![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოკლედ გეტყვი ჩემო ლაშა
და აქ შევჩერდეთ 1.აკრძალვისას ნათქვამია ციტატა ὀμνύω რომელსაც არავინ იმეორებს 2. სხვა სიტყვები, რომლებიც ნიშნავენ ერთდროულად, ფიცსაც, მუდარასაც, ან უბრალო ან თუნდაც იმ აკრძალულ ფიცსაც არიან სიტყვები: ციტატა Ορκίζω და ციტატა ἕρκος , რომლებსაც ბევრი მნიშვნელობა გააჩნია და არ ემთხვეა აკრძალვისას გამოყენებულ სიტყვას3. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, არა ეშმაკეულების, იუდეველების, ასევე არა ძველი აღთქმის, ან ღმერთის მიერ ნათქვამი სიტყვების გარშემო, არამედ პავლეს მიერ ნათქვამ სიტყვაზე, რომელიც არის არა "ერკოს" ( რომელიც უფრო ახლოსაა "ომნიო"-ფიცთან ), არამედ "ორკიძო"-ს რომელიც უფრო ნიშნავს ხვეწნას და მუდარას. 4. და ამას ადასტურებს, სხვადასხვა ენოვანი თარგმანები, რომელსაც განსხვავებული ზმნები გააჩნიათ მე ისე მომყავს ლათინური აკრძალულ ფიცი = iurare . ხვერწნა, მუდარა = Adiuro 5. წმ. პავლე მოციქული, არც პეტრე არ შემცდარა და არც უფალს უპირისპირდებიან, სხვაგვარად უაზრობა... იხარე; კაიროსი! პ.ს. ნამდვილად სჯობს მოვრჩეთ, რადგან შენ არა მგონია დამიჯერო, მე კი ღმერთმა ნუ ქნას ის ალოგიზმი მივიღო, პავლე მოციქული "არ ითვალისწინებს იესოს მოწოდებას", ვერც იმაში აგიბამ მხარს, რომ ჩვენი თარგმანები აკრიტიკო, ქართული ღრმა ენაა და მისი ცალმხრივად, დედანთან და სხვა თარგმანებთან შედარების გარეშე გაგება, შეცდომაა! მორჩა კინო ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 09:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი