![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...
პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი... გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ.... რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით... სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო... გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ... ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას! გვიყვარდეს ერთმანეთი! |
![]() ![]() |
Lashab |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 ![]() |
აბსოლუტურად ვეთანხმები თემის ავტორს, მაგრამ ღმერთი ხომ დასჯის ყველას- ერთი მიმდევრობის გარდა? მაგალითად თუ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი- ღმერთი ყველა დანარჩენს ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად აწამებს, დაბუგავს, დაწვავს
![]() ხოლო ის რომ : "იცი რაა, ღმერთი შენ მაინც დაგწვავს ჯოჯოხეთში, მაგრამ რადგან ღმერთი სიყვარულს აფასებს, მოდი კარგი ურთიერთობა გვქონდეს" ან : "იცი რაა, ღმერთი მაინც დაგწვავს ჯოჯოხეთში, მაგრამ რადგან საუკუნო სატანჯველი გელოდება, ბარემ აქ მაინც გედგები გვერდში და არ მოგექცევი ცუდად, არ გკრავ ხელს..." აქ ვგულისხმობ არაცნობიერ მოტივაციებს, ან ფიქრებს, და არა იმას რომ ადამიანი ამას სხვა რწმენის ადამიანს პირდაპირ ეუბნება ![]() იქნებ ესაა მოტივაცია? ![]() -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი