წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი, XII-XII საუკუნე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი, XII-XII საუკუნე |
zaza zarqua |
Jul 14 2007, 03:58 PM
პოსტი
#21
|
zaza zarqua ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 12-July 07 მდებარ.: Walenjixa წევრი № 2,447 |
-------------------- უფალო შეგვიწყალენ
|
lamara |
Feb 5 2009, 04:12 PM
პოსტი
#22
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.)
ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა). ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია. სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა დო ჭე წყარიო). წალენჯიხის ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას. ე. თაყაიშვილი თვლის, რომ ტაძარი აგებულ იქნა არა უგვიანეს X-XI საუკუნისა. თ. სანიკიძე ტაძრის აშენების თარიღად მიიჩნევს XII ს-ის დასასრულს. XVI ს-ში საეპისკოპოსო კათედრა გადატანილ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში. მანდატურთუხუცესმა, ოდიშის (სამეგრელოს) მთავარმა ვამეხ დადიანმა (1384-1396 წწ) კონსტანტინეპოლს მიავლინა ბერები: მახარობელი ქვაბლია და ანდრონიკე გაბისულავა, მათ ჩამოიყვანეს ბერძენი მხატვარი კირმანუელი ევგენიკოს, რომელმაც შეასრულა ტაძრის ფრესკების ხატწერა. ფრესკები დღესაც შესანიშნავად გამოიყურებიან. XVII საუკუნეში თურქების ერთერთი შემოსევისას ეკლესიას მტერმა შეშა და თივა შემოუწყო და ცეცხლი მოუკიდა, მაგრამ ღმრთის შეწევნით, ფრესკები გადარჩა. დაზიანებული ზედა გუმბათი იმავე საუკუნეში ეპისკოპოს ევდიმონ ჯაინამა განაახლა. თაძრის მოძღვრები ტრადიციულად თაობიდან თაობამდე მღვდლები თვალთვაძეები იყვნენ. გაზეთი „ივერია” 1893 წელს წერდა: „წალენჯიხის ტაძარში წარწერები ბლომად იყო, სიძველის გამოვერ გავარჩიეთ. აქ გვიჩვენეს ერთი პატარა ძველი ოქროს ხატი. ხატში ორი ნიგვზის კაკლის ოდენა იაგუნდებია ჩამჯდარი მშვენიერი ფერისა. აქვე ამ ეკლესიის გალავანში, ვნახეთ ქათალიკოზის სახლის ნანგრევები. ეკლესიის მღვდელმა თვალთაძემ მოგვიწვია საუზმედ და დიდი პატივი გვცა. მოგვიტანეს სამოთხნაირი საკუთარი ვენახების დაბლნარის თუ მაღლნარის ღვინოები და ყურძენიც. როგორც ყურძენი ასე ღვინო მაღლნარისა ბევრად სჯობდა დაბლნარისას. აქ გვიჩვენეს აქაური სახნისი, ფარეხიც კი, გვიჩვენეს აგრეთვე აქ გაკეთებული დარაია”. „ივერია” 1893 წელს აქვეყნებს „ხაკო უჩარდიას” პუბლიკაციას. რაც თხუთმეტ წელზე მეტია დაარსდა... ორკლასიანი სახალხო სკოლა, სადახ დღეს ასორმოცდაათამდე შეგირდი სწავლობს. მცხოვრებთა რიცხვი 900-ს კომლამდეა. მემამულენი არიან დადიანნი ძლიერ ახლო ნათესავნი სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავითისა, არიან აზნაუიშვილებიც, თვალთვაძეები რომელთა დიდის მეცადინეობით და შემწეობით დაარსებული აქ ორ კლასიანი სკოლა (მათი შეწირულობაა თითქმის ორი ქცევა მიწა, სადაც გაშენებულია დღეს ეს ორ კლასიანი სკოლა). გვაჯავები და ქუჩულორიები, ზოგიერთნი სხვებიც... აი ამ მაღალ საზოგადოებაში აღიძრა ეხლახან ერთი ფრიად სასარგებლო კეთილი და ფრიად საყურადღებო აზრი-დაპირება ერთკლასიანი დედათა სკოლისა (პირველი მაგალითი ჩრდილოეთ სამეგრელოში). საყურადღებოა ამ საქმის ერთი გარემოება, რომ მოსალოდნელი დედათა სკოლის გამართვას და ხარჯსაც იკისრებს საზოგადოება მხოლოდ მაშინ, თუ მთავრობა ნებას დართავს დედა-ენის ქართულის სწავლებისას... ამ საქმის შესახებ მათ ჰქონდათ მოლაპარაკება მაზრის უფროსთან და მის თანაშემწესთან. აგრეთვე მომრიგებელ მოსამართლე ბატონ დ. ჩიჩუასთან, რომელთაც აღუთქვეს დიდი შემწეობა მთავრობის წინაშე. უპატივცემულესი კ-ნა დადიანისა,ლორთქიფანიძი ს ასული ჭეშმარიტად ამ საქმის მშობელია”. სასულეირო მოღვაწეთა და საერო პირთა ერთობლივი ღვაწლით დაარსდა საქალებო სასწავლებელი, რომელსაც დროებით თავისი სახლი დაუთმო „კნეინა” ვარდოვნა დადიანისამ ლორთქიფანიძის ასულმა. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები. კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღდგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წინამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი