![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა "ინფერნე"-ზე... ეგ ითარგმნა ნიკეის კრების მერე ვაა, ე.ი. ვულგატას არ ენდობი, რა გიყო ახლა ![]() კაცო "ჰადესი" რომ ნამდვილად ადგილია და ის სეპტუაგინტა რომაა შენს საყვარელ არიოზუშკაზე კარგა ხნით ადრე თარგმნილი? (არ მითხრა ახლა მე უფრო გნოსტიკოსები მიყვარსო, არცერთ გნოსიტკოსს არ მოსვლია თავში ის რასაც ამტკიცებდა არიოზუშკა ![]() ციტატა შენ თვითონ გეწერა მკვდრები არაფერს გრძნობენ, არც რამე იციანო, ამის მერე ვიღაც იქ იტანჯება? ნწუ, წნუ, ეს არაა კამათი, უნდა მაჩვენო სად, რა კონტექსტში დავწერე და გაჩვენებ, მე სულ ახლახანს მოგიყვანე ოქროპირის განმარტება ჯოჯოხეთისა:"ციტატა ციტატა 6. რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება-დიდებას? (ფსალმუნების 6:5) ახლა შენ კარგად უნდა გაიგო რაა ჯოჯოხეთი, რადგან ნამდვილად ღვთის დავიწყება, ღვთისგან დაშორება, ღვთის არხსენებაა ჯოჯოხეთი, და არა ცეცხლი და კუპრი, ქვაბი ან ცეცხლი, ოქროპირი წერს:"ჯოჯოხეთის ყველაზე დიდი ტანჯვა სწორედ უღმერთოდ ყოფნააო" კარგი რა ახლა ამ საკითხში დაიხიე უკან არ შეიძლება ასე გაკერპება, და მერე მე მეუბნები შენ თუ გინდაო ![]() ![]() აპააა.. ახლა რაა აგი ახალი ვნახოთ: 7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. 8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია. ციტატა მე ვამბობ რომ არ წერია ეგ ძველ ტექსტებში... ააა, ეგ ახალი ომია ![]() დავიწყოთ? კი, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ რომ ოსია ამბობს ადგილზე "მიცვალებულთა სამეფო"(ჰადეს-ინფერნ-შოელ-ჯოჯოხეთზე) ![]() თორემ გამოდის რომ მე ჩემთვის ვღაღადებ და შენ უდაბნოდ ექცევი ჩემს ღაღადს ![]() აბა გიცდი; კაიროსი! პ.ს. თუ ამაში შევთანხმდებით, მაშინ მოაყოლე შენი მტკიცებები, რატომ გგონია, რომ ის რაც ყველა უძველეს თარგმანშია ლათინურ, ქართულ, სომხურში, და ბევრზე ბევრ ბერძნულში ( გამონაკლის წარმოადგენს თავად არიანელების და სხვა მწვალებლების ჩასწორებული ხელნაწერები) I იოანე 5 : 7-8 არის ჩამატებული? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 11:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი