![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური ![]() 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
giusha |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 743 ![]() |
ამ სურათს უემოციოდ ნამდვილად ვერ შეხედავ, მეტიც ძალიან მძიმეა. მაგრამ ჩემის აზრით ეს პრობლემა უფრო ინტიმური/სექსუალური ცხოვრების უკულტურობის ბრალია ვინმემ სხა რაღაცის. არსებობ ასეთი მცნება ოჯახის დაგეგმვა, როდესაც გამრავლებისათვის საუკეთესო დროს შეარჩევ. ძალაინ ბევრი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები არსებობს და მათი გამოყენებით ამ პრობლემისათვის გვერდის ავლა შეიძლება. სამწუხაროდ ჩვენი ერი გაუნათლებელია ამ სფეროში და პრობლებაც აქდან იღებს სათავეს. ხოლო რაც შეეეხება ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, არა მგონია მართლმადიდებლურად აგრძალული იყოს(შეიძლება ვცდები), მაგრამ ამით ხომ უფრო დიდ ცოდვას და პრობლებას ავცდებით.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 08:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი