ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
მართა |
Jul 4 2008, 02:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
პირადად მე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე,რომელიც ეხება მოცემულ თემას! პირველ რიგში საინტერესოა სტატისტიკა და კვლევა თუ რაოდენ ხშირია ძალადობის შემცველი ფაქტები(ნუ ალბად ყველას გვახსოვს შარშანდელი გაზაფხული და ზაფხული რა ინტენსივობით ხდებოდა მკვლელობები და დაჭრები,ქ.თბილისში) ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,გამოვთქვათ მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება ამ სენს ვებრძოლოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც ყველაზე საინტერესოა,თუ ვინმეს რაიმე სახის(ვიდეო,ფოტო,სტატია,კვლევ
და ა.შ ) მოეპოვება დადოს თემაში რაც ნამდვილად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენგან "რაიმეს"გაკეთების შანსს! ამასთანავე იქნებ იცოდეთ საიტებიც და მიგვითითეთ ლინკები...მოკლედ ყველას წინასწარ გიხდით მადლობას,მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და მოდერატორს ვთხოვ დიდი პატივისცემით, მოგვცეს რჩევები და ობიექტური დისკუსიის საშუალება -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ბექო |
Feb 1 2009, 03:34 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 27-January 09 მდებარ.: Earth,Europe,Georgia,Tbilisi წევრი № 6,395 |
ციტატა მოზარდებში აგრესიის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს დავასახელებ: 1) მოწამლულია როგორც ფიზიკური ასევე სულიერი გარემო. ეკოლოგიურად დაბინძურებულია საკვები, წყალი, ჰაერი. ეს ყველაფერი ცვლილებას იწვევს ადამიანის ორგანიზმში და გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზეც. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, უმოძრაობა, ბუნების ჰარმონიასთან კავშირის გაწყვეტა, ესენიც არის აგრესიის მიზეზი. რაც შეეხება სულიერ გარემოს. უხვი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი დღის მანძილზე ღებულობს, ღლის მის ფსიქიკას და ფიტავს. ტელევიზორიდან, ინტერნეტიდან და პრესის საშუალებით ადამიანი უყურებს ძალადობას, სექსუალურ გარყვნილებას და ა.შ. 2) მშობლებისა და შვილების გაუცხოება. მშობლები უნდა ცდილობდნენ შვილებთან სულიერ სიახლოვეში ყოფნას. უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს, გრძნობებს. ძალიან კარგია როცა მშობელი არა დირექტიული მეთოდებით და მხოლოდ დარიგებებით შემოიფარგლება, არამედ მაგალითს მისცემს შვილს და იქნება მისი მეგობარი. 3) მოზარდის სწრაფვა თავისუფლებისა და თვითდამკვიდრებისაკენ. მოზარდობის პერიოდში ორგანიზმში სერიოზული ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს. ახალგაზრდა უფრო აღგზნებულია, ემოციური ფიზიოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. მოზარდი აღარ არის ბავშვი. მასში ფორმირებას განიცდის პიროვნება. ხშირად აგრესიულადაც იქცევა. 4) მოზარდი ადამიანის შინაგანი ბუნება, ხასიათი, გენეტიკა, ტემპერამენტი... ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგი უფრო მშვიდი ბუნებისაა, ზოგი მეტად ემოციური. 5) ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. უკიდურესი სიღატაკე და ასევე უკიდურესი ფუფუნება ადამიანს აგრესიულს ხდის. + აბსოლიტურად გეთანხმები -------------------- უფალო, იესო ქრისტე ძეო ღვთისაო,შემიწალე მე ცოდვილი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი