![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
death |
![]()
პოსტი
#2
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
თვალი გადავავლე თქვენს კამათს
![]() ![]() რაც შეეხება სულის განცალკევებას სულიწმინდისგან ეს ბიბლიის მეტნაკლებად საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს, სადაც კარგად არის დანახული, რომ სულიწმინდა ბიბლიაში არ მოიხსენიება მხოლოდ როგორც "სულიწმინდა". რატომ? რადგან ის საჯაროდ არ გამოცხადებულა არსად და არ უთქვამს: "აჰა, ხალხნო მე სულიწმინდა ვარ და ესე დამიძახეთ" ![]() „სულად“ „სულად ჭეშმარიტებისად“ „ნუგეშინისმცემელად“ „სულად ღვთისად“ „სულად მამისად“ „ქრისტეს სულად“ „ღვთის სულად“ “უფლის სულად“ „ღვთის ძის სულად“ „სულად სიწმიდისა“ „სულად აღიარებისა“ „სულად განცხადებისა“ „სულად აღთქმისა“ „სულად წყალობისა“ „სულად სახიერად“ „სულად სამეუფოდ“ „სულად სიბრძნისა“ „სულად კეთილმნებელობისა“ „სულად კეთილგონიერებისა“ „სულად ძლიერებისა“ „სულად შეცნობისა“ „სულად ღვთისადმი მოწიწებისა“ „სულად ღვთისმოშიშებისა“. მოდი ბარემ მათეს სახარების 12 თავის ამ ადგილსაც განვიხილავ. თავიდან ფარისევლებმა დაგმეს ქრისტე და ის შედარეს სატანას შემდეგ ღმერთმა მათ უპასუხა: "30. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგ არის, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. 31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიტევებათ, ადამიანებს, მაგრამ სულიწმინდის გმობა არ მიეტევებათ. 32. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება. ხოლო თუ ვინმე სულიწმინდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომვალში 30-ში ვხედავთ რომ ხსნა მარტო ქრისტესთანაა. 31-ში ადამიანს ყველაფერი მიეტევება სულიწმინდის გმობის გარდა. 32-შიც იგივე ოღონდ დამატებულია, რომ ქრისტეს უარყოფა ეპატიებათ. ეხლა აქედან: 1) თუ ხსნა მარტო ქრისტესთნაა (30) მაშინ როგორ ეპატიებათ ქრისტეს გმობა (32)? 2) თუ ადამიანს შეუძლია მოინანიოს ყველა ცოდვა მაშინ რატომ არ ეპატიებათ სულიწმინდის გმობა (თუ მოინანია)? 3) რას ნიშნავს არ ეპატიება სულიწმინდის გმობა არც ამ საუკუნეში და არც მომავალში? ანუ თუ ამ ადგილებს პირდაპირ გავიგებთ მივიღებთ აბსურდს. სულიწმინდის შესახებ ებრაელებმა იციდონენ. და რა იცოდნენ პირველ რიგში? იცდნენ რომ მისი შთაგონებით ლაპრაკობდნენ წინასწარმეტყველები ხოლო იესოს შესახებ იცოდნენ (მათი აზრით), რომ ის საქმეებს აკეთებდა სატანის დახმარებით. ამიტომაც მათ ეპატიებოდათ იესოს გმობა, რადგან "არ იცოდნენ" მის შესახებ ვინ იყო. მაგრამ სულიწმინდის შთაგონებით (წინასწარმეტყველებისადმი) იცოდნენ რომ ქრისტე უნდა მოსულიყო. ანუ ისინი ამის მერე ვერ იტყოდნენ ჩვენ იმიტომ დავგმეთ იესო, რომ არ ვიცოდით (ეს ეპატიებათ) ის ვინ იყოო, მაგრამ ისინი ამას ვერ იყოდნენ რადგან სულიწმინდით შთაგონებული წინასწარმეტყველებიდან იცოდნენ, რომ ის უნდა მოსულიყო მაგრამ არ იცნეს (ეს კი არ ეპატიებოდათ). ანუ იდეაში მათ იესოს (როგორც კაცის ძის და არა ღვთის) გმობა ეპატიებათ მაგრამ იგივე იესოს გმობა არ ეპატიებათ, რადგან მათ იცოდნენ (სულიწმინდის წყალობით) რომ ის უნდა მოსულიყო, ხოლო მათ არ შეიცნეს იგი. ამიტომაც მათ არ ეპატიებოდათ სულიწმინდის (სულიწმინდისგან გამოსული სიყვის) გმობა არც ეხლა არც მერე, რადგან მისი სიტყვა (იესოს შესახებ) დიდი ხანია მათთან იყო. მოკლედ მაქსიმალურად გავამრტივე ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 09:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი