![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#1
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
![]() ![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
ციტატა იმედი მაქვს გასაგებად ვთარგმნე და რაც მთავარია სწორად, თუ არადა იმედია უკეთესად მცოდნეები შემისწორებენ tekla - გასაგებად გითარგმნია, რამოდენიმე მეგობრული რჩევა მაქვს! summary -ს თარგმანი - ქართულ სამეცნიერო ბიბლიოგრაფიაში დამკვიდრდა "რეზიუმე-ს" სახით. საქართველოს ისტორიული ჟურნალიდან ”არტანუჯი” კი არა ქართული საისტორიო ჟურნალიდან "არტანუჯი". Paul Peeters - ყველაზე რთულია სახელის და გვარის თარგმნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა აუტენტურობა - მაქსიმალური შეთავსებადობა, ამიტომ პავლე პიტერსი კი არა პაულ პეტერსი. ”საქართველოს მონასტრული ცხოვრება წარმოშობიდან 1064 წლამდე” კი არა, არამედ ”საქართველოს მონასტრული ცხოვრება დასაბამიდან 1064 წლამდე” . ეკლესიასტური კი არა საეკლესიო. პეროლოგიის პროფესორი კი არა პატროლოგიის პროფესორი,(პატროლოგია - მეცნიერება მართლმადიდებლობის შესახებ). წერითი ძეგლი კი არა ხელნაწერი. იკურთხა მოძღვრად კი არა აკურთხეს მოძღვრად. არის რამოდენიმე უზუსტობა კორექტორული ხასიათისა. ეს ყოველივე ვერ აკნინებს, თქვენს შრომას, დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ამ დარგში პროგრესი გექნებათ, რადგან სულიერებას გულით უდგებით. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 07:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი