ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 24 2009, 09:21 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნაწყვეტი მინდა შემოგთავაზოთ პეტრესაგან I პეტრე 4 : 12-19 12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ. 13. არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ. 14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით. 15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. 16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა. 17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ? 18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს? 19. ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა. 12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. 13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. 14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება. 15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. 16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. 17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ? 18 თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს? 19. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი