ელია წინასწარმეტყველი, მუდმივი დავის საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ელია წინასწარმეტყველი, მუდმივი დავის საგანი |
დათიკო |
Oct 16 2008, 06:01 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე. ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც. გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. |
Lashab |
Feb 16 2009, 12:02 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
აი მე არ ვარ არანაირი პროსექტანტი, "ათემ" დამიფაროს
ჰოდა აი გეკითხებით: ელია ნამდვილად ავიდა "ცაში"? სიტყვა "ცა"-ს ბიბლიაში აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა. თემაზეა საუბარი კაიროს და თუ შეიძლება ნუ იტყვი რომ მხოლოდ უაზრო დასტურების მოსმენა გსურს... მოდი გავარჩიოთ, პირველი "ცა" არის - ღმერთის სამფლობელო... ანუ სასუფეველი, მაგრამ: ფსალმუნების 8:4-ში წერია როცა შევხედავ შენს ცას(שמיך) (shameh) - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე. აქ საუბარია არა სასუფეველზე ან რამე ეგეთზე, არამედ მატერიალურ ცაზე!!! ეხლა ვნახოთ რა ხდება: 4 მეფეთა 2:11 11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად(השמים) (shameh) ავიდა ელია ქარბორბალათი. აჰაა... ესეგი აუცილებელი არაა ელია რომ ასულიყო "სასუფეველში"... ჰოდა ვნახოთ, მაშინ რამე მაინც არ ქნა ელიამ? დავიჯერო ადამიანი რომელიც "სასუფეველშია", წერილებს წერს? 12. წერილი მიუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა, ასე ამბობსო უფალი, მამაშენის დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის იოშაფატის გზას და იუდას მეფის, ასას გზას, ჰო, ასეა, ელია გადავიდა იუდეაში და დაახლოებით 7 წლის მერე მიწერა წერილი მეფეს... კი, მაგრამ მეტყვით, სად ხდება კიდევ ასეთი რამეო: 14. სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე. 15. მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, (ეზეკიელი 3:14,15) აი ეს მოდის ჰარმონიაში იესოს ფრაზასთან: "არავინ ასულა ზეცად, გარდა ძე-კაცისა." -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი