IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია
დათიკო
პოსტი Mar 4 2007, 10:37 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.

ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები.

I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები.
მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით.

II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი.

მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ.

ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი Jan 31 2009, 03:37 AM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მოყვასი
ციტატა
მაგრამ [სამწუხაროდ] არ მოგიხსენიებია "მრავალი ტექსტისა და ხელნაწერის შეჯერებულ გამოცემათა" ჩამონათვალში დღეს საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი "1881 წელს გამოცემული უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი" რომელიც სანდო ბერძნული ხელნაწერების შეჯერებულ ტექსტს წარმოადგენს.

სანამ სხვა რამეს გიპასუხებდე გთხოვ გადახედო ამ ავტორთა წერილებსა და აზრებს:
Did not believe in the miracles of the Bible - Westcott in 1847: "1 never read an account of a miracle but I seem instinctively to feel its improbability and discover some want of evidence in the account of it."
Did not believe in the infallibility of the scriptures. - Westcott to Hort in 1860: "1 reject the word infallibility of Holy Scripture overwhelming." Hort to Lightfoot in 1860: "If you make a decided conviction of the absolute infallibility of the N. T., I fear I could not join you, even if you were willing to forget your fears about the origin of the Gospels."
Did not believe in the supernatural creation - Hort to Westcott in 1860: "... Have you read Darwin? How I should like to talk with you about it! In spite of difficulties, I am inclined to think it unanswerable. In any case, it is a treat to read such a book. " Hort to Ellerton in 1860 "But the book which has most engaged me is Darwin. Whatever may be thought of it, it is a book that one is proud to be contemporary with. I must work out and examine the argument more in detail, but at present my feeling is strong that the theory is unanswerable."
Did not believe in the efficacy (power) of the atonement - Hort: "The fact is, I do not see how God's justice can be satisfies without every man 's suffering in his own person the full penalty for his sins."
Westcott and Hort were clearly Anti-protestant (pro-Catholic sympathizers) Hort: "I think I mentioned to you before Campbell's book on the Atonement, which is invaluable as far as it goes; but unluckily he know nothing except Protestant theology."
Believed in the necessity of purgatory - Hort to Ellerton: "But the idea of purgation, of cleansing as by fire seems to me inseparable from what the Bible teaches us of the Divine chastisements..."
Believed in the communist system - Westcott: "I suppose I am a communist by nature." Hort: "I cannot say that I see much as yet to soften my deep hatred for democracy in all its forms." Hort: "I cannot at present see any objection to a limit being placed by the State upon the amount of property which any one person may possess ... I would say that the co-operative principle is a better and a mightier than the competitive principle."
Believed in prayers for the dead - Westcott: "We agreed unanimously that we are, as things are now, forbidden to pray for the dead apart from the whole church in our public services. No restriction is placed upon private devotions (to pray for the dead)."
თუ კვლავაც შეიძლება ენდო ამ ავტორების ნამუშევარს, არ ვიცი. მე გამიჭირდებოდა.
გადახედე თუ რას წერენ ამ ავტორებზე.
http://www.touchet1611.org/WescottHort.html
http://www.graceway.com/articles/article_025.html
დანარჩენზე პასუხს მოგვიანებით მოგწერ.

მოყვასი
ციტატა
საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი "1881 წელს გამოცემული უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი

ხო დამავიწყდა ეს მეთქვა:
ვესკოტს და ჰორტს აქვთ შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილას.
ესენი საყოველთაოდ აღიარებული გამოცემის ავტორები კი არ არიან, არამედ საყოველთაოდ აღიარებული ოკულტისტები, სპირიტუალისტები, დამაარსებლები საიდუმლო კლუბისა - Eranus Club. სადაც ცნობილი ოკულტისტები იყვნენ გაერთიანებულნი.

მოყვასი
ციტატა
აქვე მინდა გკითხო, რომელ ხელნაწერ[ებ]ს გულისხმობ: "ქართული IV, V საუკუნეები " ამაში?

ოშკის ბიბლიაშია თავმოყრილი ამ პერიოდის ხელნაწერები.
ფოტოზეა ფრაგმენტი ხელნაწერიდან:

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   ახალი აღთქმის წმინდა წერილის   Mar 4 2007, 10:37 PM
დათიკო   III პერიოდი ეს პერიო...   Mar 4 2007, 10:54 PM
დათიკო   IV პერიოდი მოიცავს III...   Mar 4 2007, 11:20 PM
მარიამი   დათიკო არაკანონიკ...   Mar 4 2007, 11:26 PM
ზურა   აქა მშვიდობა, და ზ...   Mar 9 2007, 10:08 PM
დათიკო   მარიამი ალბათ ცდო...   Mar 5 2007, 12:36 AM
KAIROS   იაკობის სახარება, ...   Mar 9 2007, 08:52 PM
მხევალი ნინო   KAIROS რითი დასტურდე...   Mar 12 2007, 04:36 PM
KAIROS   ეგ მამებმა დაამტკ...   Mar 12 2007, 09:46 PM
მნათე   თქვენთვის ყველასა...   Mar 12 2007, 09:49 PM
LEBU   გაუ! ;) რამდენადაც ...   Mar 14 2007, 05:49 PM
IOANE_   გაუ! ;) რამდენადაც...   Nov 24 2008, 11:19 PM
მხევალი ნინო   LEBU დღიურის პონტზე ...   Mar 14 2007, 07:10 PM
დათიკო   LEBU თავად მოციქულებ...   Mar 15 2007, 01:07 AM
LEBU   ხოო... მადლობთ ნინ ;) ...   Mar 15 2007, 05:34 PM
დათიკო   როგორც იქნა მოვიცა...   Mar 16 2007, 01:10 AM
მოყვასი   ახალი აღთქმის წმი...   Jan 30 2009, 05:52 PM
დათიკო   მოყვასი სანამ სხვ...   Jan 31 2009, 03:37 AM
მოყვასი   დათიკო მადლობ პასუ...   Jan 31 2009, 06:28 PM
ქევანა   ამაზე ცალკე თემა რ...   Mar 6 2009, 02:39 PM
expert:)   ბავსშვებო სემინარ...   Mar 21 2009, 12:24 AM
დათიკო   expert:) სუნი კი არა მაგ...   Mar 21 2009, 11:39 AM
.:Lela:.   expert:) სუნი კი არა მაგ...   Mar 24 2009, 04:59 PM
მოყვასი   თემას დავუბრუნდებ...   May 8 2009, 08:09 PM
დათიკო   მოყვასი არა.   May 9 2009, 03:10 AM
sanfol   როგორც პავლე მოციქ...   Jan 11 2015, 07:07 PM
A.V.M   sanfol პავლე წერს მაგა...   Feb 27 2015, 10:23 PM
sanfol   A.V.M გასაგებია მადლო...   Feb 28 2015, 11:45 AM
marine   "შეიძლება გაჩნდე...   Jul 29 2016, 09:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 08:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი