სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| afxazi |
Jan 28 2009, 01:56 PM
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
| mRvdeli giorgi sxilaZe |
Jan 29 2009, 12:53 AM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 24-January 09 წევრი № 6,373 |
(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა) ...ეროვნული ხელისუფლების კანონიერი წარმომადგენელი, ღვთისმეტყველების სიღრმეებით დაინტერესებული მორწმუნე, მართლმადიდებლობის დაცვის მოშურნე, ეკლესიისათვის თავგადადებული მრევლი. რომ აღარ გავაგრძელო, ამ ადამიანს უფლისა და სამშობლოსათვის (მათ შორის, ჩემთვისაც და თქვენთვისაც) სიკვდილი სწყურია. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ კი, რომელიც რელიგიურ გვერდს ხელმძღვანელობს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობთ, სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა მაინც გვაქვს უფლისადმი და მოყვასისადმი მისი უანგარო სიყვარულის, რჯულის დაცვისთვის თავგანწირულობისა და დაუღალავი შრომისმოყვარეობის გამო. ღმერთმა გამოგვასწორებინოს ჩვენი შეცდომები ოთხივეს და დაგლოცოთ სამივენი!
(იგივე): ,,საიტს, რომელსაც (უფალმა შეუნდოს!) პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვები მოჰყავს ლამის წმინდა მამასავით, რომელსაც ძალიან საეჭვო კავშირები ჰქონდა შტაინერიზმთან, თქვენ ნამდვილად უნდა განერიდოთ. ეს ჩემი პირადი აზრია“. პასუხი: ჯერ, თუ შეიძლება, თქვენ მიპასუხეთ ორ შეკითხვაზე: 1. ჰქონდა (აქვს) ილია მეორეს ეკუმენიზმთან ,,ძალიან საეჭვო კავშირები“? 2. რომელი უფრო დიდი ცდომილებაა, შტაინერიზმი თუ ეკუმენიზმი (ღმერთმა ორივე შეაჩვენოს!)? და მერე, ჩვენი კომენტარების IV ნაწილში, თუ უფალი გვაცოცხლებს, სიამოვნებით აგიხსნით ამ საკითხს... თუ ზ. გამსახურდიას ციტატების გამო, სადაც არამართლმადიდებლური და არამამულიშვილური არაფერია, ტექნიკურ საშუალებებს (რითაც ღვთის სიტყვას ვავრცელებთ) უნდა განვერიდოთ, _ განა, თქვენივე მსჯელობით, უფრო არ უნდა განვერიდოთ რჯულგანრიდებულებს?! (იგივე): ,,უბრალოდ, "დიდგორის" საიტი იმდენად აღვსილია ბოღმითა და საეკლესიო კანონიკის ნულვანი ცოდნით, რომ მართალი გითხრათ, თქვენ არ გეკადრებათ, მაგ საიტზე რამე განათავსოთ“. პასუხი: გმადლობთ შექებისათვის, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებ, რადგან ისიც კი არ ვიცი, რომ არაფერი ვიცი... მაგრამ თქვენი ეს შენიშვნა, უბრალოდ, მარტივ კრიტიკასაც ვერ უძლებს: განა ,,რუსთავი-2“ ან რომელიმე სხვა ტელევიზია თუ გაზეთი, ვისაც ქართველი სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნები ინტერვიუებს აძლევენ, ყოველთვის სათნოებებით ან ,,კანონიკის ცოდნით“ გამოირჩევიან? ან, იქნებ, თქვენი ,,ფორუმი“ ყველაფერში უნაკლოა, რომელზეც, მიუხედავად ამისა, ორი კომენტარი, უკვე, გამოვაქვეყნეთ და ამ ნაწილის განთავსებასაც ვაპირებთ (თუ ტექნიკურად ხელს არ შეგვიშლით)?! ჩვენს სამრევლო ,,საიტზე“ _ ჰტტპ://საქმე.ფრ _ თუ რაიმე საქმიანი შენიშვნა გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ. (იგივე): ,,ვინ დაგირიგათ "მადლმზომი"? ვინ გეკითხებათ ვის აქვს მადლი და ვის არა?? ...თქვენ ვინ აღგჭურვათ რომის პაპის ცრუ უფლებებით რომ ერთპიროვნულად განსაზღვროთ, ვინ მადლიანია და ვინ უმადლო?; ...გაფრთხილდით ცოტა. და სერიოზულად მოეკიდეთ უფლის მადლზე საუბარს......; ...და თუნდაც ისე იყოს, როგორც თქვენ ბრძანებთ, ეს არ გაძლევთ უფლებას სქიზმატებს, უმადლოდ გამოაცხადოთ 21-საუკუნოვანი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და მისი ადგილობრივი ავტოკეფალია - მცხეთის საპატრიარქო“. რაც შეეხება მართლმადიდებელ საპატრიარქოთა მადლმოსილების საკითხს, ჩვენი ნაწერებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჯერ გარკვეული გზა გვაქვს გასავლელი, რომ ამ ურთულესი თემის სიღრმეებს ბოლომდე ჩავწვდეთ. წინასწარ კი დაგამშვიდებთ, რომ ამ (და არცერთ) საკითხს, ღვთის მადლის წყალობით, ჩვენ არც ფუნდამენტალისტური ფანატიზმით და არც ლიბერალური სკეპტიციზმით განვიხილავთ. რაც შეეხება ამ თემის ფილოსოფიურ განზოგადებასა და საბოლოოდ, არა გულგრილად თავის დამშვიდებას, არამედ სამეუფეო და ზილოტური მიდგომის ჩამოყალიბებას, ანალიტიკური მსჯელობისათვის დაგაკვალიანებთ ყველაზე დიდი მადლის _ უფლის ხორცისა და სისხლის _ მისაღები, იმედია, თქვენგან ხშირად მოსმენილი, ლოცვიდან: ,,არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნას მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებლად სულისა და ხორცისა, ამინ!“ (შდრ.: I კორინთ.: 11, 27-30). _ ამინ!! დავით, თქვენ ერთ-ერთ მოპაექრეს შენიშვნა მიეცით, ჯერ მართლწერა ისწავლე და მერე წერე საეკლესიო დოგმატებზეო... საწყენად არ გეუბნებით და _ არც ჩვენ გვაწყენდა, გამართულად წერის ხელოვნებას დავვუფლებოდით და ერთმანეთის ნაწერებიდან გვესწავლა მართლწერაც და გულმართალი აზროვნებაც. (იგივე): ,,ღმერთმა მიიღოს თქვენი გულით ნათქვამი შენდობის თხოვნა ჩვენდამო და ჩვენც იმავეს გთხოვთ თქვენ“. პასუხი: გმადლობთ, შვილო; და უფალმა თქვენც შეგინდოთ ,,ცოდვანი სიჭაბუკისანი“! ახლა, ,,ფორუმის“ ყველა მკითველს, მათ შორის, დ. ჩიკვაიძეს, ,,კაიროსსა“ და ,,აფხაზს“, მივმართავთ: ეთანხმებით ,,მაძიებლის“ ზედწოდებით შემოსულის აღიარებასა და ახსნას?: ,,უნდა გითხრათ, რომ დიდი ხანია ვამჩნევ პატრიარქს ამ „ნაკლს“ ჯვრის გადასახვისას და ვმადლობ უფალს, რომ მისი სახით ვხედავ ნიმუშს ჭეშმარიტი ქრისტიანისა, რომელიც შორსაა სანახაობითობისგან“. _ ჩვენი საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე გვეგონა! მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯვრის გამოწერა და სხვაზე გადასახვა სანახაობითობა კი არა, ძალმოსილი ქმედებაა, რომლის სწორად შესრულებისას დემონები განილტვიან, ხოლო არასწორად შესრულებისას, როგორც მამები გვმოძღვრიან, _ ხარობენ. ჯვრის ძალა ,,სანახაობითობაა“ ე. წ. იეღოველების, უფრო სწორად, არიოზელების ანუ რასელისტების და სხვა სექტებისათვის... უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი -------------------- მღვდელი გიორგი სხილაძე
|
afxazi საეკლესიო იერარქთა მხილების სამართლებრივის საკითხები Jan 28 2009, 01:56 PM
KAIROS კანონას უწერია ეგ ... Jan 28 2009, 04:27 PM
Lashab
ეს საკითხმი ვფიქრ... Jan 28 2009, 06:13 PM
staywhite mRvdeli giorgi sxilaZe
იცოცხლეთ ... Jan 29 2009, 01:16 AM
mRvdeli giorgi sxilaZe მშვიდობა თქვენდა... Jan 29 2009, 12:22 AM
იოანა "mRvdeli giorgi sxilaZe"
ვერ... Jan 29 2009, 03:19 AM
mRvdeli giorgi sxilaZe მაცხოვრის საფლავზ... Jan 29 2009, 03:59 AM
KAIROS მინდოდა ვრცლად დამ... Jan 29 2009, 05:38 AM
ეკატერინე
კანონისტი ცოტა სხ... Jan 29 2009, 10:39 AM
მხევალი ნინო mRvdeli giorgi sxilaZe
რა საწყე... Jan 29 2009, 12:01 PM
კანონისტი KAIROS
მიაფიზიტები
ბე... Jan 29 2009, 01:06 PM
KAIROS
:D თანხმოვანი შეცდ... Jan 29 2009, 01:07 PM
staywhite მხევალი ნინო
ხო, ჩე... Jan 29 2009, 01:23 PM
კანონისტი mRvdeli giorgi sxilaZe
და, სანამ პ... Jan 29 2009, 01:43 PM
afxazi კანონისტი
არადა თე... Jan 29 2009, 02:00 PM
daviti_23 მხევალი ნინო
სანტ... Jan 29 2009, 02:00 PM
მხევალი ნინო daviti_23
გაქრეს თქვენს ... Jan 29 2009, 02:22 PM
staywhite კარგით რა ხალხო, რა... Jan 29 2009, 02:27 PM
daviti_23 მხევალი ნინო
სანტი... Jan 29 2009, 02:28 PM
afxazi
აშკარად ეს დავწერ... Jan 29 2009, 02:39 PM
mRvdeli giorgi sxilaZe ვაგრძელებთ, ვუპასუ... Jan 30 2009, 04:10 AM
KAIROS
მოდი ახლა ასე გავა... Jan 30 2009, 04:21 AM
staywhite
mRvdeli giorgi sxilaZe
მერამდენ... Jan 30 2009, 11:10 AM
kap
mRvdeli giorgi sxilaZe
მერამდენ... Jan 30 2009, 06:49 PM
კანუდოსელი mRvdeli giorgi sxilaZe
ახლა სად წ... Jan 30 2009, 02:19 PM
კანონისტი თემის მიზანია, რომ ... Jan 30 2009, 07:36 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th October 2025 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი