![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე. ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც. გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. ![]() ![]() |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა როგორც ჩანს შენ გჯერა მე კი არა მართლმადიდებლობას შენი სექტანტური აზროვნების ადგილი ყველგან არაა. არის სპეციალური თემა და ნება იბოძე და იქ ვიკამათოთ! მოყვასის კითხვებს მე პირადად პასუხს, მხოლოდ "წმ. წერილის საკამათო ადგილებში" გავცემ, რადგან ყველა შენი შეკითხვის უკან იმალება ხაფანგი, სადაც ან ჩვენს რწმენას შეებრძოლები ან ჩვენს ბიბლიას, არაა ეგ წინასწარი დასკვნები უკვე გამოცდილებაა, ამიტომ სანამ შეკითხვებს არ დაწერ შესაბამის ადგილას, ჩემგან პასუხს არ მიიღებ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Lashab |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 ![]() |
მე კი არა მართლმადიდებლობას შენი სექტანტური აზროვნების ადგილი ყველგან არაა. არის სპეციალური თემა და ნება იბოძე და იქ ვიკამათოთ! მოყვასის კითხვებს მე პირადად პასუხს, მხოლოდ "წმ. წერილის საკამათო ადგილებში" გავცემ, რადგან ყველა შენი შეკითხვის უკან იმალება ხაფანგი, სადაც ან ჩვენს რწმენას შეებრძოლები ან ჩვენს ბიბლიას, არაა ეგ წინასწარი დასკვნები უკვე გამოცდილებაა, ამიტომ სანამ შეკითხვებს არ დაწერ შესაბამის ადგილას, ჩემგან პასუხს არ მიიღებ რა არის კაიროს... თემა არის ელია წინასწარმეტყველზე, ჰოდა უნდა დაამტკიცოთ რატომ გგონიათ რომ ელია ხორციელად ცაშია... თემა ამაზეა და რას ელი ვერ გავიგე? საპირისპირო აზრი ესეგი არ შეიძლება... თემა რომ გაიხსნება ესე იქნება: ეს ხომ ესეა მართლმადიდებლებო: 1. "კი!" 2. "აბა რა, ამინ." 3. "საინტერესო თემაა, ჩემი პასუხია-კი" არაა სწორი დამოკიდებულება... აქ მიდის საუბარი ელია წინასწარმეტყველთან დაკავშირებულ "დილემაზე", ჰოდა ვისაუბროთ... გაუგებარია შენი დამოკიდებულება... ![]() -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 07:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი