![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
კაიროს ძვირფასო,
მესმის რასაც შენ ამბობ. შენ ამბობ რომ ძველ ქართულში სიტყვას "გაფუცებ" აქვს სხვა მნიშვნელობაცო და დაკონკრეტებულიც გაქვს რომ ის ნიშნავს დაფიცების გარდა კიდევ "დაჯერებას ვინმესი".გასაგებია, მაგრამ, თუ "მთაწმინდელის" თარგმანში სიტყვას "გაფუცებ" აღვიქვამთ როგორც "დაჯერებას ვინმესი" მაშინ ის იმ აზრს როგორ გადმოსცემს რასაც ბერძნული სიტყვა "ξορκίζω" ნიშნავს? შენც და ლაშამაც, უამრავი მასალა წარმოადგინეთ სადაც აღნიშნავდით რომ სიტყვა "ξορκίζω" ნიშნავს თხოვნას, პასუხისმგებლობის დაკისრებას და დაფიცებას და არა ვინმეს დაჯერებას. ამგვარად, "მთაწმინდელის" თარგმანში სიტყვის "გაფუცებ" გამოყენება უფრო სიტყვასიტყვითი თარგმანი გამოდის ვიდრე "დაჯერებას ვინმესი" - ამ გაგებით რომ გავიგოთ. რაც შეეხება იმას "წმ. გიორგი მთაწმინდელის" თარგმანში 1 თესალონიკელების 5:27 ში ჩვენს მიერ განხილულ ბერძნულ სიტყვაზე ვიმეორებ, რომ ვერავინ იტყვის რომ შეცდომით აქვს თარგმნილი მას ის, ან იმას რომ თითქოს "მთაწმინდელმა" არ იცოდა ბერძნული. მე მსგავსი არაფერი მითქვამს. აი რაც ვთქვი ამაზე, გადმომაქვს წინა პოსტიდან და თავად ნახე თუ გნებავს: "მთაწმინდელის" და "ბრეგვაძის" თარგმანები კი, 1 თესალონიკელების 5:27-ში გამოყენებულ სიტყვას "ξορκίζω" სამწუხაროდ "დაფიცებად" თარგმნის. თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო რომ, არ იქნებოდა სწორი გვეთქვა რომ, ეს ორი ქართული თარგმანი ამ 1 თესალონიკეს 5:27-ში სიტყვა "ξορκίζω"-ს არასწორად თარგმნისო! მიზეზი თავადაც იცით თუ რატომ. იმიტომ რომ, "ξορκίζω" სხვა მნიშვნელობებსაც ატარებს და მათ შორის დაფიცებასაც." მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი