ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
დათიკო |
Mar 4 2007, 10:37 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.
ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები. I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები. მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით. II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი. მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ. ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც. |
მოყვასი |
Jan 31 2009, 06:28 PM
პოსტი
#2
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
დათიკო მადლობ პასუხებზე
ოშკის ბიბლიაზე დიდი მადლობა; მეც ვიფიქრე ალბათ მას გულისხმობსთქო, მაგრამ მაინტერესებდა შენი პასუხი, რას გულისხმობდი დაწერილში რომ დავრწმუნებულიყავი. რაც შეეხება უესტკოტს და ჰორტს, საკითხავია იმ ავტორების ვინაობა რომელელი ციტირებები აქ დაგვიდე - თანაც ინგლისურად რომელსაც ყველა არ ფლობს ისე კარგად რომ ყველაფერი სათანადოდ გაიგოს. მეორე, უესტკოტის და ჰორტის მეცნიერული ნაშრომი, მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ნაშრომია რომელიც არაერთ ბიბლიის თარგმანს უდევს საფუძვლად, და ეს ბიბლიები საყოველთაოდ ცნობილი თარგმანებია და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. მიზეზები ალბათ, თავადაც იცი თუ რატომა. იმით რომ საფუძვლად უდევთ სანდო, მეცნიერულად დასაბუთებული ტექსტები საიდანაც თარგმნეს. როგორც ჩანს, (გუუგალში მონახული ინფორმაციების გარდა,) ცოტა მეტია საჭირო იცოდეს კაცმა ამ ნაშრომზე რომ მიუკერძოებელი თვალსაზრისი გაავრცელოს იმ ადამიანებში რომლებსაც ზედმიწევნით აქვთ გამოკვლეული აქ გახსნილ თემაში არსებული საკითხები. და თუ გუუგალიდან არაა (არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში საიდანაა) არ ნიშნავს რომ ის რა ციტატებიც მოიყვანე სარწმუნოა და ჩვენს ნდობას იმსახურებს. მესამე. თუნდაც მართალი იყოს ის რომ მას (რელიგიურ თუ სასულიერო) საკითხებში თავისი მოსაზრებები გააჩნდა ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო მისი მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი ბერძნული ტექსტების შეჯერებული გამოცემა ვუარყოთ ან არ ვენდოთ. [მაგალითისთვის: ოპერაცია იმ ექიმს არ უნდა გავაკეთებინოთ ვინც სიტყვაზე (არ იქნებოდა მართლმადიდებელი, ან ათეისტი იქნებოდა, ან თუნდაც ბოლო ბოლო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის) იქნებოდა? მაპატიე უხეში შედარებებისათვის.] მე არ შევეცდები ამ თემის გაოფებას და არ მოვიყვან უესტკოტისა და ჰორტის შესახებ ობიექტურ მასალებს ამ ეტაპზე. უბრალოდ ძალიან დაგვავალებ, თუ კონკრეტულ მასალებს მოგვაწვდი მარტო მე მაინც ( PM-ში, რომ თემა არ გაოფდეს) იმაზე რაც დაგვიწერე და განსაკუთრებით კი აი ამაზე: "ვესკოტს და ჰორტს აქვთ შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილას". იმედია (შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილის შესახებ) უზრუნველგვყობ შეცვლილი ბერძნული ტექსტის მამხილებელი კონკრეტული ფაქტებით და არა საეჭვო პირების პირადი მოსაზრებებით გაკეთებულ განაცხადებით. უესტკოტის ბერძნული ტექსტი ბუნებრივია არ იქნება ერთი რომელიმე ხელნაწერის ზუსტი ასლი, თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ ის როგორც სხვა შეჯერებული ტექსტების გამოცემები აერთიანებს უამრავ ხელნაწერებს და ერთად შეჯამებულ მთლიან ტექსტს წარმოგვიდგენს. ზოგიაერთი ასეთი შეჯერებული ტექსტების შესახებ, თავადაც გიწერია ზემოთ. დაველოდები შენს დანარჩენ, მაგრამ, საუძვლიანად დასაბუთებულ სარწმუნო წყაროებსა და მასალებს მხოლოდ. მადლობ მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 04:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი