პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ ! |
ბადრი |
Jan 28 2009, 10:53 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
შეიძლება სადმე არის უკვე ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ვერ მივაგენი და გთხოვთ არ მიწყინოთ.
ხომ არ იცით როგორ ბრძანდება მამაი ჩვენი? -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
KAIROS |
Feb 16 2009, 11:47 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
პატრიარქი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება
16.02.09 18:55 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ილია მეორე თავს უკეთ გრძნობს. უწმინდესი საქართველოში კვირის ბოლოსათვის დაბრუნდება. ილია მეორე მკურნალობის კურსს გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამაჯანსაღებელ ცენტრში გადის. ეს არის კუშმანის გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც გერმანელმა ექიმებმა პატრიარქს გადაღლილობის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ აუცილებელია, პატრიარქმა გარკვეული დრო გაატაროს სწორედ ამ სანატორიუმში, სადაც ის დაისვენებს. უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და მას გულთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღავნელმა მამა დავით შარაშენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამა დავით შარაშენიძე გამოეხმაურა იმ მედიასაშუალებებს, სადაც გავრცელებული იყო მცდარი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მამა დავით შარაშენიძემ ყველა ჟურნალისტს სთხოვა, რომ ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას, გადაამოწმონ ის საპატრიარქოში, ან ბერლინში, სადაც უწმინდესი გადიოდა მკურნალობას. მამა დავით შარაშენიძემ ყველა მედიის წარმომადგენელს ასევე სთხოვა, რომ შექმნილი მდგომარეობა საკუთარი თავის რეკლამისათვის არ გამოიყენონ. გერმანელი ექმიმების რჩვევით, ილია მეორე კუშმანის კლინიკაში უნდა დარჩენილიყო ორი კვირით, თუმცა უწმინდესმა თავად გადაწყვიტა, დროზე ადრე დაბრუნდეს საქართველოში და მას სამშობლოში კვირის ბოლოს ელოდებიან. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი