რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება? |
Liol |
Feb 7 2009, 08:57 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 6-September 08 წევრი № 5,602 |
იცის ვინმემ?
|
linguistuss |
Feb 16 2009, 12:19 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-February 09 წევრი № 6,501 |
ამ თემის კითხვის დროს გამახსენდა, რომ პოლინეზიელთა ენიდან "ტატუ" რომ ვთარგმნოთ ქართულად მივიღებთ - "ხატს". ამასთან, კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: მთელი განხილვის მანძილზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები ბჭობენ იმაზე, არის თუ არა ტატუ ტაბუ, ხშირ შემთხვევაში ისინი სიტყვა ცოდვას არასწორ კონტექსტში ხმარობენ, იქ სადაც ისინი გულისხმობენ ტაბუს აუცილებლად წერენ "ცოდვას", ეს ალბათ ფორუმის სპეციფიკის ბრალია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, პოლინეზიელებმა სულ ორი სიტყვით გაამდიდრეს ჩვენი ენა (არა მხოლოდ ჩვენი, იმათიც) და ამ ორმა სიტყვამ ამ მადლიან თემაში იპოვეს ერთმანეთი: ტატუმ (ხატმა) და ტაბუმ (აკრძალვამ), სასწაულია პირდაპირ
|
აბე |
Feb 17 2009, 12:55 PM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ამ თემის კითხვის დროს გამახსენდა, რომ პოლინეზიელთა ენიდან "ტატუ" რომ ვთარგმნოთ ქართულად მივიღებთ - "ხატს". ამასთან, კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: მთელი განხილვის მანძილზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები ბჭობენ იმაზე, არის თუ არა ტატუ ტაბუ, ხშირ შემთხვევაში ისინი სიტყვა ცოდვას არასწორ კონტექსტში ხმარობენ, იქ სადაც ისინი გულისხმობენ ტაბუს აუცილებლად წერენ "ცოდვას", ეს ალბათ ფორუმის სპეციფიკის ბრალია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, პოლინეზიელებმა სულ ორი სიტყვით გაამდიდრეს ჩვენი ენა (არა მხოლოდ ჩვენი, იმათიც) და ამ ორმა სიტყვამ ამ მადლიან თემაში იპოვეს ერთმანეთი: ტატუმ (ხატმა) და ტაბუმ (აკრძალვამ), სასწაულია პირდაპირ ყოველთვის მაინტერესებდა ამ ფორუმზე რატომ გადიან ხოლმე ერთი და იგივე იუზერები ახალ-ახალ რეგისტრაციებს. "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში უმეტესობა შეკითხვებისა დაპოსტილია იმ იუზერების მიერ, რომლებსაც სულ თითო-ოროლა პოსტი აქვთ. აქაც ჩვენს linguistuss-ს 1 პოსტი აქვს ამ მომენტისათვის. გასაოცარია.... რაც შეეხება ტატუს და ტაბუს, მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: "ქმედებათა გარკვეული ნაწილი - ტაბუ". არ მინდა ახლა აქ დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ მართლმადიდებელმა ადამიანმა ბევრი რამ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს, რადგანაც ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ: არ არის ეკლესიური ცხოვრება რთული! ეს აკრძალვები არ არის რთული და ეკლესიურად ცხოვრება ძალიან ადვილია. ვინც ეკლესიურად დაიწყებს ცხოვრებას, მერე თვითონ გაუჩნდება სურვული, რომ წაიკითხოს, გაიგოს, მოძღვარს ჰკითხოს კიდევ რა არ უნდა გააკეთოს ხოლმე მან და ა.შ. ხოდა, ვინმეს რომ არ ეგონოს, ეგრე ამბობს ხოლმე, თორემ თვითონაც იცის, რომ რთულიაო, ამიტომ აღარ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ აკრძალვა თავისთავად მართლმადიდებლობის განუყოფელი ნაწილია. აკრძალვა ცოდვის, აკრძალვა არა-ცოდვის, მაგრამ სულისთვის საზიანო რაიმესი; აკრძალვა კარგის (მაგ. საჭმელების მარხვის პერიოდში) და ა.შ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ მინდა ტაბუებზე საუბარი, არის ის, რომ ბევრი არა-მრევლი და ბევრი მრევლიც არასწორად აღიქვამენ მართლმადიდებლობის არსს, კერძოდ იმასთან დაკავშირებით რომ, ეკლესიურ ცხოვრებას აიგივებენ აკრძალვებთან. პატივცემულმა ფორუმელებმა კი, ყველამ ვიცით, რომ აკრძალვებზე ბევრად მნიშვნელოვანია კეთილი საქმის კეთება; ადამიანების სიყვარული, როგორც მოყვარის ასევე მტრის; ფიქრების დამორჩილება, რომ ეშმაკმა ცუდი რამეები არ გვაფიქრებინოს ხოლმე; წირვა-ლოცვებზე მთელი გულით და სულით სიარული, რათა მადლი წამოვიღოთ შინ დაბრუნებულებმა; ადამიანების გახარება, ბედნიერების მინიჭება; ძლიერი რმენის ქონა; უფლის სიყვარული, წმინდანების სიყვარული, მათი კრძალვა, უდიდესი პატივისცემა და სასოება; გულითადი სინანული და არა მოჩვენებითი და უამრავი სხვა რამ. როდესაც ეს ყველაფერი გაგვაჩნია, აკრძალვებზე აღარ ვფიქრობთ, უკვე თავისთავად არ ჩავდივართ იმეებს, რაც აკრძალული ეკლესიის მიერ საწყენად არ მიმიღო ჩემო მეგობარო linguistuss, მაგრამ რელიგია არ არის ენათმეცნიერება, რომ სიტყვების თარგმანი ვეძებოთ და ა.შ. ყველაფერი ძალიან მარტივია - დავფიქრდები ხოლმე "უფალო, ეს რომ ჩავიდინო მართებულია შენს წინაშე?" თუ პასუხს ვიპოვი ჩემს თავში, შესაბამისად ვმოქმედებ და თუ ვერ ვიპოვი, მოძღვართან მივდივარ და მას ვეკითხები. ეს არის და ეს, არ უნდა ამას ენათმეცნიერება. P.S. სამწუხაროდ, ხშირად ამ შეკითხვას არ ვუსვამ ჩემს თავს და ამ მხრივ გამოსასწორებელი ვარ.... ეს ჩემი ძალიან დიდი ნაკლია.... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი