![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
კანონას უწერია ეგ კარგად:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=57...ndpost&p=455241 ციტატა რამდენიმე აუცილებელ კანონიკურ წესს დავუწერ საეკლესიო ბრალდებასთან დაკავშირებით: 1. კანონიკური ბრალდება ორგვარია - საერო და საეკლესიო. საეკლესიო ბრალდების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს. სქიზმატებს, სექტანტებს და ერეტიკოსებს საეკლესიო საკითხებზე ბრალდება ეკრძალებათ. (II მსოფ. კრ. მე-6 კანონი) 2. საეკლესიო ბრალდების შეტანის შემდეგ უნდა დაიწეროს კონკრეტული ახსნა-განმარტება ბრალდების თაობაზე. საიმისოდ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცილისწამება, ბრალმდებელს (ისევე, როგორც ბრალდებულს) ეკრძალება წმინდა ზიარება საეკლესიო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. (კართ. კრ. 133-ე კანონი) 3. მღვდელმთავრის ბრალდების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საეკლესიო კრებას. (მოც. 74-ე კანონი) 4. კანონიკა მკაცრად იცავს იურისდიქციის საკითხს. არაუფლებამოსილი პირების მიერ საქმის განხილვა (როგორიცაა, სხვა ეპარქიაში ან სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში მომხდარი შეცოდების განხილვა) არათუ კანონიერია, არამედ თავად წარმოადგებს საეკლესიო დანაშაულს განმხილველთათვის. (I მსოფ. კრ. მე-5 კანონი, II მსოფ. კრ. მე-6 კანონი და III მსოფ. კრ. 1-ლი კანონი) 5. საეკლესიო სამართალი არ იცნობს ე.წ. "ავტომატურობის" პრინციპს, ანუ იმას, რომ საეკლესიო კანონებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ყოველგვარი განხილვის გარეშე პირდაპირ შეერაცხოს ქრისტიანს დანაშაულად. გავრცელებული შეხედულებით, საერო სამართალში მიღებული "უდანაშაულობის პრეზუმფცია" სწორედ რომ საეკლესიო სამართლიდან იღებს სათავეს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ თუკი არ დამტკიცდება ბრალდებულის მიერ წარდგენილი თუნდაც ერთი ბრალდება, მის მიერ წაყენებული ბრალდება, როგორც ცილისმწამებლისა, ყველა მოიხსნება. (კართ. კრ. 130-ე კანონი) 6. განაჩენი, თუკი იგი ეხება სასულიერო პირის განკვეთას, გამოიტანება ერთხმად. აზრთა შორის სხვაობა ვერ გახდება განაჩენის საფუძველი, რამეთუ კრება უნდა იყოს ერთობისა და არა განყოფისა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება აშკარაა, უნდა გაგრძელდეს დიალოგი საერთო გადაწყვეტილებამდე. (ანტ. კრ. მე-14-15 კანონები) 7. კრების განაჩენი საბოლოოა. (ანტ. კრ. მე-15 კანონი) 8. სასულიერო პირი მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება მადლისგან განძარცვულად. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს მისი დანაშაული, სანამ სულიწმიდით აღვსილი კრება არ გადაწყვეტს მის საკითხს, ამგვარი პირი ითვლება მადლმოსილად და მის მიერ შესრულებული ყველა საეკლესიო საიდუმლო ითვლება ჭეშმარიტად. 9. ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში საეკლესიო სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს ბრალმდებლის საკითხი. თუკი დადასტურდა, რომ ბრალდება განზრახ წარმოადგენდა ცილისწამებას, ბრალმდებელს მიესჯება იგივე სასჯელი, რაც მიესჯებოდა ბრალდებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. (II მსოფ. კრ. მე-6 კანონი) 10. არ არსებობს ეკლესიაში იმაზე დიდი დანაშაული, რაც არის ეკლესიიდან განდგომა იურისდიქციული (სქიზმა), დოგმატური (ერესი) თუ დოგმატურ-იურისდიქციული (სექტა) მიზეზით. ამიტომ, ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, თავი შეიზღუდოს ცრუბრძნობისა და ამაოდმეტყველებისგან და იმოქმედოს მხოლოდ კანონიკურად უფლებამოსილი კრების განაჩენის შესაბამისად. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 05:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი