გრანდიოზული აქცია 2, ჯიქიას ქუჩაზე(იაქტიურეთ) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრანდიოზული აქცია 2, ჯიქიას ქუჩაზე(იაქტიურეთ) |
ქავთარაძე |
Feb 18 2009, 11:36 PM
პოსტი
#561
|
დაურეგისტრირებელი |
გამარჯობა ხალხო!
მინდა ჯერ პატარა ისტორია მოგიყვეთ და მერე გადავიდე საქმეზე: ეხლა წინა აქციაზე, ერთ-ერთი მისამართი სადაც მე და დიტო(ჩვენი მომავალი ფორუმელი) ავედით და ავუტანეთ იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონს ტანისამოსი და საკვები. ჯერ იქ ნახულზე გეტყვით 2ოდ სიტყვით, იყო საზარელი სანახავი... ბავშვები ცხოვრობენ საშინელ მდგომარეობაში, 2 თვის ჩვილი ქალბატონ ინგას ჩაბნელებულ ოთახში ჰყავდა ჩვენ რომ ავედით სადაც ფეჩის კვამლისგან სანთლის შუქიც ძლივს მოჩანდა... საჭმლის დანახვაზე ინგას თვალები გაუბრწყინდა ისეთ საზარელ პირობებში ცხოვრობს, არც გამიკვირდება რამდენიმე დღის უჭმელი ყოფილიყო... აი ასე ცხოვრობს იქ ხალხი, ჩამონგრეულ კედლებში , ნაგავში... სიბინძურეში... როცა მე და დიტო გამოვედით ინგას ოთახიდან შევამჩნიეთ ერთი მოხუცებული კაცი, რომელსაც გავესაუბრეთ... აღმოჩნდა , ვკითხე, ყველას უჭირს აქ მეთქი და თქვენ რა გიჭირთთქო... კი შვილო ყველას უჭირს მაგრამ ჩემს მდგომარეობას ვერცკი წარმოიდგენო ასე მიპასუხა... თურმე ამ კაცს სახლი იმ ხიბარის კორიდორში აქვს, სადაც ლტოლვილები ნაგავს ყრიან, შუა ნაგავში უდგას საწოლი და იქ ძინავს... დიტომ შემაჩნია ოთახის ნაშალი შესასვლელშივე, არის 2 კედელი,დანარჩენი 2 გადანგრეულია (1 სანახევროდ) . როცა ფორუმელები საღამოს შევიკრიბეთ გაჩნდა იდეა, რომ ამ მოხუცისთვის ის 1 ოთახი ამოგვეშენებინა , Ina-ina შეგვპირდა ხის კარებს მოგცემთო... შესაბამისად ჩვენ გვჭირდება 1)კარის ჩარჩო 2)ცემენტი(მცოდნე წამყვეს და მიახლოებით მითხრას რამდენი მეშოკი დაგვჭირდება) 3)ბლოკი(იქვე გვერძე შენდება ახალი კორპუსი და იამათ აქვთ გადაყრილი ბლოკის ნატეხები, ნახევარი ბლოკი) იმას თუ მოვიშველიებთ ხარჯიც ნაკლები იქნება.) 4)ცოცხალი ძალა(ვინმე ისეთი ვინც შენება იცის , ტარზანაზე გავიგე ერკვევაო...) ამის გარდა შევაგროვებ ტანსაცმელს ბავშვებისათვის და დიდებისათვისაც რომ ლტოლვილებს ავუტანოთ. თუ საკმარისი თანხა შეგროვდა საჭმელსაც ვუყიდით. ველი ინიციატივებს. |
inaina |
Feb 18 2009, 11:55 PM
პოსტი
#562
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
ველოდი ამ თემას
ცემენტი მარტო კედლებისთვის დაჭირდება?2-3 ტომარა სამყოფი არა მგონია,თან ცემენტს ქვიშაც უნდა. სანამ მაგის ფული აგროვდება და დავინახავთ რის გაკეთება შეგვიძლია,იქნებ ტანსაცმელი და რაღაცაოდენი საჭმელი ავუტანოთ,სახლიდან რაც გვაქვს.თვეების ბავშვის დასახმარებლად. დაწერე გიო სად არის და მე წავალ კვირას. -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
ბიძია თომა |
Feb 18 2009, 11:57 PM
პოსტი
#563
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ველოდი ამ თემას ცემენტი მარტო კედლებისთვის დაჭირდება?2-3 ტომარა სამყოფი არა მგონია,თან ცემენტს ქვიშაც უნდა. სანამ მაგის ფული აგროვდება და დავინახავთ რის გაკეთება შეგვიძლია,იქნებ ტანსაცმელი და რაღაცაოდენი საჭმელი ავუტანოთ,სახლიდან რაც გვაქვს.თვეების ბავშვის დასახმარებლად. დაწერე გიო სად არის და მე წავალ კვირას. კი კი ბევრი თუ არა ასაშენებელი ეყოფა.4ტაჩკა ქვიშას ერევა ერთი მეშოკი ცემენტი. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი