IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი, XII-XII საუკუნე
zaza zarqua
პოსტი Jul 14 2007, 03:58 PM
პოსტი #1


zaza zarqua
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 12-July 07
მდებარ.: Walenjixa
წევრი № 2,447



ტაძარი აგებულია XII-XII საუკუნეში.

IPB-ს სურათი


--------------------
უფალო შეგვიწყალენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lamara
პოსტი Feb 5 2009, 04:12 PM
პოსტი #2


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (X ს.)
ტო­პო­ნი­მი წა­ლენ­ჯი­ხა წარ­მო­შო­ბი­ლი ჩანს კოლ­ხუ­რი ტო­მის ჭა­ნე­ბის სა­ხე­ლი­სა­გან (ჭა­ნის ჯი­ხა – ჭა­ნის ცი­ხე, ჭა­ნის დი­ხა – ჭა­ნის მი­წა). ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მით წა­ლენ­ჯი­ხის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­მარ მე­ფის სა­ხელ­თან. მის თა­ნახ­მად, თა­მარ მე­ფეს სვა­ნეთ­ში ას­ვლი­სას ამა­ლით აქ შო­რი­ახ­ლო შე­უს­ვე­ნე­ბია, გზა რომ გა­ნაგ­რძეს, გა­ირ­კვა, რომ ხურ­ჯი­ნა­კი­დე­ბუ­ლი ერ­თი ჯო­რი აკ­ლდათ. სწრა­ფად გა­აგ­ზავ­ნეს მა­ძე­ბარ­ნი, მო­ი­ძი­ეს და მე­ფეს მო­ახ­სე­ნეს: იმ ად­გი­ლას ვნა­ხეთ სა­დაც პა­ტა­რა მი­წა და პა­ტა­რა წყა­ლიაო (ჭე დი­ხა დო ჭე წყა­რი). თა­მარს მოს­წო­ნე­ბია ეს ად­გი­ლი და უბ­რძა­ნე­ბია ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბის ხელმძღვა­ნე­ლიც და­უ­ტო­ვე­ბია. სხვა გად­მო­ცე­მით, სქუ­რის ეკ­ლე­სი­ის მოძ­ღვრებს თვა­ლახ­ვე­უ­ლი ხა­რი გა­უშ­ვი­ათ, სა­დაც დაწ­ვე­ბა იქ ეკ­ლე­სია აშენ­დე­სო. ხა­რი აქ და­წო­ლი­ლა და მდევ­რებს მათ­თვის ამ­ბა­ვი ჩა­უ­ტა­ნია, ხარ­მა ის ად­გი­ლი აირ­ჩია სა­დაც პა­ტა­რა მი­წაა და პა­ტა­რა წყა­ლიო (ჭე დი­ხა დო ჭე წყა­რიო).

წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძა­რი წარ­მო­ად­გენს ცენ­ტრა­ლურ გუმ­ბა­თო­ვან ნა­გე­ბო­ბას. ე. თა­ყა­იშ­ვი­ლი თვლის, რომ ტა­ძა­რი აგე­ბულ იქ­ნა არა უგ­ვი­ა­ნეს X-XI სა­უ­კუ­ნი­სა. თ. სა­ნი­კი­ძე ტაძ­რის აშე­ნე­ბის თა­რი­ღად მი­იჩ­ნევს XII ს-ის და­სას­რულს.

XVI ს-ში სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რა გა­და­ტა­ნილ იქ­ნა წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში. მან­და­ტურ­თუ­ხუ­ცეს­მა, ოდი­შის (სა­მეგ­რე­ლოს) მთა­ვარ­მა ვა­მეხ და­დი­ან­მა (1384-1396 წწ) კონ­სტან­ტი­ნე­პოლს მი­ავ­ლი­ნა ბე­რე­ბი: მა­ხა­რო­ბე­ლი ქვაბ­ლია და ან­დრო­ნი­კე გა­ბი­სუ­ლა­ვა, მათ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ბერ­ძე­ნი მხატ­ვა­რი კირ­მა­ნუ­ე­ლი ევ­გე­ნი­კოს, რო­მელ­მაც შე­ას­რუ­ლა ტაძ­რის ფრეს­კე­ბის ხატ­წე­რა.

ფრეს­კე­ბი დღე­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. XVII სა­უ­კუ­ნე­ში თურ­ქე­ბის ერ­თერ­თი შე­მო­სე­ვი­სას ეკ­ლე­სი­ას მტერ­მა შე­შა და თი­ვა შე­მო­უწ­ყო და ცეც­ხლი მო­უ­კი­და, მაგ­რამ ღმრთის შე­წევ­ნით, ფრეს­კე­ბი გა­დარ­ჩა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ზე­და გუმ­ბა­თი იმა­ვე სა­უ­კუ­ნე­ში ეპის­კო­პოს ევ­დი­მონ ჯა­ი­ნა­მა გა­ნა­ახ­ლა. თაძ­რის მოძ­ღვრე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე მღვდლე­ბი თვალ­თვა­ძე­ე­ბი იყ­ვნენ. გა­ზე­თი „ივე­რია” 1893 წელს წერ­და: „წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძარ­ში წარ­წე­რე­ბი ბლო­მად იყო, სიძ­ვე­ლის გა­მო­ვერ გა­ვარ­ჩი­ეთ. აქ გვიჩ­ვე­ნეს ერ­თი პა­ტა­რა ძვე­ლი ოქ­როს ხა­ტი. ხატ­ში ორი ნიგ­ვზის კაკ­ლის ოდე­ნა ია­გუნ­დე­ბია ჩამ­ჯდა­რი მშვე­ნი­ე­რი ფე­რი­სა. აქ­ვე ამ ეკ­ლე­სი­ის გა­ლა­ვან­ში, ვნა­ხეთ ქა­თა­ლი­კო­ზის სახ­ლის ნან­გრე­ვე­ბი.

ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მა თვალ­თა­ძემ მოგ­ვიწ­ვია სა­უზ­მედ და დი­დი პა­ტი­ვი გვცა. მოგ­ვი­ტა­ნეს სა­მოთ­ხნა­ი­რი სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხე­ბის დაბ­ლნა­რის თუ მაღ­ლნა­რის ღვი­ნო­ე­ბი და ყურ­ძე­ნიც. რო­გორც ყურ­ძე­ნი ასე ღვი­ნო მაღ­ლნა­რი­სა ბევ­რად სჯობ­და დაბ­ლნა­რი­სას. აქ გვიჩ­ვე­ნეს აქა­უ­რი სახ­ნი­სი, ფა­რე­ხიც კი, გვიჩ­ვე­ნეს აგ­რეთ­ვე აქ გა­კე­თე­ბუ­ლი და­რაია”.

„ივე­რია” 1893 წელს აქ­ვეყ­ნებს „ხა­კო უჩარ­დი­ას” პუბ­ლი­კა­ცი­ას. რაც თხუთ­მეტ წელ­ზე მე­ტია და­არ­სდა... ორ­კლა­სი­ა­ნი სა­ხალ­ხო სკო­ლა, სა­დახ დღეს ასორ­მოც­და­ა­თამ­დე შე­გირ­დი სწავ­ლობს.

მცხოვ­რებ­თა რიც­ხვი 900-ს კომ­ლამ­დეა. მე­მა­მუ­ლე­ნი არი­ან და­დი­ან­ნი ძლი­ერ ახ­ლო ნა­თე­სავ­ნი სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მთავ­რის და­ვი­თი­სა, არი­ან აზ­ნაუ­იშ­ვი­ლე­ბიც, თვალ­თვა­ძე­ე­ბი რო­მელ­თა დი­დის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით და შემ­წე­ო­ბით და­არ­სე­ბუ­ლი აქ ორ კლა­სი­ა­ნი სკო­ლა (მა­თი შე­წი­რუ­ლო­ბაა თით­ქმის ორი ქცე­ვა მი­წა, სა­დაც გა­შე­ნე­ბუ­ლია დღეს ეს ორ კლა­სი­ა­ნი სკო­ლა). გვა­ჯა­ვე­ბი და ქუ­ჩუ­ლო­რი­ები, ზო­გი­ერ­თნი სხვე­ბიც... აი ამ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღიძ­რა ეხ­ლა­ხან ერ­თი ფრი­ად სა­სარ­გებ­ლო კე­თი­ლი და ფრი­ად სა­ყუ­რად­ღე­ბო აზ­რი-და­პი­რე­ბა ერ­თკლა­სი­ა­ნი დე­და­თა სკო­ლი­სა (პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი ჩრდი­ლო­ეთ სა­მეგ­რე­ლო­ში). სა­ყუ­რად­ღე­ბოა ამ საქ­მის ერ­თი გა­რე­მო­ება, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი დე­და­თა სკო­ლის გა­მარ­თვას და ხარ­ჯსაც იკის­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, თუ მთავ­რო­ბა ნე­ბას დარ­თავს დე­და-ენის ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბი­სას...

ამ საქ­მის შე­სა­ხებ მათ ჰქონ­დათ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მაზ­რის უფ­როს­თან და მის თა­ნა­შემ­წეს­თან. აგ­რეთ­ვე მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თლე ბა­ტონ დ. ჩი­ჩუ­ას­თან, რო­მელ­თაც აღუთ­ქვეს დი­დი შემ­წე­ო­ბა მთავ­რო­ბის წი­ნა­შე.

უპა­ტივ­ცე­მუ­ლე­სი კ-ნა და­დი­ა­ნი­სა,ლორ­თქი­ფა­ნი­ძი
ს ასუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტად ამ საქ­მის მშო­ბე­ლია”.

სა­სუ­ლე­ი­რო მოღ­ვა­წე­თა და სა­ე­რო პირ­თა ერ­თობ­ლი­ვი ღვაწ­ლით და­არ­სდა სა­ქა­ლე­ბო სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც დრო­ე­ბით თა­ვი­სი სახ­ლი და­უთ­მო „კნე­ინა” ვარ­დოვ­ნა და­დი­ა­ნი­სამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ასულ­მა.

წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში და­სავ­ლე­თის ეკ­ვდერ­ში გა­ნის­ვე­ნებს სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ ლე­ვან II და­დი­ა­ნი და მი­სი მე­უღ­ლე დე­დო­ფა­ლი ნეს­ტან და­რე­ჯა­ნი. ტაძ­რის ეზო­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ მოძ­ღვრე­ბი: ნი­კო­ლო­ზი, იესე, კა­ლის­ტრა­ტე, სამ­სო­ნი, მაქ­სი­მე, გი­ორ­გი თვალ­თა­ძე­ები, ლა­ზა­რე კა­ლან­დია. აქ­ვე იმარ­ხე­ბოდ­ნენ ლი­პარ­ტი­ა­ნე­ბის ად­რე­უ­ლი დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის დროს შვი­დი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­ლე­სია და­კე­ტი­ლი იყო. უფ­ლის წყა­ლო­ბით 1988 წელს ტა­ძარ­ში აღ­დგა ღმრთის­მსა­ხუ­რე­ბა. 1988-89 წწ. ახალ­გახ­სნი­ლი ტაძ­რის პირ­ველ წი­ნამძღვრად მღვდე­ლი შალ­ვა (აფ­ხა­იძე) მსა­ხუ­რობ­და. 1989 წლი­დან 2005 წლამ­დე ტა­ძარს წი­ნამძღვრობ­და დე­კა­ნო­ზი რო­მა­ნოზ ჩი­ქო­ბა­ვა. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ტაძ­რის წი­ნამ­ღვა­რია დე­კა­ნო­ზი ან­დრია კე­მუ­ლა­რია. ამა­ვე ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობს მღვდე­ლი ილია ლუ­კა­ვა, რო­მე­ლიც არის სოფ. ჯგა­ლის წმი­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ღვა­რი.




--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
zaza zarqua   წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი   Jul 14 2007, 03:58 PM
ლილიანა   zaza zarqua რომელი საუკუნ...   Jul 14 2007, 04:23 PM
შოთა   zaza zarqua იქნებ ცოტა ისტ...   Jul 14 2007, 07:58 PM
marine   zaza zarqua ეს ის ტაძარი ხ...   Jul 15 2007, 03:26 PM
zaza zarqua   ისტორიას დავდებ ცო...   Jul 16 2007, 01:40 PM
მხევალი ნინო   zaza zarqua ზუსტად ისაა ...   Jul 16 2007, 01:43 PM
zaza zarqua   URL=http://imageshack.us]http://img73.imageshack.u...   Jul 24 2007, 03:27 PM
marine   რა საოცარი ტაძარია...   Jul 24 2007, 03:45 PM
nini egriseli   მეც ნამყოფი ამ ტაძ...   Aug 18 2007, 09:48 PM
tako@tako   ამ ტაძარში ნამყოფი...   Feb 5 2009, 01:38 PM
lamara   წა­ლენ­ჯი­ხის მაც­...   Feb 5 2009, 04:12 PM
expert:)   აუ ამ ტაძარში უნიკ...   Apr 4 2009, 02:48 PM
lingvo   აუ ამ ტაძარში უნიკ...   Apr 6 2009, 04:43 PM
ეკატო   ეს ტაძარი მოილოცე...   Apr 13 2010, 09:02 PM
SantaDzuku   წალენჯიხის საკათე...   Apr 8 2010, 02:40 PM
KAIROS   ერთი იდეა მაქვს ფო...   Apr 17 2010, 03:54 AM
ეკატო   ფორუმელების წალენ...   Apr 18 2010, 12:27 AM
marine   ფორუმელების წალენ...   Jun 23 2010, 04:43 PM
SantaDzuku   off topic-ში არ ჩამითვალ...   Jun 19 2010, 03:06 AM
ემანუელი   KAIROS მე ვაპირებ წალე...   Jun 22 2010, 10:58 AM
ემანუელი   დღეს ვიყავი, თუმცა ...   Jun 24 2010, 10:32 PM
როგავა   დღეს ვიყავი, თუმცა ...   Aug 6 2010, 01:44 PM
როგავა   ჩემს პირველ პოსტს ...   Jul 19 2010, 04:24 AM
თვალთვაძე   მართლაც რომ საოცარ...   Dec 13 2010, 03:42 AM
ემანუელი   მახოროგა რა სამუშ...   Dec 15 2010, 07:07 PM
marine   "წალენჯიხის მაცხ...   Dec 18 2019, 10:33 PM
marine   "ქ. პატრონისა ერი...   Jun 4 2022, 01:37 PM
marine   "კონსტანტინოპოლ...   Jun 8 2022, 08:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 04:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი