![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...
პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი... გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ.... რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით... სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო... გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ... ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას! გვიყვარდეს ერთმანეთი! |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
სიყვარული ყველაზე სათუთი და საჭირო გრძნობაა მათ შორის რაც
შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ გამოვხატოთ ადამიანებმა. გლახა მართალია, ადამიანურ სიყვარულს და მეგობრობას რატომ უნდა უშლიდეს ხელს რელიგიური აღმსარებლობა. ლამის ყველა ასე ვფიქრობთ, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად არ ვიქცევით ისე, როგორც საჭიროა, ამის მიზეზი საკუთარ თავშიც უნდა ვეძიოთ და იმ საზოგადოებაშიც სადაც ვცხოვრობთ, უმეტეს წილად საზოგადოებრივ აზრებს უფრო წინ ვაყენებთ ვიდრე პირადულს. ეხლა ერთს გეტყვით, პირად მაგალითზე, მყავს ძალიან კარგი მეგობარი გოგონა, პალესტინელი მუსულმანი, არაჩვეულებრივი ადამიანია, ნეტავ ბევრი იყოს ასეთი, შესანიშნავად იცის რომ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ვარ, ძალიან დიდ პატივს სცემს ჩემს რწმენას, არასოდეს გამიგია მისგან ჩვენი სარწმუნოების შედარება და რომელი უკეთესია ამის გარკვევა. იცით რას ამბობს? ზუსტად დაგიწერთ მის სიტყვებს და ამაზე თქვენი აზრიც მაინტერესებს: ამბობს რომ ,,მე მგონია, ღმერთი ერთია, უბრალოდ ჩვენ, მოკვდავმა ადამიანებმა დავარქვით სხვადასხვა სახელი და გადავაქციეთ სხვადასხვა სარწმუნოებად, რომ უფრო მეტი მიზეზი გვქონოდა სარწმუნოებრივ ნიადაგზე ერთმანეთთან შუღლისა და მტრობისაო'' კი გითხარით რომ საუკეთესო მეგობარია, ყველამ ინატროს ასეთი ადამიანი თავის გვერდით, ხოდა რატომ უნდა შევიძულო და რატომ უნდა ვკრა ხელი მხოლოდ იმ მიზეზით რომ მუსულმანია? -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი