![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ეს თემა თბილისის ფორუმზეც გავხსენი და საკმაოდ დამაფიქრებელი შედეგები მივიღე იმ ფორუმისთვისაც კი.
http://forum.ge/?f=29&showtopic=33926651&st=0 30 %-ს უნდა მონარქია (ამან გამაკვირვა. უფრო ცოტას ველოდი) 62 %-ს არ უნდა. არანაერი მონარქია აქ როგორი მდგომარეობაა? პირადად მე დიდად არ მანაღვლებს ეს საკითხი, მაგრამ მაინც კონსტიტუციურ მონარქიას მივეცი ხმა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
რეფერენდუმი რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, ეს ზემოთაც ვთქვი. რაც შეეხება მონარქიას, ანუ რატომ მოვუწოდებდი რეფერენდუმზე მონაწილეს შემოხაზოს მონარქიის სასარგებლოდ, არის შემდეგი: 1. ყველანი ვთანსმდებით, რომ საპარლამენტო წყობა არის საუკეთესო. 2. სიმბოლურ პრეზიდენტს სჯობია სიმბოლური მეფე, რადგან მეფე არის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახე ერთიანობის, რადგან იგი არ იმარჯვებს არჩევნებში, შესაბამისად მისი ძალაუფლება (რაც ექნება) არ არის კავშირში ერის დაყოფასთან - მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. 3. მეფე არის ზეპოლიტიკური ფიგურა - იგი ყველა პარტიაზე მაღლა დგას. როდესაც ქვეყნის სათავეში ასეთი ტიპის მმართველია, ქვეყანა უფრო დაზღვეულია პოლიტიკური ინტრიგებისგან. 4. ჩვენს ერს აქვს სპეციფიური მოთხოვნილება გამაერთიანებელ პირზე, თვით არჩევნებიც კი ერთგვარად "მონარქიულად" ტარდება, ანუ პარლამენტში ხალხის დიდი ნაწილი ხმას აძლევს პარტიას მისი თავმჯდომარის და არა პროგრამის მიხედვით. 5. ამის დასტურია პატრიარქისთვის "მინიჭებული" ის უფლებები, რაც არანაირად არ შედის მის საქმეებში. ამ პრობლემასაც გადაჭრის მეფე. 6. მონარქიული წყობა უფრო მეტად უწყობს ხელს ეროვნული ტრადიციების დაცვა-განვითარებას, რაც გლობალიზაციის ეპოქაში საკმაოდ კარგი ბერკეტი იქნება ეროვნული თვითიდენტობის გადარჩენა-პოპულარიზაციისათვის. ციტატა საფრანგეთი რატომ არ ახსენე საფრანგეთი საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის. არც პორტუგალია მიხსენებია მასე.... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 05:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი