![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Lashab |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 ![]() |
კაიროს:
1. მაგ სიტყვის თარგმანი გავარჩიოთ ინგლისურად: Etymology: Middle English, from Latin adjurare, from ad- + jurare to swear — more at jury Date: 14th century 1 : to command solemnly under or as if under oath or penalty of a curse 2 : to urge or advise earnestly oath- ფიცი, დაფიცება 2. დავივიწყოთ ძველი ბერძნული ენა, ვითომ არ ვიცით სიტყვების განმარტებები... 1) არსებობს სინონიმები, ასე რომ არ დაიფიცოთო რომ თქვა იესომ და დაიგინო, მაინც არ იქნება სწორი... ასე რომ არ დაიფიცოთო- თუნდაც ერთი ზმნით იყოს გადმოცემული, მისი სინონიმი თუ ვიხმარე მაინც აკრძალული მექნება... ასე რომ სხვადასხვა სიტყვები თუ წერია არ ნიშნავს იმას რომ სხვადასხვა რამეა... 2) ეს სიტყვა: enorkizw - არ არის მარტივი სიტყვა... რადგან მაგ სიტყვის მერე წერია "თქვენ" "ღმერთი(ს)" "წაუკითხეთ" ... და ასე შემდეგ...- ნიშნავს რომ მაგ სიტყვა მოიცავს დაახლოებIთ ასეთ რამეს - მე თქვენ "გაფიცებთ", ან რამე სხვა- რაც ნიშნავს რომ შედგენილი სიტყვაა... ინგლისურადაც სწორედ ითარგმნება- "I am adjuring by"- ეს სიტყვა მოიცავს ამ აზრს... ძველ ბერძნულში გაერთიანებულია 2-3 სიტყვა ხოლმე - ამ წამს მახსენდება ლუკა 21:38, სადაც სიტყვა wrqrizen- "ადრე მოვიდა"-ს ნიშნავს... არადა 1 სიტყვაა... ჰოდა დავშალოთ სიტყვა: enorkizw - en- ინგლისურად "in" ork- "oath"- ფიცი ეხლა მოვაშოროთ en, და ვნახოთ orkizw მარკოზის 5:7 გადავშალოთ: 7. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე! და რა სიტყვაა ნახმარი??? სწორედაც რომ - orkizw კაი ასევე გადავშალოთ: საქმეები 19:13 13. იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. და აქაც რომ ეგ ზმნა წერია ![]() ![]() ვნახოთ მთაწმინდელის თარგმანი: 13. იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს. და მარკოზი 5:7 7. ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე. რას მეტყვი კაიროს? ![]() პ.ს. აუ ის სმაილები რატომ მოაშორეთ, როგორ მომწონდა ![]() ![]() პ.ს.პ.ს. ნუ გაბრაზდები კაიროს, თუ ბრაზობ და ასე შემდეგ, მითხარი და მოვრჩები ამაზე საუბარს... ![]() -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 09:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი