სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
გიორგი |
Feb 3 2009, 10:32 PM
პოსტი
#21
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ თემაში ვიმსჯელოთ კაცობრიობის მიღწევებზე სამყაროს კვლევის საქმეში. ვისაუბროთ ყველაზე უფრო თანამედროვე თეორიებზე და ჰიპოთეზებზე. აგრეთვე დავდოთ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა შესაბამისი პროფილით.
აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად) Journey to the Edge of the Universe Journey to the Edge of the Universe 1/12 Journey to the Edge of the Universe 2/12 Journey to the Edge of the Universe 3/12 Journey to the Edge of the Universe 4/12 Journey to the Edge of the Universe 5/12 Journey to the Edge of the Universe 6/12 Journey to the Edge of the Universe 7/12 Journey to the Edge of the Universe 8/12 Journey to the Edge of the Universe 9/12 Journey to the Edge of the Universe 10/12 Journey to the Edge of the Universe 11/12 Journey to the Edge of the Universe 12/12 P.S. უყურეთ აუცილებლად, და მერე ვიმსჯელოთ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Feb 18 2009, 03:20 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უი, რა კარგი თემა გაუხსნია გიორგის
მე არ მინახავს მთლიანად მაგრამ ბოლოს ვუყურე და ზუსტად ისაა, რაშიც ვმუშაობ - ე.წ. აქტიური გალაქტიკური ბირთვები, ანუ: ზოგიერთი გალაქტიკის ცენტრი გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და ასხივებს დაახლოებით იმდენ ენერგიას დროის ერთეულში, რამდენსაც ყველა ვარსკვლავი ამ გალაქტიკაში. შედარებისათვის: მზე ყოველ ერთ წამში ასხივებს 4...(მიუწერეთ 26 ცალი 0) ჯოულს (ვინც არ იცის, 1 ჯოული არის ის ენერგია, რომელიც საჭიროა, რომ 1 გრამი წყლის ტემპერატურა გაზარდო დაახლ. 0.28 გრადუსით), მაშინ როცა აქტიური გალაქტიკური ბირთვი, მაგ. ე.წ. კვაზარი ასხივებს 100000000000000 - ჯერ უფრო მეტ ენერგიას. ეს ობიექტები იმდენად არიან მნიშვნელოვანნი რამდენადაც ზოგიერთი მათგანი არცთუ დიდი ხნის შემდეგ წარმოქმნა სამყაროს წარმოქმნის მომენტიდან. მაგალითად ერთერთი კვაზარი დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 800000000 წლის შემდეგ წარმოიქმნა. ეს ერთი შეხედვით ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროს წლოვანება დაახლოებით 13000000000 წელია, მაშინ ცხადია ხდება რომ ასეთ ობიექტს ძალიან ახლო მახსოვრობა გააჩნია დიდი აფეთქების მომენტისა, ვიდრე იმ ობიექტებს, რომლებიც რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ იქმნებიან დიდი აფეთქებიდან. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი წყარო ამ ენერგიისა რასაც ასეთი ბირთვები ასხივებენ, შეიძლება იყოს მხოლოდ სუპერ მასიური (100მილიონიდან 1 მილიარდამდე მზის მასის) ობიექტები. მაგრამ ასეთი მასის ობიეტი აუცილებლად იქნება ისეთი თვითგრავიტაციის მქონე, რომ მისი ვერანაირი შინაგანი წნევა ვერ შეაჩერებს გრავიტაციის მიზიდულობას და შედეგად ასეთი ობიექტი უნდა იყოს ე.წ. შავი ხვრელი. ანუ ობიექტი, რომლის "ზედაპირიდან" ვერანაირი ინფორმაცია ვერ აღწევს - ამიტომაც უწოდებენ მას შავ ხვრელს. ახლა, საიდან მოდის თავად კვაზარის გამოსხივება: ვინაიდან სუპერმასიური შავი ხვრელი მიიზიდავს ძალიან ეფექტურად (მისი მასა მზის მასის მინიმუმ 100მილიონს შეადგენს) ამიტომ იგი თავის გარშემო არსებულ მატერიას თავისკენ ააჩქარებს, მატერია იმდანად ჩქარდება, რომ მისი ენერგია ხდება რელატივისტური, ანუ, სიჩქარე მატერიის შავ ხვრელზე დაცემისა არის დაახლოებით სინათლის სიჩქარის (300000კმ/სთ) ტოლი. ამ პროცესს ეწოდება ნივთიერების შავ ხვრელზე აკრეციის პროცესი. მოკლედ აკრეციისას ხდება მატერიის იონიზაციაც, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ სახეზეა იონიზირებული მატერიის, ანუ დამუხტული ნაწილაკების აჩქარებით მოძრაობა, ხოლო ვინაიდან აჩქარებულად მოძრავი მუხტი ყოველთვის ასხივებს - გამოდის, რომ აკრეცირებადი ნივთიერება ასხივებს და ვინაიდან მისი სიჩქარე რელატივისტურია - გამოსხივება გამოდის კოლოსალური. აქტიური გალაქტიკური ბირთვები აკრეცირებადი ნივთიერების ნაწილს ისევ უკან გამოიტყორცნიან ძალიან ვიწრო კონების სახით, რომლებსაც ჯეტები ეწოდებათ. ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული თუ ა) როგორ წარმოიქმნებიან ასეთი ჯეტები, ბ) რატომ ინარჩუნებენ ისინი დიდ მანძილებზე მდგრად სტრუქტურას - კერძოდ გაშლის კუთხეს (ჯეტი ეს არის კონუსი, რომლის გაშლის კუთხე ათეულ ათას პარსეკზე [პარსეკი არის მანძილის ერთეული და უდრის დაახლ. 4000...(სულ 18 ნული) სანტიმეტრს]) მუდმივი ნარჩუნდება. ერთერტი ყველაზე გავრცელებული მოდელის მიხედვით ასეთი კოლიმაციის მიზეზი უნდა იყოს ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც უხვადაა შავი ხვრელის სიახლოვეში, გ) რა მექანიზმი აჩქარებს ჯეტებს რელატივისტურ ენერგიებამდე და დ) რა არის მიზეზი ზოგიერთი უცნაური ჯეტის მორფოლოგიისა - ზოგიერთი ჯეტის სტრუქტურა არაერთგვაროვანია და ხშირად წარმოაჩენს პერიოდულ სტრუქტურებს მის შიგნით... მოკლედ ამოცანები ოხრადაა მთავრია დაჯდე და წერო ნამეტანი აბდაუბდა თუ არაა, ესაა რაც მოკლედ შეიძლება ითქვას აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებზე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი