![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
Lashab |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 ![]() |
ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი? გამარჯობა, აი მე რაც ვიცი ამ საკითხის შესახებ: "მოწმეები და ბრალმდებლები ეპისკოპოსისა და ყველა კლერიკოსის წინააღმდეგ. საეკლესიო საქმეების გამო ეპისკოპოსს შეიძლება ბრალი დასდონ მხოლოდ ღირსეულმა ადამიანებმა. მოც. 74. ეპისკოპოსებზე და კლერიკოსებზე დასმენა არ შეიძლება მიღებულ იყოს ყველასგან, გამოკვლევის გარეშე, არამედ წინასწარ უნდა გამოიძიონ საზოგადოებრივი აზრი დამსმენთა შესახებ. IV 21. ეპისკოპოსებზე და კლერიკოსებზე ბრალდება არ მიიღება: 1) მწვალებლისა, ელინისა (წარმართისა) და იუდეველისგან. მოც. 75. II 6. კართ 129. 2) განკითხული და ეკლესიიდან გაძევებული კლერიკოსისგან, განყენებული ერისკაცისგან, აგრეთვე 84 ბრალდებულისგან და იმათგან, ვინც თითონ არის დასმენილი. II6. კართ. 128. 3) ბოროტებაში შემჩნეულ და განქიქებულ პირთაგან. კართ 8, 19. 4) მონებისა და განთავისუფლებულებისგან. კართ. 129. 5) იმათგან, ვინც ამ საქმეს არჩევდა წინათ ან ესწრებოდა საქმის განხილვას. კართ. 59. 6) იმათგან, ვისაც სამოქალაქო კანონიბალმდებლად არ მიიღებს. კართ. 129. 7) იმათგან, ვისაც აქვს უპატიოების ლაქა, როგორებიც არიან სიბილწის მოქმედი მიმოსები, ნიღბის მატარებელნი, მეძავთ მფარველნი, მხეცებთანმებრძოლნი და სხვ. კართ. 129. 8) იმ ბრალმდებლისაგან, რომელმაც მის მიერ სხვა დროს წარდგენილი ბრალდების დამტკიცება ვერ შეძლო. კართ. 130. 9) ბრალდება ერთი ბრალმდებლისაგან, თუნდაც ეპისკოპოსი იყოს იგი, არ მიიღება. კართ. 132. კერძო საჩივარი ეპისკოპოსზე და კლერიკოსებზე (მაგ.: ქონებრივ საქმეზე) მიღებული უნდა იყოს ყველასაგან. II 6. კართ. 19, 129. ეპისკოპოსზე სამართლის გარიგების წესი. უმწიკვლო ბრალმდებელმა ეპისკოპოსზე თავისი ბრალდება უნდა წარუდგინოს ეპარქიის ყველა ეპისკოპოსს და დაამტკიცოს იგი. II 6. ეპისკოპოსს ასამართლებს საეკლესიო კრება. მოც. 74. თუ კრება ვერ შეიკრიბება, ეპისკოპოსს ასამართლებს თორმეტი ეპისკოპოსი. კართ. 12. თუ სამთავროს ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ბრალდების საქმეს, ბრალმდებლებმა უნდა მიმართონ დიდ (სრულ) კრებას წერილობით და თუ ისინი ცილისმწამებლები აღმოჩნდებიან, დაისჯებიან ბრალდებულთან ერთად. II 6. ეპისკოპოსის ბრალმდებელმა საქმე უნდა წარუდგინოს სამთავროს უპირველს ეპისკოპოსს და ბრალდებული უნდა ჩამოაშორონ ზიარებას მხოლოდ შემთხვევაში, თუ არ გამოცხადდება სასამართლოზე დათქმულ დროს. კართ. 19. ეპისკოპოსი პირადად უნდა გამოცხადდეს სასამართლოზე. მოც. 74. ერთი თვის, ან გაჭირვების შემთხვევაში ორი თვის ვადაში. თუ გადააცილებს ვადას, უზიარებლობით უნდა დაისაჯოს, სანამ არ გაიმართლებს თავს. კართ. 19. თუ იგი არ გამოცხადდება სასამართლოზე ორი ეპისკოპოსის მიერ მესამე გამოძახების შემდეგაც, მაშინ კრება თავის შეხედულებისამებრ გამოიტანს გადაწყვეტილებას მის შესახებ. მოც. 74. კართ. 19. თუ დამსმენი საქმის განხილვის დროს მიიმალება, ბრალდებული ეპისკოპოსი მიღებული იქნება ზიარებაში, ხოლო ბრალმდებელი დაისჯება უზიარებლობით და თუ იგი საქმის მსვლელობის დროს 85 რაიმეთი შეიბღალება, მისგან ბრალდებას აღარ მიიღებენ. კართ. 19. ეპისკოპოსის გამსამართლებელთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში მიტროპოლიის ეპისკოპოსმა უნდა მოიწვიოს რამდენიმე ეპისკოპოსი მახლობელი სამთავროდან. ანტ. 14. პატრიარქიც ვერ განიკითხავს თავის ქვეშევრდომ ეპისკოპოსს კრების გარეშე. მან საბრალდებო საქმე განსახილველად უნდა გადასცეს კრებას თავისი თანდასწრებით. კირილე ალექსანდრიელი I. ხოლო რაც შეეხება მღვდლებს და ეპისკოპოსზე სხვა სახის დაბალ რანგიან ხალხზე: მღვდლებზე, დიაკვნებზე და სხვა კლერიკოსებზე სამართლის გარიგების წესი. ძირითადი წესები ისეთივეა, როგორც ეპისკოპოსთა შესახებ. კართ. 20. თავისებურებები შემდეგია: 1. მღვდელს ასამართლებს ექვსი ეპისკოპოსი და საკუთარი, ხოლო დიაკონს-სამი. კართ. 12, 20. სხვა კლერიკოსთა საბრალდებო საქმეებს განიხილავს და გადაწყვეტს მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსი. კართ. 20. კლერიკოსის დამხობა არ შეიძლება მხოლოდ ეჭვის საფუძველზე. თეოფილე ალექსანდრიელი 6. თუ კლერიკოსი, რომელიც დასმენილია (ბრალდებულია), ერთი წლის განმავლობაში არ წარადგენს თავისი უდანაშაულობის მტკიცებას, იგი ვეღარ გაიმართლებს თავს. კართ. 79. ![]() -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
guest |
![]()
პოსტი
#3
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
mRvdeli giorgi sxilaZe
ციტატა ახლა, შეძლებისდაგვარად ვეცდებით, ვუპასუხოთ ,,ფორუმზე“ ფსევდონიმებით შემოსულთა ბრალდებებსა და შენიშვნებს იცოცხლეთ ![]() მეორე შეკიTხვა მაქვს კიდევ: Izvinite, ako vam moje pitanje nece biti prjatno , ali mnogo mi interesuje gde ste bili u Srbiji i koga iz duhovnih lica znate? jer ovde vasi poznanici napisali da vi ste bili kod srba. ja licno pripadam SPC u srednoj evropi i naravno moj duhovni otac isto srbin, takodje licno znam vladiku Gosp. Kostantina , i posle toga, od kad ste pojavilis ovde na forumu, nisam imala priliku da pitam nega za vas ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 05:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი