ქრისტე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე |
მნათე |
Feb 24 2007, 04:08 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...
არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს.... ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე... და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Feb 2 2009, 04:20 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი იოანე 1,1
1 ტიმ. 3,16 უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში ესაია 9,6 რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი რომ. 9,5 ...არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი