზმატებს, სექტანტებს და ერეტიკოსებს საეკლესიო საკითხებზე ბრალდება ეკრძალებათ. (II მსოფ. კრ. მე-6 კანონი) 2. საეკლესიო ბრალდების შეტანის შემდეგ უნდა დაიწეროს კონკრეტული ახსნა-განმარტება ბრალდების თაობაზე. საიმისოდ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცილისწამება, ბრალმდებელს (ისევე, როგორც ბრალდებულს) ეკრძალება წმინდა ზიარება საეკლესიო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. (კართ. კრ. 133-ე კანონი) 3. მღვდელმთავრის ბრალდების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საეკლესიო კრებას. (მოც. 74-ე კანონი) 4. კანონიკა მკაცრად იცავს იურისდიქციის საკითხს. არაუფლებამოსილი პირების მიერ საქმის განხილვა (როგორიცაა, სხვა ეპარქიაში ან სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში მომხდარი შეცოდების განხილვა) არათუ კანონიერია, არამედ თავად წარმოადგებს საეკლესიო დანაშაულს განმხილველთათვის. (I მსოფ. კრ. მე-5 კანონი, II მსოფ. კრ. მე-6 კანონი და III მსოფ. კრ. 1-ლი კანონი) 5. საეკლესიო სამართალი არ იცნობს ე.წ. "ავტომატურობის" პრინციპს, ანუ იმას, რომ საეკლესიო კანონებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ყოველგვარი განხილვის გარეშე პირდაპირ შეერაცხოს ქრისტიანს დანაშაულად. გავრცელებული შეხედულებით, საერო სამართალში მიღებული "უდანაშაულობის პრეზუმფცია" სწორედ რომ საეკლესიო სამართლიდან იღებს სათავეს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ თუკი არ დამტკიცდება ბრალდებულის მიერ წარდგენილი თუნდაც ერთი ბრალდება, მის მიერ წაყენებული ბრალდება, როგორც ცილისმწამებლისა, ყველა მოიხსნება. (კართ. კრ. 130-ე კანონი) 6. განაჩენი, თუკი იგი ეხება სასულიერო პირის განკვეთას, გამოიტანება ერთხმად. აზრთა შორის სხვაობა ვერ გახდება განაჩენის საფუძველი, რამეთუ კრება უნდა იყოს ერთობისა და არა განყოფისა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება აშკარაა, უნდა გაგრძელდეს დიალოგი საერთო გადაწყვეტილებამდე. (ანტ. კრ. მე-14-15 კანონები) 7. კრების განაჩენი საბოლოოა. (ანტ. კრ. მე-15 კანონი) 8. სასულიერო პირი მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება მადლისგან განძარცვულად. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს მისი დანაშაული, სანამ სულიწმიდით აღვსილი კრება არ გადაწყვეტს მის საკითხს, ამგვარი პირი ითვლება მადლმოსილად და მის მიერ შესრულებული ყველა საეკლესიო საიდუმლო ითვლება ჭეშმარიტად. 9. ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში საეკლესიო სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს ბრალმდებლის საკითხი. თუკი დადასტურდა, რომ ბრალდება განზრახ წარმოადგენდა ცილისწამებას, ბრალმდებელს მიესჯება იგივე სასჯელი, რაც მიესჯებოდა ბრალდებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. (II მსოფ. კრ. მე-6 კანონი) 10. არ არსებობს ეკლესიაში იმაზე დიდი დანაშაული, რაც არის ეკლესიიდან განდგომა იურისდიქციული (სქიზმა), დოგმატური (ერესი) თუ დოგმატურ-იურისდიქციული (სექტა) მიზეზით. ამიტომ, ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, თავი შეიზღუდოს ცრუბრძნობისა და ამაოდმეტყველებისგან და იმოქმედოს მხოლოდ კანონიკურად უფლებამოსილი კრების განაჩენის შესაბამისად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 07:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი