IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო იერარქთა მხილების სამართლებრივის საკითხები
afxazi
პოსტი Jan 28 2009, 01:56 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 29 2009, 03:59 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა

მოგეხსენებათ, სასწაული არის არაბუნებრივი მოვლენა, რომელსაც თვით ბუნების შემოქმედი აღასრულებს საღვთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად თუ ურწმუნოთა და მცირედმორწმუნეთა განსამტკიცებლად.
დღეს, ხშირად, ამა თუ იმ სასწაულს იყენებენ უსჯულოებაზე ხელის დასაფარებლად, ამის მამხილებელთა პირზე ასაფარებლად და სურთ რა გაამართლონ მოდერნისტულ-ეკუმენისტური ქმედებები, ამ ასპექტში სვამენ კითხვას: ე. წ. ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიებში მადლი არის თუ არ არის? ამ კონტექსტში, უკვე, საკითხის თვით ასე დასმაა არასწორი, რადგან ჯერ ის კი არ უნდა ვიკითხოთ, სადმე მადლი არის თუ არა, არამედ ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: მადლიანად ვიქცევით თუ არა? რადგან წმ. ბასილი დიდი თავის კანონთა პირველ თავში, რომელიც ,,დიდ სჯულისკანონშია“ შეტანილი, საუბრობს რა განხეთქილების (სქიზმა) მოქმედთა შესახებ, დასძენს: ,,განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად*. პირველ განგდომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ, სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებითვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს“.
...მორწმუნეებს ახსოვთ, რომ 3 წლის წინ დაიწყო და სულ ახლახანს დასრულდა იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები: პატრიარქი ირინე (ირინეოსი) I სინოდმა და სხვა ბერძნულმა საპატრიარქოებმა ტახტიდან გადააყენეს საეჭვო ბრალდებით** და მის მაგივრად აღასაყდრეს თეოფილე III. ცეცხლი კი მაცხოვრის ყოფილ საფლავზე ორივეს დროს გარდამოხდა, მაგრამ ამ ორიდან, სინამდვილეში, რომელიღაც ხომ იყო დამნაშავე? მაშ, რა უნდა ვიფიქროთ? _ ესე წერილ-არს, ,,ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს“ (მათე: 12, 39; 16, 4), ხოლო არსად წერია, სანამ იერუსალიმში ცეცხლი გადმოვა, მანამ არ გაბედოთ ეკუმენისტების მხილებაო...
აღდგომის ტაძარში ცეცხლი გარდამოდის მაცხოვრის და არა სხვა ვინმეს გამო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა XIXს. სომხებმა მოსყიდვით მიაღწიეს იმას, რომ თავიანთი წინამძღვარი ანუ მწვალებელი-მონოფიზიტი შეაგზავნეს საფლავთან და მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ გამოაძევეს, ცეცხლი არამართლმადიდებელზე რომ არ გადმოვიდა, უფალმა, როგორც ჩანს, ამით მიანიშნა არა ის, რომ იმდროინდელი მართლმადიდებელი პატრიარქი პიროვნულად იმსახურებდა მის ხელებზე ცეცხლის გადმოსვლას (მაშინ, ცეცხლი მართლა მის ხელში დაჭერილ სანთლებზე გადმოვიდოდა და მის გვერდით ქვის სვეტს არ გახეთქავდა და ისე არ გარდამოსკდებოდა), არამედ ის, რომ მონოფიზიტობა, როგორც ასეთი, არის მცდარი აღმსარებლობა, _ პიროვნულად რაც უნდა უკეთესი ადამიანი ყოფილიყო ის მონოფიზიტი ,,პატრიარქი“ იმ მართლმადიდებელ პატრიარქზე.
გავიხსენოთ ძველი აღთქმის დროინდელი ისტორიიდან იერუსალიმში ხდენილი სხვა სასწაულიც: ე. წ. ცხოვართა საბანელთან მდებარე ტბაზე, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა (ბეთ-ხასდა) ერქვა, ,,ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღვევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა“ (იოანე: 5, 4). ხოლო კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა სნეულებისგან, თავისთავად კი ვერ ეწია სიკეთეს ამ სასწაულიდან, არამედ უფალმა მოიღო მოწყალება და ჰრქუა მას: ,,აღდეგ, აღიღე ცხედარი (სარეცელი) შენი და ვიდოდე!“ (8). ჯერ ერთი, მაცხოვარი ცოტა მოგვიანებით ეტყვის უკვე განკურნებულს: ,,აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაÁთა არა უძვირესი რაÁმე გეყოს შენ“ (14); მეორე: იერუსალიმში იმჟამად სასწაულის ხდენილობა თავისთავად ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ სამხელნი არ იყვნენ იმდროინდელი იმ ღვთისმკვლელი სინედრიონის წევრები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდნენ ანგელოზისგან შეხებულ წყალს და მათთვის ყველაფერში უნდა დაეჯერებინათ?! ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო, მართალია, არა მაცხოვნებელი, თუმცა, მაინც საღვთო მადლი, მაგრამ განა ის მექანიკურად ამართლებდა და აბრაამის წიაღში ახვედრებდა ყველას?! მსგავსადვე, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც არის მადლი, მაგრამ ქრისტე განმარტავს, ვისზე როგორ იმოქმედებს იგი: ,,მოვიდეს იგი [სული ჭეშმარიტებისაÁ]*** და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაÁ**** დასჯილ არს“ (16, 8-11). შესაბამისად, ვერც ჩვენ გვიშველის, თავისთავად, აღდგომის ტაძარში გარდამოსული ცეცხლი, თუ იმ ყოფილი სნეულივით ცოდვის სარეცელზე დავრჩით და ხორციელი თუ სულიერი ,,საწოლი ჩვენი შეუგინებლად არ დავიცავით“ (როგორც გვირგვინობის ანუ ჯვრისწერის ლოცვებშია ნათქვამი) და ამავე დროს, მადლი არ შევიტკბეთ და ცოდვა არ ვამხილეთ, რამეთუ ,,გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (5: 29).
__________________________
*განხეთქილებაში გადის ის, ვინც სწორედ ,,კანონიერი წესების მიყოლას აღკვეთს“;
**რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მან გრძელვადიანი იჯარით არაბერძნებზე გასცა ბერძნული საპატრიარქოს კუთვნილი მიწები. პატრიარქი დღემდე არ აღიარებს ამ ბრალდებას, რომელიც თავიდან თვით საქართველოს საპატრიარქომაც კი არ გაიზიარა; თუმცა, სიმართლე ბოლომდე არ დაიცვა და ბოლოს, მაინც აღიარა მისი აზრითაც უკანონოდ არჩეული ახალი პატრიარქი.
როცა ჯერ კიდევ მოქმედმა პატრიარქმა ირინემ ერთ-ერთ ანტიეკუმენისტურ შეკრებაზე სალონიკში თავისი არქიმანდრიტი გააგზავნა მათ მხარდასაჭერად და თვითონ კი მამხილებელი სიტყვებით ეკუმენისტებად მოიხსენია სხვა პატრიარქები, მაშინ, წინასწარმეტყველების უნარი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რასაც ეს უკანასკნელნი ამის გამო მას დამართებდნენ და გვახსოვს, ჩვენს სულიერ შვილებს გავუზიარეთ, კიდეც, ეს ვარაუდი. _ ისე ყველაფერი კეთილად აგიხდეთ! _ რაიმე სულიერი და დოგმატურ-კანონიკური დარღვევა ,,ვერ“ მოუძებნეს, რადგან თვითონ, ამ მხრივ, უარესს სჩადიან და უცებ, გამოუძებნეს პირდაპირი გაგებით მიწიური საკითხი _ მიწის გაცემა; თვითონ მართლმადიდებლობას გასცემენ და სხვას მიწის გაცემას არ პატიობენ;
***სულიწმიდა;
****სატანა (ავტ. შენიშვ.).

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   საეკლესიო იერარქთა მხილების სამართლებრივის საკითხები   Jan 28 2009, 01:56 PM
KAIROS   კანონას უწერია ეგ ...   Jan 28 2009, 04:27 PM
Lashab   ეს საკითხმი ვფიქრ...   Jan 28 2009, 06:13 PM
staywhite   mRvdeli giorgi sxilaZe იცოცხლეთ ...   Jan 29 2009, 01:16 AM
mRvdeli giorgi sxilaZe   მშვიდობა თქვენდა...   Jan 29 2009, 12:22 AM
mRvdeli giorgi sxilaZe   (გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა) ...ე...   Jan 29 2009, 12:53 AM
იოანა   "mRvdeli giorgi sxilaZe" ვერ...   Jan 29 2009, 03:19 AM
mRvdeli giorgi sxilaZe   მაცხოვრის საფლავზ...   Jan 29 2009, 03:59 AM
KAIROS   მინდოდა ვრცლად დამ...   Jan 29 2009, 05:38 AM
ეკატერინე   კანონისტი ცოტა სხ...   Jan 29 2009, 10:39 AM
მხევალი ნინო   mRvdeli giorgi sxilaZe რა საწყე...   Jan 29 2009, 12:01 PM
კანონისტი   KAIROS მიაფიზიტები ბე...   Jan 29 2009, 01:06 PM
KAIROS   :D თანხმოვანი შეცდ...   Jan 29 2009, 01:07 PM
staywhite   მხევალი ნინო ხო, ჩე...   Jan 29 2009, 01:23 PM
კანონისტი   mRvdeli giorgi sxilaZe და, სანამ პ...   Jan 29 2009, 01:43 PM
afxazi   კანონისტი არადა თე...   Jan 29 2009, 02:00 PM
daviti_23   მხევალი ნინო სანტ...   Jan 29 2009, 02:00 PM
მხევალი ნინო   daviti_23 გაქრეს თქვენს ...   Jan 29 2009, 02:22 PM
staywhite   კარგით რა ხალხო, რა...   Jan 29 2009, 02:27 PM
daviti_23   მხევალი ნინო სანტი...   Jan 29 2009, 02:28 PM
afxazi   აშკარად ეს დავწერ...   Jan 29 2009, 02:39 PM
mRvdeli giorgi sxilaZe   ვაგრძელებთ, ვუპასუ...   Jan 30 2009, 04:10 AM
KAIROS   მოდი ახლა ასე გავა...   Jan 30 2009, 04:21 AM
staywhite   mRvdeli giorgi sxilaZe მერამდენ...   Jan 30 2009, 11:10 AM
kap   mRvdeli giorgi sxilaZe მერამდენ...   Jan 30 2009, 06:49 PM
კანუდოსელი   mRvdeli giorgi sxilaZe ახლა სად წ...   Jan 30 2009, 02:19 PM
კანონისტი   თემის მიზანია, რომ ...   Jan 30 2009, 07:36 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 03:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience