![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ეს თემა თბილისის ფორუმზეც გავხსენი და საკმაოდ დამაფიქრებელი შედეგები მივიღე იმ ფორუმისთვისაც კი.
http://forum.ge/?f=29&showtopic=33926651&st=0 30 %-ს უნდა მონარქია (ამან გამაკვირვა. უფრო ცოტას ველოდი) 62 %-ს არ უნდა. არანაერი მონარქია აქ როგორი მდგომარეობაა? პირადად მე დიდად არ მანაღვლებს ეს საკითხი, მაგრამ მაინც კონსტიტუციურ მონარქიას მივეცი ხმა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
შედარებით რბილი კამათი ვისწავლე ამ ბოლო დროს
![]() მე მაინტერესებს რაღაც: ციტატა 1. საქართველოს ჰყავს ევროპაში არსებულ დინასტიათაგან უძველესი სამეფო გვარი 2. საქართველოს ჰყავს მხოლოდ ერთი სამეფო გვარი 3. საქართველოში მონარქიის გაუქმებაც და რესპუბლიკური წყობაც გარეშე ძალის მიერ მოხდა (1801 და 1917 წწ.), ამიტომ, ისტორიული სამართლიანობისათვის სხვა თუ არაფერი, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, სადაც ხალხი გადაწყვეტს, რომელი წყობა უნდა მას. 1) საიდან იწყებთ გვარის სიძველის ათვლას? ![]() 2) ერთ გვარში რამდენია ტახსტის მსურველი? აგერ ბოლოს ვნახეთ კიდეც, რომ კინაღამ დაკა დაკა აიწია ![]() ![]() 3) ამ თარიღიან მოვლენებს შორის განსხვავებაა.. არცერთ შემთხვევაში ხალხს არ გადაუწყვეტია: არც მონარქიის თავზე ჯდომა, არც მათი გაუქმება და არც დამოუკიდებლობა 1917 წლისა.. მაგრამ ეს ბოლო თავისით მოვიდა, ჰო, იძულებული ვიყავით მაშინ რომ დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებინა... და ჩატარდა არჩევნები, რის მიხედვითაც გაიმარჯვეს მენშევიკებმა და ეს უკვე კანონიერია. პ.ს. ისტორიას ვერ დამალავთ ![]() ![]() პ.პ.ს. ციტატა 2. სიმბოლურ პრეზიდენტს სჯობია სიმბოლური მეფე, რადგან მეფე არის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახე ერთიანობის, რადგან იგი არ იმარჯვებს არჩევნებში, შესაბამისად მისი ძალაუფლება (რაც ექნება) არ არის კავშირში ერის დაყოფასთან - მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. პრინციპში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სიმბოლური რომელი იქნება, მაგრამ მეფე დღევანდელი ქართველი ხალხის ცნობიერებაში არა მგონია ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთიანობის სახე იყოს, მით უმეტეს ესპანეთში გადახვეწილი ბაგრატიონის შტოდან ![]() ციტატა 4. ჩვენს ერს აქვს სპეციფიური მოთხოვნილება გამაერთიანებელ პირზე კი, ჩვენს ერს აქვს სპეციფიური მოთხოვნილება მესიაზე, თანაც საკუთარ მხსნელზე ![]() ციტატა ამ პრობლემასაც გადაჭრის მეფე. სიმბოლური მეფე როგორ გადაჭრის პრობლემას? ![]() პ.პ.პ.ს თუ უტყუარი და გაუყალბებელი რეფერენდუმით ჩემი ხალხი აირჩევს მონარქიას, მხოლოდ მაშინ გავჩუმდები. მანამდ არ... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ქეთინო
ციტატა 1) საიდან იწყებთ გვარის სიძველის ათვლას? ![]() კითხვა ვერ გავიგე... ![]() რას ჰქვია საიდან? დღეს ევროპაში არსებულ სამეფო დინასტიათაგან, ყველაზე ძველი არის ბაგრატიონების, რომლებიც IX საუკუნიდან მეფობენ. შენ რა გაინტერესებდა, დამიზუსტე. ციტატა 2) ერთ გვარში რამდენია ტახსტის მსურველი? აგერ ბოლოს ვნახეთ კიდეც, რომ კინაღამ დაკა დაკა აიწია ![]() ![]() ტახტის მსურველი მეც ვარ ![]() ტახტზე პრეტენზიის უფლება აქვს 3 შტოს: 1. ქართლ-კახეთის - ბაგრატიონ-გრუზინსკებს 2. იმერეთის - ბაგრატიონ-დავითაშვილებს 3. ერთიანი საქართველოს - ბაგრატიონ-მუხრანელებს იმერეთის შტომ უარი თქვა ტახტზე. დარჩა 2 შტო, რომელიც ქორწინებით შეერთდა. ციტატა 3) ამ თარიღიან მოვლენებს შორის განსხვავებაა.. არცერთ შემთხვევაში ხალხს არ გადაუწყვეტია: არც მონარქიის თავზე ჯდომა, არც მათი გაუქმება და არც დამოუკიდებლობა 1917 წლისა.. მაგრამ ეს ბოლო თავისით მოვიდა, ჰო, იძულებული ვიყავით მაშინ რომ დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებინა... და ჩატარდა არჩევნები, რის მიხედვითაც გაიმარჯვეს მენშევიკებმა და ეს უკვე კანონიერია. პ.ს. ისტორიას ვერ დამალავთ ![]() ![]() მოიცა, მოიცა.... რა თავზე ჯდომა, ამიხსენი აბა? ერთიანი ქართული სახელმწიფო შექმნეს თუ არა ბაგრატიონებმა? არ მითხრა ახლა, ხალხმა შექმნაო. შექმნეს. აქვთ თუ არა უდიდესი წვლილი შეტანილი ამ სახელმწიფოს გაძლიერებაში? აქვთ. რაც შეეხება 1917 წელს. შენ აგერია 1918 წელში, როგორც ჩანს.... 1801-1875 წწ. გაუქმდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სამეფო-სამთავრო. გარე ძალის ჩარევით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციით რუსეთის იმპერია გამოცხადდა რესპუბლიკად. მათ შორის საქართველოც - ამ რესპუბლიკის ნაწილად. 1918 წლის 22 აპრილს შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც გამოეყო რუსეთის რესპუბლიკას. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ამ რესპუბლიკისგან. რეფერენდუმზე არ ყოფილა კითხვა "რომელი გსურთ - მონარქია თუ რესპუბლიკა?" ამდენად, ეს საკითხი გადაწყვეტად მოითხოვს. ციტატა პრინციპში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სიმბოლური რომელი იქნება, მაგრამ მეფე დღევანდელი ქართველი ხალხის ცნობიერებაში არა მგონია ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთიანობის სახე იყოს, მით უმეტეს ესპანეთში გადახვეწილი ბაგრატიონის შტოდან ![]() ესპანეთში ის არ გადახვეწილა დალხინებული ცხოვრების გამო. ამასთან, მის გვარს და სამეფო სახლს არ შეუწყვეტია ქართველი ერის ღირსების დაცვისთვის ზრუნვა. შეგიძლია გაეცნო დავითის პაპის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის მოღვაწეობას დასავლეთ ევროპაში. ეს იყო დიდი და ფასადაუდებელი შრომა. საგულისხმოა ისიც, რომ დავითის შტო ნათესაურად დაუკავშირდა უამრავ ევროპულ სამეფო დინასტიებს, რაც ერთგვარად დადებითი შტრიხი იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მონარქიის აღდგენის შემთხვევაში. ციტატა კი, ჩვენს ერს აქვს სპეციფიური მოთხოვნილება მესიაზე, თანაც საკუთარ მხსნელზე ![]() ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა ასე აკურთხა პირველი ბაგრატიონი მონარქი - აშოტ კურაპალატი (დღეს მისი ხსენების დღეა, შეგვეწიოს მისი ლოცვა-ვედრება უფლის წინაშე!): "არა მოაკლდეს შვილთა შენთა მეფობაი ქართლსა ზედა უკუნითი უკუნისამდე"... მე ვფიქრობ, რომ ღირსი მამის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები აღსრულდება ციტატა სიმბოლური მეფე როგორ გადაჭრის პრობლემას? ![]() ამაზე დავწერე ზემოთ. ციტატა 1. ყველანი ვთანსმდებით, რომ საპარლამენტო წყობა არის საუკეთესო. 2. სიმბოლურ პრეზიდენტს სჯობია სიმბოლური მეფე, რადგან მეფე არის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახე ერთიანობის, რადგან იგი არ იმარჯვებს არჩევნებში, შესაბამისად მისი ძალაუფლება (რაც ექნება) არ არის კავშირში ერის დაყოფასთან - მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. 3. მეფე არის ზეპოლიტიკური ფიგურა - იგი ყველა პარტიაზე მაღლა დგას. როდესაც ქვეყნის სათავეში ასეთი ტიპის მმართველია, ქვეყანა უფრო დაზღვეულია პოლიტიკური ინტრიგებისგან. 4. ჩვენს ერს აქვს სპეციფიური მოთხოვნილება გამაერთიანებელ პირზე, თვით არჩევნებიც კი ერთგვარად "მონარქიულად" ტარდება, ანუ პარლამენტში ხალხის დიდი ნაწილი ხმას აძლევს პარტიას მისი თავმჯდომარის და არა პროგრამის მიხედვით. 5. ამის დასტურია პატრიარქისთვის "მინიჭებული" ის უფლებები, რაც არანაირად არ შედის მის საქმეებში. ამ პრობლემასაც გადაჭრის მეფე. 6. მონარქიული წყობა უფრო მეტად უწყობს ხელს ეროვნული ტრადიციების დაცვა-განვითარებას, რაც გლობალიზაციის ეპოქაში საკმაოდ კარგი ბერკეტი იქნება ეროვნული თვითიდენტობის გადარჩენა-პოპულარიზაციისათვის. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 04:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი