იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
neo |
Jan 28 2009, 09:31 PM
პოსტი
#301
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ეს თემა რა თქმა უნდა გახსნილი იქნებოდა ამ განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან ამოუწურავ საკითხად მიმაჩნია და ცოტა სხვა კუთხით მაინტერესებს კიდევ ერთხელ გავხსნი...
მოკლედ, მინდა მოვისმინო თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ ვლოცულობთ იესოს ლოცვას ? როდის ? რა განცდებთან არის დაკავშირებული ? მოგვეხმარა თუ არა ცოდვებთან ბრძოლაში ? რამდენად ეფექტური იარაღია ? ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები -------------------- www.cordesign.ge
|
ბადრი |
Jan 31 2009, 08:11 PM
პოსტი
#302
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
ციტატა ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები ჩემი მეგობარ მიყვებოდა კურთხევის გარეშე ვლოცულობდიო იესოს ლოცვას და დიდხანს შემეძლო მელოცაო. ერთხელაც მოძღვარს მიუცია კურთხევა და ძალიან გასჭირვებია. დიდი საფრთხეა მოიხიბლოს ადამიანი თუ მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ არ ლოცულობ. ერთმა მომიყვა დიდი ხანი ვლოცულობდიო და ერთ დღეს ისეთი განცდა დამეუფლა ყველა და ყველაფერი მიყვარდა და გულში საოცარი სითბო ჩამეღვარაო.. ერთი მოძღვარი ამბობს ამ ლოცვით გულის კუნთის პულსაცია შეიძლება მოიწესრიგო კაცმაო. პირადად მე როცა ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს მაშინ ვლოცულობ -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი