![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ვიღებთ რა ნათელს წმიდა ეკლესიაში, რომელიც ერთადერთი წმიდა და კათოლიკეა, ჩვენს ცხოვრებაში იწყება აღმავლობა ან პირიქით დაღმავლობა, მაგრამ ერთი ფაქტია_პრეცედნტი ცხონებისა იქმნება.
ემბაზიერი ადამიანი ამიერიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს სასუფევლისკენ, ზოგჯერ ჩერდება, ზოგჯერ ქვევითაც მოდის ზოგჯერ სულ გადაუხვევს ამ გზას. . . . მაგრამ ეს გზა თითოეული ჩვენგანისთვის ეკლიანია, საოცრად მტკივნეული, შეიძლება ითქვას გოლგოთას მსვლელობა, როცა ადამიანი იბრძვის სასუფევლის მიტაცებისთვის, ამ გაბრძოლებას კი თან ახლავს დიდი ტკივილი. . . მაგრამ რისი ბრალია რომ ზოგჯერ ჩვენ ვერ ვუძლებთ ამ ტკივილს და ვჩერდებით? იქნებ იმის რომ ჩვენი ნება არაა მიმართული სასუფევლისკენ? იქნებ მე სულაც არ მინდა სასუფეველი? განა მიზანდასახულები არ ვართ? აბა ვინმემ შემოგვთავაზოს დიდი მოცულობის თანხა, ხომ დავიგლეჯთ ყველაფერს და მაინც მოვიპოვებთ? მაგრამ რატომ რატომ არ ვიბრძვით იმისთვის რასაც ვერაფერი შეცვლის? რატომაა ჩვენი ბრძოლა ასეთი უსუსური? იქნებ იმიტომ რომ წარმოდგენაც არ გვაქვს რა არის? მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა ეს კიბე მაინც გვხიბლავს და გვიყვარს ეს ეკალი. . . . და ეს სულაც არაა ჩვენი დამსახურება. . . და აი ყოველ წამს მარადიული ჩაძახება: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს. " -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
სრულყოფა რთულია... მეტისმეტად რთული
![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
leluka |
![]() ![]()
პოსტი
#3
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
სრულყოფა რთულია... მეტისმეტად რთული ![]() ხო და რატომ არ შეიძლება კეთილის ქმნით მივიტაცოთ სასუფეველი..... თუ ვიქნებით მტაცებლები კეთილის ქმნაში ...ეს ხომ თავის და სულის ხსნაა .... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი