IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო იერარქთა მხილების სამართლებრივის საკითხები
afxazi
პოსტი Jan 28 2009, 01:56 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 30 2009, 04:10 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



ვაგრძელებთ, ვუპასუხოთ ფსევდონიმებით შემოსულთა ბრალდებებსა და შენიშვნებს (მათი სტილი და პუნქტუაცია აქაც დაცულია).


,,კაიროსი“ (მიმართავს ,,ფორუმის“ ერთ-ერთ წევრს ჩვენი ციტატით): «,,,,კაიროსი“ წმ. მამათა ამ საშინელ რისხვას დაეფიქრებინა (რადგან ფინეთის ავტონომიური ეკლესია სწორედ ასე იქცევა _ აღდგომას აკრძალული თარიღით აღნიშნავს _, ხოლო მას და მის სათაყვანო პატრიარქს ლოცვით-ზიარებითი კავშირი აქვთ მათთან)“, დავით აქაც "სიყვარულით" იხსენიებს პატრიარქს?».

ჩვენი პასუხი: აზრობრივად გავარჩიოთ ეს წინადადება: რომ გკითხოთ, ხომ აღნიშნავს ფინეთის ავტონომიური ეკლესია აღდგომას კათოლიკური კალენდრითო, ხომ დამიდასტურებთ? მერე რომ გკითხოთ, ხომ აქვს საქ. ეკლესიას ლოცვით-ზიარებითი კავშირი ამ ეკლესიასთანო, ხომ დამიდასტურებთ? ბოლოს რომ გკითხოთ, ხომ არის თქვენთვის პატრიარქი სათაყვანებელი პიროვნებაო, ხომ დამიდასტურებთ? _ ამ პასუხების შემდეგ თქვენზე რომ ვთქვა, უსიყვარულოდ ლაპარაკობსო, რას იფიქრებთ ჩემზე? თუ, _ საქ. ეკლესიამ გამოიჩინა სულიერი ძალა და ევქარისტიული კავშირი, უკვე, გაწყვიტა კონსტანტინოპოლის ეკუმენისტურ საპატრიარქოსთან (რომელსაც ეს ავტონომია ემორჩილება) და ამას მალავთ?! _ ღმერთმა ჰქნას!
,,ფორუმის“ მკითხველო, თუ საზოგადო მოვლენის გადმოცემა ანუ ფაქტის კონსტატაცია უსიყვარულობაა, მაშინ, საინფორმაციო სამსახურების თანამშრომლები ყველაზე უსიყვარულო ხალხი ყოფილა და ვინმემ რომ ვინმეს სიმაღლე ან ფეხის ზომა გკითხოს და უპასუხო, ეს _ ლანძღვა-გინება.

(იგივე): ,,უნდა განერიდოთ დიდგორის საიტს, რომელიც სქიზმის საყვირი უფროა, ვიდრე თუნდაც ეკლესიის წიაღში დაბრუნებული ( ჩვენი დიდი სიხარულის გამომწვევია ეს ფაქტი) რ.ს.მ.ე. (სა. რ. მ. ე.) სადაც ახლა თქვენც ხართ“.

პასუხი: ჯერ, იქნებ, გამაგებინოთ ამ წინადადების აზრი, რომელიც გამარტივებულად ასე იკითხება?!: ,,საიტი“ სქიზმის საყვირი უფროა, ვიდრე ემიგრაციული ეკლესია. _ სრული ალოგიზმია. დავანებოთ ამას თავი...
თქვენი ვირტუალური პიროვნებიდან გამომდინარე, როგორადაც არ უნდა დამალოთ თავი, ჩანს, რომ უფრო დიდი ხანი უნდა იყოს, რაც ეკლესიაში იმყოფებით, ვიდრე ,,დიდგორის“ მესვეურნი... აქედან გამომდინარე, ვისაც მეტი მიეცა, _ მეტი მოეთხოვება: თქვენ დასაბუთებული შენიშვნები მოგეცით და არ იღებთ; ისინი კი, ყოველ შემთხვევაში, თქვენზე მეტს მაინც იღებენ...
რახან თქვენც იმავეს მმოძღვრით (,,უნდა განერიდოთ ,,დიდგორის“ საიტს“!), რასაც დ. ჩიკვაიძე (,,კანონისტი“), გეკითხებით იმავესვე, რაც მას ვკითხეთ წინა ,,კომენტარებში“:
თანმიმდევრულია თქვენი მსჯელობა? თუ ეს მართლაც ასეა, როგორც აქ წერთ, მაშ, როგორც ემიგრაციული ეკლესიის მღვდელს, განკვეთილად რატომღა მოგვიხსენიებთ, რითაც შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება?! ხოლო თუ _ არა, რატომ აბნევთ მკითხველს? თუ ქადაგებთ, რომ სანამ სასულიერო პირი კრების მიერ განკვეთილი არაა, მანამ, ის სასულიერო პირად რჩებაო, რატომღა ავრცელებთ ჩვენზე, თითქოს, განკვეთილი ვიყოთ?! ეს რომ ასე იყოს, ბოლოსდაბოლოს, გამოაქვეყნებდით ამის დამადასტურებელ საბუთს (რომელიც ბუნებაში არ არსებობს) და მკითხველი საზოგადოება გერწმუნებოდათ. მაგრამ ნათელია _ და ამას გონიერი მკითხველი, ცხადია, ხვდება _, რომ ამას განზრახ აკეთებთ, რადგან ორგზისი ახსნა-განმარტებისა და მოწოდების შემდეგ, უკან წაგეღოთ თქვენი მაბრალობლობა, ჯიუტობთ და ცოდვაზე ცოდვას უმატებთ... _ კიდევ გიმეორებთ: თუ ამას შეინანებთ, _ ღმერთმა შეგინდოთ! ხოლო თუ ვაჟკაცობა არ გეყოფათ _ არ შეინანებთ და საქვეყნოდვე არ გააბათილებთ მღვდელზე საქვეყნოდ გავრცელებულ თქვენს ცილისწამებას _ გაფრთხილებთ, რომ ღმერთი ჩვენზე უკეთ მოგკითხავთ, რადგან როგორც წმ. პავლე მოციქული გვირჩევს, შეუნდეთ თქვენს პირად მტრებს და იცოდეთ, რომ ამით მათ თავზე ნაკვერჩხლებს აგროვებთო (რასაც ნამდვილად არ გისურვებთ!)!.. მაგრამ თქვენი ნაწერებიდან გამომდინარე, იქნებ, არც პავლე გწამთ და არც პეტრე?!.

(იგივე): ,,ჯერ თავი შეაფარა სერბებს და მერე იქიდან რ.ს.მ.ე-ს რატომ და როგორ ეს სხვა საქმეა და აქ არ გვინდა“.

პასუხი: არა, გენაცვალე; სწორედაც რომ გვინდა! აბა, იქნებ, მკითხველს აუხსნათ, ,,რატომ და როგორ“? ეს ,,სხვა საქმე“ ნამდვილად არ არის და სწორედაც რომ ,,აქ გვინდა“. ხოლო თუ ამ წერილის შემდეგ საზოგადოებას ვერ გაუმართლებთ მის დამაინტრიგებელ ეჭვებს, რაში ეჭვიც არ გვეპარება, თქვენი ინტრიგა დარჩება ინტრიგად, რასაც წინასწარ გპატიობთ!.. ჩვენ კი, მკითხველთან ერთად, ქვემოთ გთავაზობთ, ყურადღებითა და წმინდა გულით წაიკითხოთ მიზეზები იმისა, ,,რატომ და როგორ ჯერ თავი შევაფარეთ სერბებს და მერე, იქიდან სა. რ. მ. ე-ს“. ღვთის ერთგულებისა და სულის ცხონებისათვის ორს კი არა, ორას ადგილს გამოვიცვლით; სერბებს, რუსებს და ფრანგებს კი არა, აბორიგენებს დავუკავშირდებით, თუ ამას საღვთო კანონი და სინდისი მოგვთხოვს! როცა სასიკვდილოდ მოგდევენ, ერთი ოთახიდან მეორეში, მეორედან მესამეში და ა. შ. გადადიხარ; არ იტყვი, რამდენი ოთახი გამოვიცვალე, უკვე, სირცხვილია, სჯობს მკვლელს ჩავბარდეო! მანამ ირბენ, სანამ უკანასკნელი ძალა შეგრჩება. ეს, მით უფრო, ასე არაა მაშინ, როცა საქმე სულიერ სიკვდილს ანუ ჩვენი მარადიული საცხოვრისის განსაზღვრას ეხება?!. თუმცა, ვაღიარებ, რომ მშობლიურ ეკლესიაში ლოცვაზე ადვილი ნამდვილად არაა ტირილი მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა... (შდრ. ფსალმ.: 136, 1: ,,მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა, მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი“).
იმას რომ მაყვედრით, სერბეთის საპატრიარქოდან არ უნდა წასულიყავითო, იმას რატომ არ მეკითხებით, რა მიზეზებით წავედით?! _ იმიტომ, რომ თქვენ ეს, სამწუხაროდ, ნაკლებად გაინტერესებთ...
კიდევ, ერთი რამ: როგორც თქვენი სულიერი ძმა დ. ჩიკვაიძე თქვენს გვერდიგვერდ წერს, თუ სასულიერო პირი საეკლ. სასამართლოს არ განუკვეთავს, მანამ, ის სასულიერო პირად რჩებაო, თქვენ როგორღა არ გყოფნით სინდისი და ვაჟკაცობა, რომ გააბათილოთ ჩვენზე თქვენივე განზრახ გავრცელებული ხმა, _ მღვდლობიდან განკვეთილიაო?! თუ იმას გულისხმობთ, რომ საიდუმლოდ (მისტიკურად) ვართ განკვეთილი, მაშინ, კანონისტ ჩიკვაიძეს შეუსწორეთ, რომ ცალმხრივად განმარტავს სასულიეროთა განყენების საკითხს და შეპირაპირებლურად არ მოჰყავს საეკლ. სამართალში ისეთი ცნობილი თანრიგები (კატეგორიები), როგორიცაა დამნატორული (ბრალმდებლობითი) და დეკლარატორული (ახსნა-განმარტებითი) განაჩენი. ხოლო აქედან, თუ ჩვენ თქვენთვის სასურველ ასპექტს მოგვიყენებთ, მაშინ, მაგ ლოღიკით გამოვა, რომ დღევანდელ ოფიციალურ საპატრიარქოთა მთელი შემადგენლობა იდუმლად განხეთქილებაში გასულა ზეციურ-მოზეიმე ეკლესიასთან და ქვეყნიურ-მებრძოლ ,,მცირე სამწყსოსთან“... ამიტომ, რომელიმე უკიდურესობაში რომ არ ჩავვარდეთ, გაწონასწორებული მსჯელობის ხელოვნებას უნდა დავეუფლოთ, რასაც წმ. მამანი, როგორც უწყით, სამეუფეო, ოქროს შუალედს უწოდებენ (თანაც, არ დაგავიწყდეთ, _ ეს ნელ-თბილობის საპირისპირო რამაა).
,,სერბებთან თავის შეფარებაზე“, როგორც დაგპირდით, ქვემოთ იხილავთ.

(იგივე): ,,ვერ დავეთანხმები ვერც საიტის ხელმღვანელთა დაქირავების ბრალდებას“.

პასუხი: აქ გავიმეორებთ ჩვენს იმ სიტყვებს, რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენი მოპაექრე (ოპონენტი) ბრალდებას აქეთ გვიყენებს და ინტელექტუალური და პატიოსანი მკითხველი მაინც მიხვდება, რა ვთქვით და რა ,,გაიგეს“:
იმედია, ეს სიტყვები (,,კაიროსი“-სა) გამოწვეულია არა ჩვენი საოცნებო განკვეთის წყურვილითა და ამისი მიღწევის წარმოდგენით აღგზნებული სიხარულით, ან წყეული ჯ. სოროსის მიერ დაქირავებული ,,საიტის“ ხელმძღვანელთა მიზნებით, არამედ პატიოსან, თუნდაც, შემცდარ, ძმათა კეთილსურვილით!..
გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, სად არის აქ თქვენდამი ბრალდება? ან, იქნებ, სოროსს ესარჩლებით?! _ ახლა, ეს რიტორიკული კითხვაც ბრალდებად არ შერაცხოთ!..

(იგივე): ,,რამ უნდა შეგვაშინოს მიწიერმა?“.

პასუხი: ისე, რატომ თქვენს ვინაობას არ გვიმჟღავნებთ, რომ თუ კაცი ხართ, ძმაოთი მოგმართოთ, ხოლო თუ ქალი _ დაოთი?! რად გვინდა ეს ბალ-მასკარადი და ბერიკაობა? აგერ, თქვენმა სულიერმა ძმამ, დავითმა, თავისი სახელი გამოაჩინა, რითაც ამაღლდა ჩვენს თვალში. რისი გეშინიათ? განა თქვენ მღვდელზე მეტი მტერი გყავთ? ხოლო თუ სასულიერო ხართ, მით უფრო მიუღებელი იქნებოდა ნიღაბს ამოფარება. ხომ ნახეთ, თქვენს ,,ფორუმზე“ პირდაპირ შემოვედით, საკუთარი ვინაობის დაუფარავად! შეგახსენებთ, რომ ზედმეტი მშიშრობა არა მხოლოდ სისუსტე, ცოდვაცაა. _ ღმერთმა გაგვაძლიეროს ღვთის რწმენასა და სიყვარულში! ხომ გახსოვთ მოციქულის სიტყვები, სრულყოფილი სიყვარული სდევნისო შიშს.
ერთსაც დავსძენთ: საქ. საპატრიარქოს ერთ-ერთმა ადეპტმა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, პირადი ინტერესებით აქ ბინძური ჭორი გაგვივრცელა (უფალმა მიუტევოს!)... მართლმადიდებელ ვაჟკაცებს _ ქრისტეს მხედრებს ისევ ჩვენ ვაკავებთ, მას პასუხი რომ არ მოსთხოვონ, რადგან დღემდე ჩვენთვის შენდობა არ უთხოვია (რასაც არც დავეძებ...) და რაც გაავრცელა, ის რომ მაინც განაქარვოს, _ არც ამას ცდილობს. ესეც აპატიოს უფალმა, რადგან ამით დიდ ცოდვას იდებს თავზე!
ასევე, ,,აფხაზი“ დაგვექადნა, ჩვენც ვიცით ,,რაღაც-რაღაცები“ და უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებო... ველოდებით!
ისე, საკუთარი აღსარების საჯაროდ თქმა, როგორც ამას პირველი ქრისტეანები იქმოდნენ, ღვთის მადლით, არასდროს გვიჭირდა; ამას ჰიმნოგრაფიულად ამაღლებული პოეზიით მომავალშიც ვაპირებთ, თუ უფალი მაცოცხლებს...

(იგივე): ,,ზემოთ დაწერილიდან გამომდინარე თქვენი ბრალდებები პიროვნულია და არა ეკლესიოლოგიური“.

პასუხი: თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი ნარკვევი «საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..)», პარიზი, 2004წ.; ელექტრონული ნუსხა: http://saqme.fr/saqme%20pdf.pdf და იქ იხილავთ ყველანაირ მხილებას (და არა ბრალდებას)...

,,ვინ ჩააცვა ამათ ანაფორაო“ _ კითხულობდა, ადრე, ერთ-ერთი მოპასუხე ჩვენზე, ვინც საქ. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ (თუ ვერ) ვიმყოფებით. ამის საპასუხოდ იძულებული ვართ, განვმარტოთ: წინა ,,კომენტარებშიც“ ნათქვამია, რომ პირადად ჩვენ უცხოეთში სასულიერო განათლების გასაგრძელებლად, ემიგრაციული ეკლესიის ახლოს გასაცნობად და მის იურისდიქციაში გადასასვლელად ჩამოვედით. მაგრამ პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ პარიზის წმ. ნინოს ქართულ ეკლესიაში (კონსტანტინოპოლ-სტამბოლის საპატრიარქო) მსახურების ლოცვა-კურთხევა მოგვცა (სადაც, თავი რომ დავანებოთ მოდერნისტულ-ეკუმენისტურ გადახრებს, სამწუხაროდ, ე. წ. ახალი ანუ ნახევრადკათოლიკური (შერეული) კალენდარული და ცხოვრების სტილია გამეფებული), რაზეც უარი პირადად განვუცხადეთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ სარწმუნოებრივი მოსაზრებით; მერე გაგვგზავნა პარიზის სერბულ ტაძარში, რაშიც, სამწუხაროდ, დავემორჩილეთ (თუ რატომ ,,სამწუხაროდ“, ამას ქვემოთ მიხვდებით)... იქ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არასწორ, საღვთო კანონთა საწინააღმდეგო კურთხევას, რომელი იერარქიდანაც არ უნდა მოდიოდეს, არ უნდა დავემორჩილოთ.
ახლა, _ რაც შეეხება ჩვენს სერბულ ტაძარში მყოფობას.
თავიდან, როცა თბილისის საპატრიარქო ფორმალურად გამოვიდა ეკუმენური ორგანიზაციებიდან (20. 05. 1997წ.), მიმოთქმა გავრცელდა და დაიწერა, კიდეც, რომ ბელგრადის საპატრიარქოც ტოვებდა ეკუმენურ საბჭოს; ამ ყველაფერმა ზემოთქმულმა და კიდევ იმან, რომ საქართველოს, იერუსალიმისა და რუსეთის ეკლესიების, ასევე, ათონის მთის მსგავსად ეს საპატრიარქოც ძველ ანუ სწორ საეკლესიო კალენდარულ სტილს ინარჩუნებდა, დაგვათანხმა სერბულ იურისდიქციაში დროებით შესვლაზე, რადგან იმხანად (2000წ.) მოსკოვის საპატრიარქოსთან ხელოვნური მიერთების დაჩქარების გამო ემიგრაციულ ეკლესიაში არეული მდგომარეობა სუფევდა, ხოლო იერუსალიმის ეკლესიის იურისდიქცია, რომელიც სერბულთა შედარებით უფრო გვიზიდავდა, კანონიკურად მხოლოდ ისრაელ-პალესტინა-იორდანიის ისტორიულ მიწებზე ვრცელდება (თუ არ ჩავთვლით ა.შ.შ-ში არსებულ რამდენიმე სამრევლოს) და ევროპაში _ არა. თან, უფალს ყოველდღიურად ვევედრებოდით, ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიაში დავემკვიდრებინეთ...
პარიზის სერბულ ტაძარში დაგვხვდა ადამინურად საყვარელი ეპისკოპოსი, გულთბილი ხალხი და ეკლესიურად _ განუკითხაობა...
რამდენიმე წელი ამაოდ ველოდეთ იქ მდგომარეობის გამოსწორებას და ჩვენი მხრიდანაც არაერთგზის ვეცადეთ ამას მოკრძალებული რჩევით, შეგონებით, მხილებით. მაგრამ ბოლოს, იმედი გადაგვიწურა და როგორც იტყვიან, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა იმან, რომ მოულოდნელად ტელევიზიით ვიხილეთ ჩვენი მმართველი ეპისკოპოსი ეკუმენურ ლოცვაზე ლიონის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკურ მესსაზე კათოლიკეებთან ერთად თანალოცულობდა პროტესტანტთა და სხვა ,,სამღვდელოება“ და ყველა იმ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, რომელსაც აქ, საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპაში, ეპარქიები გააჩნია (კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის...). ამ კადრების ნახვისთანავე (და სხვა დარღვევების გამოც), მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობის თანახმად (ორგზისი წმინდა დიდი კრების XV კანონი), ვალდებული ვიყავი, შემეწყვიტა ევქარისტიული ერთობა ჩემს ეპისკოპოსთან და მისგან იმ დღიდან ლოცვა-კურთხევაც კი აღარ ამეღო, რადგა მან საჯაროდ იქადაგა (საქმით) ერესი; კერძოდ, ეკუმენიზმი. ისევ ვეცადეთ, მისგან პასუხი მიგვეღო მომხდარის გამო, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდით რა მის უსუსურობაში, რაიმე შეეცვალა სერბეთის საპატრიარქოში გამეფებულ ეკუმენიზმსა და საერთოდ, ღვთისგან განდგომილებაში (აპოსტასია), _ სხვა გზა აღარ დაგვრჩენოდა, მიუხედავად სერბი ეპისკოპოსისა და ერის სიყვარულისა, მიგვეღო გადაწყვეტილება მაინც საზღვარგარეთის ეკლესიაში გადასვლისა (სხვა გამოსავალი, იმხანად, უბრალოდ, არ ჩანდა).
ამის მერე დადგა საკითხი, თუ როგორ მოიქცეოდა ჩვენი ქართული მრევლი. ჩვენ არავისთვის მოძღვრულადაც კი არ გვიიძულებია, ჩვენთან ერთად წამოსულიყო; უბრალოდ, ჩვენგან ტელევიზიით ნანახი სულიერი ,,სოდომ-გომორი“ ვაუწყეთ*, მდგომარეობა განვუმარტეთ ჩვენს სულიერ შვილებს და თითქმის ყველა, ერთსულოვნად, მცირე გამონაკლისის გარდა, გააზრებულად წამოვიდა ჩვენთან ერთად.
ვინმემ რომ საეჭვოდ არ მიიჩნიოს ჩვენი ამ გადაწყვეტილების წმინდად სარწმუნოებრივი განპირობებულობა (მოტივაცია), იძულებული ვართ, ესეც განვმარტოთ (ისედაც, ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურის ყველაფერი უნდა უწყოდეს ხალხმა): შევნიშნავთ, რომ პარიზის სერბულ ტაძარში დიაკვნობისას საღვთისმსახურო გასამრჯელოს შეგნებულად არ ვიღებდით; მაგრამ ასე იყო თავიდან. ჩვენი მღვდლად კურთხევის (14/27. 01. 2002) შემდეგ კი, როცა სერბულ ტაძარს ქართული მრევლიც და მისი შენაწირიც მიემატა, ეპისკოპოსისა და სამრევლო საბჭოს გადაწყვეტილებით ეს მდგომარეობა შეიცვალა და ჩვენ ვალდებული ვიყავით, მის ლოცვა-კურთხევას დავმორჩილებოდით და გარკვეულ გასამრჯელოზე დავთანხმებულიყავით. ხოლო ემიგრაციული ეკლესიის რუსულ ტაძარში გადასვლამდე წინასწარ ვიცოდით, რომ იქ არანაირი ნივთიერი დახმარება არ გვექნებოდა (პირიქით, ჩვენი ქართული მრევლი უნდა შეწეოდა მის მცირერიცხოვან ეკლესიას), მაგრამ მიუხედავად ამისა, იურისდიქცია, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებისადმი ერთგულების ანუ სულის ცხონების ნიშნით შევიცვალეთ და არა სხვა მოსაზრებით, _ ღმერთმა დაგვიფაროს (ხაზგასმით გვსურს, განვაცხადოთ: უცხო ერისგან ანგარების სახით ერთი სანტიმიც კი არასოდეს აგვიღია და ამას არც არასდროს ვაპირებთ)!
იმ მცირე გამონაკლისს კი, რაც ქართველთაგან სერბულ ტაძარში დარჩა, საქართველოს საპატრიარქოს მღვდლები დღემდე აბრკოლებენ და ნებას არ რთავენ, მოდერნიზმ-ეკუმენიზმში აშკარად მხილებული ეკლესია დატოვონ და მიუხედავად გარკვეული ისტორიულ-ადმინისტრაციული წინაღობებისა, მაინც მართლმადიდებლურში გადმოვიდნენ. _ პირიქით, მორწმუნეებს თუ რწმენაში მოსაქცევ ხალხს ჩვენთან მოსვლაში იმითაც აბრკოლებენ, რომ მათგან (საქ. საპატრიარქოს მღვდელთაგან) ერთნი ცრუ ხმებს შეგნებულად ავრცელებენ, თითქოს ჩვენ არაკანონიერი მღვდელი ვართ იმის გამო, რომ ორჯერ ვართ მღვდლად ნაკურთხი (?) _ საქართველოში და საფრანგეთში; ხოლო მეორენი იმასაც ცრუობენ, რომ თითქოს სამღვდელო ხარისხი ჩამორთმეული გვქონდეს. _ ვადასტურებთ: არც საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებს, არც ემიგრაციული ეკლესიის სინოდს და არც არავის ფორმალურადაც კი არ განვუკვეთივართ მღვდლობიდან და ამ ორივე ბრალდების ნამდვილობა-არანამდვილობა ნებისმიერ დაეჭვებულს შეეძლო, გადაემოწმებინა აღნიშნულ ინსტანციებში სატელეფონო ზარითაც კი... მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ხშირად მართლდება წინასწარმეტყველება, _ ერიდეთ, ცრუ ძმებისგან იქნებითო დევნილნი!.. _ ღმერთმა შეუნდოს ჩემს გზააბნეულ ძმებს!
___________________
*აქ, შესაძლოა, ,,კაიროსი“ შეგვაგონებს, არ უნდა გაგემხილაო...

,,კაიროსი“: ,,ღმერთმა მიიღოს თქვენი შენდობის თხოვნა და იგივე ჩვენგან, თუკი კამათისას უნებურად რაიმე უზუსტობა გამეპარა ან იგივე მხილება განკითხვაში გადავიდა“ .

პასუხი: მადლობელი ვარ, ძმაო, დაო თუ შვილო და თქვენც _ უფალმა მოგიტევოთ!

_ უფალმა რომ თავისი თავი შემაყვაროს ყველაფერსა და ყველაზე მეტად; სულიწმინდით
მალოცოს, მააზროვნოს, მამეტყველოს, მაწერინოს, მამართვინოს და მამოქმედოს;
მომანიჭოს თავმდაბლობა, სინანული, სიყვარული, მოთმინება და ბერობის, ასევე, მისთვის მოწამეობრივი სიკვდილის, სურვილი და ძალა (რომელთა ღირსი, სამწუხაროდ, არა ვარ), _ ეს ჩვენი ოცნება და ყოველდღიური ლოცვაა; ეს სულიერ ასპექტში (ბარემ, იმასაც გაგიმხელთ, რა მოდის ამის შემდეგ: მანვე არ მომასწროს ჩემი უსაყვარლესი მეუღლისა და სულიერი შვილების სიკვდილს; არც _ ჩემი ოჯახის სხვა წევრთა. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, არც ვინმეს სიკვდილს
მსურს, მომასწროს).

მინაწერი (P.S.): იქნებ, დიდ პატივში ჩაგაგდოთ, გამოწვევა რომ მიიღო და ერისკაცს მოძღვარი ,,გაგეპაექრათ“?! ამან ხიბლი არ გაგიძლიეროთ!.. _ თუ ეს ასეა, ესეც შემინდეთ!


მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   საეკლესიო იერარქთა მხილების სამართლებრივის საკითხები   Jan 28 2009, 01:56 PM
KAIROS   კანონას უწერია ეგ ...   Jan 28 2009, 04:27 PM
Lashab   ეს საკითხმი ვფიქრ...   Jan 28 2009, 06:13 PM
staywhite   mRvdeli giorgi sxilaZe იცოცხლეთ ...   Jan 29 2009, 01:16 AM
mRvdeli giorgi sxilaZe   მშვიდობა თქვენდა...   Jan 29 2009, 12:22 AM
mRvdeli giorgi sxilaZe   (გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა) ...ე...   Jan 29 2009, 12:53 AM
იოანა   "mRvdeli giorgi sxilaZe" ვერ...   Jan 29 2009, 03:19 AM
mRvdeli giorgi sxilaZe   მაცხოვრის საფლავზ...   Jan 29 2009, 03:59 AM
KAIROS   მინდოდა ვრცლად დამ...   Jan 29 2009, 05:38 AM
ეკატერინე   კანონისტი ცოტა სხ...   Jan 29 2009, 10:39 AM
მხევალი ნინო   mRvdeli giorgi sxilaZe რა საწყე...   Jan 29 2009, 12:01 PM
კანონისტი   KAIROS მიაფიზიტები ბე...   Jan 29 2009, 01:06 PM
KAIROS   :D თანხმოვანი შეცდ...   Jan 29 2009, 01:07 PM
staywhite   მხევალი ნინო ხო, ჩე...   Jan 29 2009, 01:23 PM
კანონისტი   mRvdeli giorgi sxilaZe და, სანამ პ...   Jan 29 2009, 01:43 PM
afxazi   კანონისტი არადა თე...   Jan 29 2009, 02:00 PM
daviti_23   მხევალი ნინო სანტ...   Jan 29 2009, 02:00 PM
მხევალი ნინო   daviti_23 გაქრეს თქვენს ...   Jan 29 2009, 02:22 PM
staywhite   კარგით რა ხალხო, რა...   Jan 29 2009, 02:27 PM
daviti_23   მხევალი ნინო სანტი...   Jan 29 2009, 02:28 PM
afxazi   აშკარად ეს დავწერ...   Jan 29 2009, 02:39 PM
mRvdeli giorgi sxilaZe   ვაგრძელებთ, ვუპასუ...   Jan 30 2009, 04:10 AM
KAIROS   მოდი ახლა ასე გავა...   Jan 30 2009, 04:21 AM
staywhite   mRvdeli giorgi sxilaZe მერამდენ...   Jan 30 2009, 11:10 AM
kap   mRvdeli giorgi sxilaZe მერამდენ...   Jan 30 2009, 06:49 PM
კანუდოსელი   mRvdeli giorgi sxilaZe ახლა სად წ...   Jan 30 2009, 02:19 PM
კანონისტი   თემის მიზანია, რომ ...   Jan 30 2009, 07:36 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2025 - 05:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი