![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...
პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი... გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ.... რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით... სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო... გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ... ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას! გვიყვარდეს ერთმანეთი! |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე... პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ჩემო სერგი, გიყვარს ამაღელვებელი თემების გახსნა ![]() ![]() მოკლედ, საქმე რაშია. ჩვენ ერთმანეთს არ ვუწოდებთ მწვალებლებს, არამედ ტავად რელიგიას (მრწამს, აღმსარებლიობას). საიენტოლოგიას, ბუდიზმს , ისლამს ვერ ვუწოდებ ჭეშმარიტებას ვერანაირად, ამიტომ, იმას ვუწოდებ რაც არის, მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულება არ დადის პიროვნულამდე, ადამიანებზე არ დადის. მით, უფრო რომ არ გამოიხატება მათდამი სიძულვილში. ეს ასე რომ იყოს, არც მე ვყოფილვარ ქრისტიანი, წარმართი ვყოფილვარ და ეგაა ![]() მე მგონი საქართველოში მაინც ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც განსხვავებული რელიგიის თუ არა, აღმსარებლობის მაინც მეგობარი, ან მეზობელი მაინც არ ჰყავდეს. პირადად ჩემს ირგვლივ, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მეზობელი კათოლიკობის, პროტესტანტობის ან მაჰმადიანობის გამო სძულდეს. ეს აშკარა გადაჭარბებაა და ამის მტკიცებით დავიღალე, მაგრამ სერგის, მაინც ვერ გავაგებინე ![]() თუ რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება იყო იეღოველების მიმართ, ეს ისევ მათმა საქციელმა გამოიწვია. მე მგონი არ არის სადავო ის რომ (და სამწუხაროდ ზალიან ბევრი ფაქტია ამის), რომ მათ შეურაცყვეს ეკლესიები, დაარბიეს ხატები, ნუ სახლში შემოვარდნა და ფერადი ლიერატურის ძალით გავცელება ხომ საერთოდ... ამან, გამოიწვია გარკვეული აგრესია, რაც ძალიან გასაკვირი არ უნდა იყოს. სხვა მხირვ, ვის რისი სწამს და როგორ ცხოვრობს, ნაკლებად სადარდებელია ჩვენი და ამის გამო საქართველოში პრობლემა არასოდეს ყოფილა თუ არ გჯერა გაიარე სიონთან და გვერდიგევრდ მგონი მაღტლმადიდებლური , გრიგორიანული, კათოლიკური ეკლესიებს დინახავ, მათ გევრდით კიდევ სინაგოგაა. სწორედ, ამიტომ არ მიყვარს ასეთ თემებზე პასუხი.. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი