![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მინდოდა ვრცლად დამეწერა, რადგან უამრავ საკითხს არ ვეთანხმები, თუმცა ისევ კანონისტს ვაცდი...
მხოლოდ რამოდენიმე კითხვა და შენიშვნა, შენიშვნის სახით: 1. სომხები მონოფიზიტები არ არიან, არამედ მიაფიზიტები, მისი ახსნა და ბმული დადო კანონისტმა და ეგ არ ავურიოთ, ეყოფათ რაშიც ცდებიან... 2.ცნობისათვის, პირველეკლესიაში პრესვიტერობა და ეპისკოპოსობა ხშირად არც განიყოფოდა, შესაბამისად არსებობდნენ ცოლიანი პრესვიტერ-ეპისკოპოსებიც, ამაზე შემდეგ, კანონისტი როცა გიპასუხებთ, კითხვები: 1. თუ ცეცხლი არ გადმოვიდა მწვალებელზე ( აქ მიაფიზიტი ) და გადმოდის დიოფიზიტ მართლმადიდებელზე, მაშინ ეს ხომ ნიშნავს, იმას რომ ცეცხლი გადმოდის იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ფლობს ეკლესია? ანუ რაღაც თავისით კი არ ხდება რაიმე, არამედ აჩვენებს იმას სადაა ჭეშმარიტება, ამას უარყოფთ? არის ჭეშმარიტება ჩვენს ეკლესიებში? 2. აქედან თხოვნაც და კითხვაც, იქნებ დაწეროთ გასარკვევად ( ორჯერ დაიწყეთ ამაზე საუბარი და არ დაამთავრეთ) აღიარებთ თუ არა მაცხოვნებელ მადლს ჩვენს ეკლესიაში? მოკლედ, კი თუ არა ![]() 3. თქვენ წერთ: ციტატა ამიტომ, ნებისმიერ გულწრფელ მორწმუნეს არათუ უფლება, ვალდებულებაცა აქვს, ,,სხვის საქმეში“ ჩაერიოს რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიის კანონებთან რადგან არღვევთ ეკლესიის კანონს, როცა ერევით როგორც ჩვენ ისე იერუსალიმის ეკლესიის შიგა საქმეებში, თქვენ არა ხართ უფლებამოსილი პირი და არც საეკლესიო კრება, გაარჩიოთ რა ხდება და რისთვის აყენებს რომელიმე და ეკლესია საკუთარ მეთაურს, "კანონიკა მკაცრად იცავს იურისდიქციის საკითხს. არაუფლებამოსილი პირების მიერ საქმის განხილვა (როგორიცაა, სხვა ეპარქიაში ან სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში მომხდარი შეცოდების განხილვა) არათუ კანონიერია, არამედ თავად წარმოადგებს საეკლესიო დანაშაულს განმხილველთათვის. (I მსოფ. კრ. მე-5 კანონი, II მსოფ. კრ. მე-6 კანონი და III მსოფ. კრ. 1-ლი კანონი)კანონებიდან გამომდიარე ასე სჩანს და რას იტყვით ამაზე ? 4. გამსახურდიას თქვენი აზრით არ ქონდა შტაინერული გადახვევები? 5. ამხილეთ სადმე აროშვილების სქიზმა? იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ციტატა უფალი გვეუბნება, პირადი მტრისთვის ილოცეთო, მაგრამ არ გვეუბნება, მტერთან ერთად ილოცეთო გულისხმობთ თუ არა აქ ჩვენს პატრიარქს და ჩვენს ეკლესიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 05:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი