სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
გიორგი |
Feb 3 2009, 10:32 PM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ თემაში ვიმსჯელოთ კაცობრიობის მიღწევებზე სამყაროს კვლევის საქმეში. ვისაუბროთ ყველაზე უფრო თანამედროვე თეორიებზე და ჰიპოთეზებზე. აგრეთვე დავდოთ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა შესაბამისი პროფილით.
აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად) Journey to the Edge of the Universe Journey to the Edge of the Universe 1/12 Journey to the Edge of the Universe 2/12 Journey to the Edge of the Universe 3/12 Journey to the Edge of the Universe 4/12 Journey to the Edge of the Universe 5/12 Journey to the Edge of the Universe 6/12 Journey to the Edge of the Universe 7/12 Journey to the Edge of the Universe 8/12 Journey to the Edge of the Universe 9/12 Journey to the Edge of the Universe 10/12 Journey to the Edge of the Universe 11/12 Journey to the Edge of the Universe 12/12 P.S. უყურეთ აუცილებლად, და მერე ვიმსჯელოთ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Feb 19 2009, 06:19 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემის დრო უსასრულობის ტოლია, ვითომ? შავ ხვრელს სასრული სიმკვრივე აქვს და სასრული მოცულობა, ხომ? ე.ი. სასრული მასაც. ე.ი. სასრული გრავიტაციის ძალაც. სასრული ძალა სინათლის სიჩქარემდე ვერ ააჩქარებს უძრაობის მასის მქონე ობიექტს. ასეა, ხომ? თუ სინათლის სიჩქარით არ მოხდება ობიექტის შავ ხვრელზე "დავარდნა", მაშინ, თვით მასზე მყოფი დამკვირვებლისათვის დრო უსასრულო არ იქნება, ძალიან შენელებული, მაგრამ უსასრულო - არა. ისე საინტერესოა "მოქმედებათა ჰორიზონტში" მოხვედრილმა სხეულმა რა სიჩქარე შეიძლება მიიღოს პრაქტიკულად...? ძალიან მიუახლოვდება სინათლის სიჩქარეს? ისე, ისიც წავიკითხე, რომ იმდენად მაღალი ხარისხის ფუნქციით იცვლება შავი ხვრელის მიდამოში მყოფ სხეულზე, შავი ხვრელის მოქმედების ძალა, მანძილის მიხედვით, რომ სხეულის ფორმის ცვლილებას იწვევსო, რადგან შავ ხვრელთან რამოდენიმე მილიმეტრით უფრო ახლო მოლეკულები სულ სხვა ძალით მიიზედებიან მეზობელ მოლეკულებთან შედარებით, სულ სხვა აჩქარებას იძენენ და დეფორმაციას განიცდიანო, ძალიან ახლო მანძილზე კი საერთოდ იშლებიანო. ალბათ, მართლა ასეა ხომ? და ასევე ერთი მომენტი... თუ მართლა მიიზიდა შავმა ხვრელმა ვინმე დამკვირვებელი მაშინ მისთვის სამყაროს ობიექტებიდან მოსული სინათლე წითელის მაგივრად, სპექტრის იისფერი ბოლოსკენ გადაიხრებაო...? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი