სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
გიორგი |
Feb 3 2009, 10:32 PM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ თემაში ვიმსჯელოთ კაცობრიობის მიღწევებზე სამყაროს კვლევის საქმეში. ვისაუბროთ ყველაზე უფრო თანამედროვე თეორიებზე და ჰიპოთეზებზე. აგრეთვე დავდოთ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა შესაბამისი პროფილით.
აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად) Journey to the Edge of the Universe Journey to the Edge of the Universe 1/12 Journey to the Edge of the Universe 2/12 Journey to the Edge of the Universe 3/12 Journey to the Edge of the Universe 4/12 Journey to the Edge of the Universe 5/12 Journey to the Edge of the Universe 6/12 Journey to the Edge of the Universe 7/12 Journey to the Edge of the Universe 8/12 Journey to the Edge of the Universe 9/12 Journey to the Edge of the Universe 10/12 Journey to the Edge of the Universe 11/12 Journey to the Edge of the Universe 12/12 P.S. უყურეთ აუცილებლად, და მერე ვიმსჯელოთ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ბექა |
Feb 18 2009, 04:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
კანუდოსელი
ციტატა კვაზარი ასხივებს ეს რას ნიშნავს ანუ კვაზარი? ხოდა კიდე ერთი შავი ხვრელი ხომ ისრუტავს ნებისმიერ სხეულს თუ რაც ქვია (დიდი სპეცი არ ვარ ამ სფეროში) ხოდა მერე ეს სხეული სადღაც ხომ მიდის და სად? სხვა განზომილებაში თუ რა ხდება? |
კანუდოსელი |
Feb 18 2009, 05:54 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეს რას ნიშნავს ანუ კვაზარი? კვაზარი ერთერთი სახეობაა აქტიური გალაქტიკური ბირთვებისა, ის წარმოადგენს ვარსკვლავის მსგავს რადიო (გამოსხივების) წყაროს, ანუ ინგლისურად: QUAsi-StellAr Radio source, ანუ: QUASAR ისტორიულად როცა ის აღმოაჩინეს, მისი გამოსხივება ძალიან წააგავდა ვარსკვლავების გამოსხივებას და ამიტომ სახელიც ასეთი დაერქვა. ხოდა კიდე ერთი შავი ხვრელი ხომ ისრუტავს ნებისმიერ სხეულს თუ რაც ქვია (დიდი სპეცი არ ვარ ამ სფეროში) ხოდა მერე ეს სხეული სადღაც ხომ მიდის და სად? სხვა განზომილებაში თუ რა ხდება? იმისათვის რომ დააკვირდე აკრეცირებადი ნივთიერების მომავალს გარედან, ანუ არა შავი ხვრელის გარემოდან, აღმოჩნდება, რომ შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემის დრო უსასრულობის ტოლია, ანუ ვერასოდეს ვერ დავინახავთ თავად პროცესს დაცემისა, მაორეს მხრივ, თუ თავად იმ აკრეციულ ნივთიერებაზე დავჯდებით (არ გირჩევთ ) მაშინ დაცემა მოხდება სასრულ დროში და შევიგრძნობთ კიდეც ამ პროცესს დროთა ასეთი სახესხვაობა გამომდინარეობს დროის ფარდობითობიდან, რომ სწრაფად მოძრავ სხეულზე დრო სხვა ტემპით მიედინება და "გაჩერებულ" ან ნელა მოძრავ სისტემაში (როგორიც დედამიწაა) - სხვაგვარად და თანაც ამას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ემატება, რომ იქ გრავიტაცია ძლიერია და ეს გადამწყვეტი ფაქტორია დროთა განსხვავებისა. მოკლედ, ლაბორატორიული ანუ დედამიწის სისტემიდან, ნივთიერების შავ ხვრელზე დაცემა არ დაიკვირვება (უსასრულო დრო ნიშნავს, რომ ვერც ვერასოდეს მოესწრები), ამიტომ ჩვენ ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებთ რა ხდება "შიგნით". არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო სპეკულაცია, რომელთაგან ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვა განზომილებაში გავდივართ, მეორე, რომ - სამყაროს სხვა უბანში აღმოვჩნდებით და კიდევ სხვა ტიპის სპეკულაციის თანახმად - შავ ხვრელში შესვლა დროში უკან მოგზაურობის ტოლფასია. ეს საკითხი ფილოსოფიაშიც გადადის ამ ეტაპზე და ფილოსოფიის ეკონომიურობის პრინციპის თანახმად, ანუ ოკამას სამართებლის პრინციპის თანახმად (პერეფრაზირება ამ კონკრეტული შემთხვევისთვის) - ის რაც არ დაიკვირვება პრინციპულად - არც არსებობს. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი