მარკოზის სახარება, განმარტება იგავისა მთესველზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარკოზის სახარება, განმარტება იგავისა მთესველზე |
აბე |
Jan 4 2009, 08:19 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამარჯობათ.
არ მაქვს სახარების განმარტებები და დამაინტერესა მარკოზის სახარებიდან რამოდენიმე ადგილმა. იქნებ განმიმარტოთ ვინმემ, ან ინტერნეტში თუ არის განმარტებები სადმე ? იგავი მთესველზე (მთ. 13,3-17; ლკ. 8,4-9) 14. მთესველი სიტყვას თესავს. 15. ხოლო ესენი არიან, რომლებიც გზასთან არიან, სადაც ითესება სიტყვა და, როდესაც ისმენენ, მყისვე მოდის სატანა და ართმევს სიტყვას, დათესილს მათს გულში. 16. და ესენი არიან კლდოვანზე დათესილნი, რომლებიც, როდესაც ისმენენ სიტყვას, მყისვე სიხარულით იღებენ 17. და არა აქვთ ფესვი თავის თავში, არამედ დროებითნი არიან; როცა იქნება გაჭირვება ან დევნა ამ სიტყვის გამო, მყისვე დაბრკოლდებიან. 18. და ესენი არიან ეკლებში დათესილნი, რომლებიც სიტყვას ისმენენ, 19. და ამსოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმები შედიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება. 20. და ესენი არიან კარგ მიწაზე დათესილნი, რომლებიც ისმენენ სიტყვას და იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი - ოცდაათად და ერთი - სამოცად და ერთი - ასად. 21. და უთხრა მათ: განა მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოს ქვეშ დადგან ან სარეცლის ქვეშ? განა სასანთლეზე არ დგამენ? 22. რადგან არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება, არც იქნება დაფარული, არამედ მოვა გაცხადებულად. 23. თუ ვინმეს აქვს ყურები სასმენად, ისმინოს. 24. და ეუბნებოდა მათ: იხილეთ, რაც გესმით: რა საწყაოთიც მიუწყავთ, მოგეწყვებათ თქვენ და შეგემატებათ თქვენ, რომლებიც ისმენთ. 25. რადგან, ვისაც აქვს, მიეცემა მას და, ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. მაინტერესებს სულ ბოლო ფრაზის განმარტება. "რადგან, ვისაც აქვს, მიეცემა მას და, ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას". მადლობა წინასწარ ყველას. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
mekaje |
Jan 5 2009, 06:16 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
აბე
ინტერნეტში არ ვიცი, მაგრამ ისე არის წიგნები, სადაც უფლის ყველა იგავია განმარტებული. მგონი "უფლის იგავები" ჰქვია. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
აბე |
Jan 28 2009, 12:39 AM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე ინტერნეტში არ ვიცი, მაგრამ ისე არის წიგნები, სადაც უფლის ყველა იგავია განმარტებული. მგონი "უფლის იგავები" ჰქვია. ვიყიდე მარკოზის სახარების განმარტებანი ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა. რო მივალ ამ ადგილამდე, დავწერ აქაც რაც იქ ეწერა... წაიკითხავს ხალხი, კაია. თან მარკოზის სახარების განმარტებები ინტერნეტში ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება როგორც ვხედავ... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 07:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი