![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...
ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში ... ჰალალი ( ნებადართული) მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ![]() ![]() 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ახლა როგორ უნდა დაიკლას 4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული) 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ![]() 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში 12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია... ,,,,,,,,,,,,,,, აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
mRvdeli giorgi sxilaZe |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 24-January 09 წევრი № 6,373 ![]() |
* * * *
მკითხველმა გვთხოვა, წაგვეკითხა ერთი, გაურკვეველი რელიგიის მქონე ჯგუფის, ელ-გამოცემაDდა ჩვენი აზრი გამოგვეთქვა, სიმართლეს შეეფერება თუ არა იქ მოყვანილი მტკიცებულებები. წავიკითხეთ, შევისწავლეთ და გთავაზობთ ჩვენეულ დასკვნას: ეს უავტორო თხზულება, ,,მალე დამყარდება მსოფლიოს ახალი წესრიგი: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“, როგორც წაკითხულიდან ჩანს, არის ერთ-ერთი სექტის ნაცოდვილარი, რადგან არსად არ იმოწმებენ და არც ახსენებენ ეკლესიის წმინდა მამებსა და მასწავლებლებს; კერძოდ, ეს უნდა იყოს ე. წ. მეშაბათეების ანუ ,,მეშვიდე დღის ადვენტისტების“ წევრთა შედგენილი, რასაც ცხადყოფს შემდეგი ადგილიც*: ,,შაბათი დღის, როგორც წმინდა დღისადმი პატივმიგებით შეგვიძლია, თაყვანი ვცეთ ღმერთს, როგორც ჩვენს შემოქმედს. ვიცავთ რა წმინდა დღეს, რომელიც უფალმა აირჩია, ამით მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ ქვეყნიერების შემქმნელი _ ჩვენი ღმერთია. ეშმაკი, ,,ლუციფერი“ წმინდა შაბათს თავს ესხმის იმიტომ, რომ მას უნდა იყოს ,,მსგავსი უზენაესისა“ (ესაია: 14, 14) და რომ პატივს ცემდნენ მას, ვითარცა ღმერთს. შემოქმედი შაბათის წმ. დღის თაყვანცემას ითხოვს; სატანას კი, შემოქმედის მიმბაძველს, უნდა, რომ მას კვირადღეს მიაგონ პატივი. თქვენ რას აირჩევთ?“. შაბათის ნაცვლად კვირადღის მიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად დაკავშირებულია იმასთან, რომ მაცხოვარი სწორედ კვირა დღეს აღსდგა მკვდრეთით. ამიტომ, ლიტურღიკულად ყოველი კვირა დღე არის აღდგომის დღესასწაულის ,,მცირე“ განახლება (დიდი განახლება არის აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ სხვაგვარად, თომას კვირიაკე _ მაცხოვრის გვერდის განხილვა _ ეწოდება), რისი აღნიშვნაც ჯერ კიდევ მოციქულებიდან იღებს სათავეს და არა სატანისაგან, როგორც ამას ამ თხზულებაში წერენ. ასე გადმოგვეცა ეს წეს-ჩვეულება (ტრადიცია) ქრისტეანულ ეკლესიას. კვირა ბერძნულად ,,საუფლოს“ ნიშნავს, რასაც ეს სექტა სატანურად ,,მხეცის ნიშანს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნიშნის მისაღებად ემზადება კვირადღის პატივისმცემელიო. უქმობას კვირა დღეს და არა შაბათს (როგორც ეს ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო) გვავალდებულებს ,,დიდი სჯულუსკანონი“; ამ დღის ღვთისმსახურებაში განლევასა და წმინდად დაცვას გვასწავლიან მსოფლიოს I, VI და ლაოდიკიისა და კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრებები, წწ.. ბასილი დიდი, პეტრე და თეოფილე ალექსანდრიელები. ხოლო ე. წ. ადვენტისტები კვირას ,,ყალბ დღეს“ უწოდებენ. მათი აზრით, ამ დღის პატივისმცემელნი წარწყმდებიან, ხოლო მეშაბათეები (ღვთისმკვლელი იუდეველებიც?) ცხოვნდებიან. როგორც უფალი ამბობს, ,,შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის“ (მარკოზი: 2, 27). აპოკალიფსური განმარტებანი და წინასწარმეტყველებანი უნდა ვიკითხოთ წმინდა მამებთან (მაგ., წმ. მღვდელმოწამე პაპი რომისა იპოლიტე (IIIს.), წმ. დიაკონი ეფრემ ასური (IVს.), წმ. ანდრია კესარიელი (VIს.), წმ. იოანე დამასკოელი (VIIIს.), წმ. ნილოს ათონელი _ მირონმდინარე (XVIს.), წმ. მღვდელმონაზონი სერაფიმე საროველი (XIXს.), წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX-XXსს..) და სხვ.), რადგან ისინი ,,ბიბლიას“ სულიწმინდით განმარტავდნენ, ხოლო ასეთი სექტების წევრთა განმარტებები დაფუძნებულია ადამიანური გონების მშვინვიერ ბრძნობაზე, რომელშიც გულისამრევადაა შეზავებული ამპარტავნება და უმეცრება, როგორც სათავე ყოველგვარი მწვალებლობისა (ერესი), განხეთქილებისა (სქიზმა) და თვითნებური თავშეყრისა ანუ კიდეშესაკრებლობისა (პარა-სინაგოგა), როგორც ამას წმ. ბასილი დიდი გვასწავლის თავის ,,პირველ კანონიკურ ეპისტოლეში“. თანაც, ,,გამოცხადების“ XIII თავის განმარტების სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგალითად, პროტესტანტულ მიმდინარეობებში (ძირითადად, ე. წ. ბაპტისტებში). ვთქვათ, ერთ-ერთია: _ ,,წყლიდან ამომავალ წითელ მხეცში“ გულისხმობენ არა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, არამედ ლენინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს მდინარე (წყალი) ლენადან და მოგვევლინა ხალხიდან (,,და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ _ ,,გამოცხ. იოანესი“: 17, 15) გამომავალ რევოლუციურ გმირად. ხოლო როგორც ამავე, XIII, თავშია აღწერილი, მან მართლაც: შექმნა წითელი სახელმწიფო, დაახლოვებით სამწელიწადნახევარი ეპყრა ძალაუფლება, დაჭრეს და გადარჩა, იყო დიდი ორატორი ღვთის გმობაში _ ,,მიეცა მას პირი დიდად მეტყველი და მგმობარი, და მიეცა მას ხელმწიფებაÁ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე“ (5), დახოცა წმინდანები _ ,,მიეცა მას ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა“ (7) და ა. შ.. ხოლო ,,მიწიდან ამომავალ მხეცში“ გულისხმობენ სტალინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს ფოლადიდან (რომელიც მიწიდან მოიპოვება) და მართლაც: მოქმედებდა ლენინის სახელითა და ძალაუფლებით მის სიცოცხლეშივე _ ,,ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა“ (12); აიძულებდა ხალხს, თაყვანი ეცათ ლენინისთვის _ ,,რაÁთა თაყვანის-სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაÁ სიკუდილისა მისისაÁ განიკურნა“ (იქვე); ხალხი მოხიბლა საბრძოლო გამარჯვებებითა და სწრაფი მიღწევებით (ატომური იარაღის ჩათვლით) _ ,,იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაÁთა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა და აცდუნრებს მკვიდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (13); ლენინისაგან შექმნა კერპი, რომელსაც უნდა ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი მისი მოწინააღმდეგე (,,ხალხის მტერი“) _ ,,ყოველნი, რომალთა არა თაყვანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ“ (15). მაგრამ აქ მთავარია ის, რომ წმინდა მამათა სწავლებისამებრ, ანტიქრისტეს ანუ ,,ანტეს“ (როგორც ისინი უწოდებენ) ორგვარი გაგება არსებობს _ საზოგადო და კერძო. ზოგადი გაგებით, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ანტიქრისტეა ყოველი სული, ვინც ქრისტე-მაცხოვარს ღმერთად არ აღიარებს და მის მცნებებს არ ასრულებს; ხოლო კერძო გაგებით, ანტიქრისტე ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის ანუ ქვეყნიერების ნივთიერი (მატერიალური) აღსასრულის წინ შვიდი წლით ადრე. თანაც, რახან სატანა მახინჯად ბაძავს ღმერთს, _ როგორც მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას წინ უძღვოდა მის წინასწარმეტყველთა და უშუალო წინამორბედის _ იოანე ნათლისმცემლის _ მოსვლა, ეშმაკმაც თავისი სრულყოფილი მსახურის ანუ ანტეს მოსვლამდე მისი წინამორბედები მოავლინა და ამ აზრით, პაპო-კათოლიციზმიცა და კომუნიზმიც, მართლაც, ანტიქრისტეს წინამორბედობაა და ,,თეთრი“ ა.შ.შ-ცა და ,,წითელი“ რუსეთიც მისი წინამორბედნი არიან. ჩვენს მიერ წაკითხული ეს თხზულება (,,მსოფლიოს ახალი წესრიგი მალე დამყარდება: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“), რომელიც საკმაოდ ვრცელია და ორმოცდაშვიდ ენაზეა გავრცელებული, წარმოადგენს ტყუილ-მართლის ნაზავს და აღბეჭდილია სექტანტებისათვის დამახასიათებელი აზროვნების დაბალი დონითა და აბდაუბდით... მაგალითები: 1. ადვენტისტების მთავარი მკრეხელობაა ის, რომ ისინი ე. წ. იეღოველებივით მაცხოვარს სრულყოფილ ღმერთად არ აღიარებენ. 2. ხალხს მოუწოდებენ ყველანაირი, მათ შორის, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ეკლესიის დატოვებისაკენ. 3. გვთავაზობენ ლათინურ-კათოლიკური გამოთქმის ,,VIჩAღIUშ FILII DEI“ (,,ძე-ღვთისას მოადგილე“) _ გულისხმობენ რომის პაპს _ ასო-რიცხობრივ ჯამს _ 666, რაც ნუმეროლოგიურად, შესაძლოა, მრავალი კომბინაციური სახესხვაობითაც მივიღოთ. 4. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, ერთი მხრივ, ,,აპოკალიფსურ მხეცს“ უწოდებენ და მეორე მხრივ, უშვებენ, რომ ამ და სხვა ერეტიკულ საკრებულოებში დღეს ,,ჭეშმარიტი ქრისტეანენი არიან“. 5. ამბობენ, რომ ა.შ.შ. გამოსცემს ისეთ კანონს, რომ ყველამ პატივი სცეს კვირას და დაიცვას ეს დღე; ხოლო ამის მოწინააღმდეგეებს დევნას დაუწყებენ და მოკლავენ (გაუგონარი უაზრობაა). ეს სექტანტები, ასევე, წერენ: 1. ,,...იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას, ორმოცი წელი იქნებით დასჯილნი თქვენი ცოდვების გამო (თითო წელიწადი თითო დღეზე); ,,თითო წელზე თითო დღეს, თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ“ (რიცხვთა: 14, 34; ეზეკიელი: 4, 6). აქ მოყვანილი სიტყვები რა კავშირშია ან შაბათთან ან კვირასთან? 2. ,,რომის კათოლიკურმა ეკლესიამ... გაბედა და მთლიანად უგულებელჰყო მეორე მცნება, რომელიც მის პრაქტიკასა და წეს-ჩვეულებებს მსჯავრს სდებდა“. მოგეხსენებათ, მეორე მცნება ეხება იმას, რომ არ უნდა შევიქნმნათ კერპი და თაყვანი არ უნდა ვცეთ მას. ადვენტისტობა აქ თუ იმას გულისხმობს, რომ კათოლიკობამ რომის პაპისგან კერპი შეიქმნა და მას ემსახურება, ამაში, სამწუხაროდ, მართალია, მაგრამ ზემოთქმული მაინც დიდი გადაჭარბებაა (მამხილებლობა არ უნდა მივიდეს ცილისწამებამდე, რომ თუნდაც კერპთაყვანისმცემლებს რაიმე დავაბრალოთ). 3. ,,რომის კათოლიკურმა ეკლესიამ... მეოთხე მცნებაში მითითებული საღვთო დღე _ შაბათი _ კვირით შეცვალა; კათოლიკურ ეკლესიას სირცხვილი არ აწუხებს იმის გამო, რომ თაყვანსაცემი დღე შეცვალა; ამ მოწმობათა (იგულისხმება ზემომოყვანილი და სხვა მსგავსი ციტატები _ ავტ.) სიცხადე უფლებას გვაძლევს, გადაჭრით გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ,,გამოცხადების“ (თთ.. 13 და 14) მხეცი _ ეს რომაულ-კათოლიკური ეკლესიაა და მისი ნიშანი (მხეცის ნიშანი) _ კვირადღის დაცვა“. მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაა, ანტიქრისტე რომის პაპის (ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარის, ან ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის) ან სხვა სახით მოევლინოს კაცობრიობას, ზემოთქმული, უფრო _ ბოლო ფრაზა, მაინც რელიგიურ-პოლიტიკური ბოდვაა. 4. ,,ნათელია, რომ შემოქმედის ბეჭედი, მისი კანონით, შაბათის წმინდა დღის მცნებაში გამოიხატება. ესაა მისი, როგორც ჩევენი შემქმნელის, ძალაუფლების აღიარება. დავიცავთ რა მის წმ. შაბათ-დღეს, ამით ვაჩვენებთ, რომ ვცნობთ მას, როგორც ჩვენს შემოქმედს“. საიდანაა ნათელი ის, რასაც აქ ამტკიცებენ, ნათელიაო? ერთი რამ კი, მართლაც, ნათელია: შაბათის გაფეტიშებაში ეს სექტა ჩამოჰგავს სხვა მეშაბათე სექტას _ იუდეველობას, რომელთა შთაგონებითაცაა შექმნილი, ცნობილია, მსოფლიოში არსებულ რელიგიურ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ ერესთა, სქიზმათა და პარა-სინაგოგათა უმრავლესობა. _____________ *თარგმანი ავტორისეულია. მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი -------------------- მღვდელი გიორგი სხილაძე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 06:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი