სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ. |
გიორგი |
Feb 3 2009, 10:32 PM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ თემაში ვიმსჯელოთ კაცობრიობის მიღწევებზე სამყაროს კვლევის საქმეში. ვისაუბროთ ყველაზე უფრო თანამედროვე თეორიებზე და ჰიპოთეზებზე. აგრეთვე დავდოთ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა შესაბამისი პროფილით.
აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად) Journey to the Edge of the Universe Journey to the Edge of the Universe 1/12 Journey to the Edge of the Universe 2/12 Journey to the Edge of the Universe 3/12 Journey to the Edge of the Universe 4/12 Journey to the Edge of the Universe 5/12 Journey to the Edge of the Universe 6/12 Journey to the Edge of the Universe 7/12 Journey to the Edge of the Universe 8/12 Journey to the Edge of the Universe 9/12 Journey to the Edge of the Universe 10/12 Journey to the Edge of the Universe 11/12 Journey to the Edge of the Universe 12/12 P.S. უყურეთ აუცილებლად, და მერე ვიმსჯელოთ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Feb 20 2009, 12:10 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
წკაპო
ციტატა ისინი უფრო მათემატიკური ამონახსენებია ვიდრე რეალური ობიექტები საქმეც ამაშია. ციტატა სივრცე-დროის სინგულარობები სინამდვილეში ჰქმნიან უსასრულო სიმკვრივისა და სიმრუდის გრავიტაციულ „ჭებს“... ჰოდა, გრავიტაციული სინგულარობებიც მხოლოდ ფურცელზე არსებობს. საკითხავი ის არის მართლა არსებობს თუ არა ისეთი სუპერმასიური მატერია (სხეული) რაც რეალურად გამოიწვევს გრავიტაციული სინგულარობის მოვლენას პრაქტიკაში. თავისთავად, მატერიის ძალიან მკვრივი უბნები და ობიექტები იარსებებს, გრავიტაციული ლინზის ეფექტი მიზერულად მცირე მნიშვნელობით მზესაც კი შეუძლია გამოიწვიოს, სეკუნდის მეასედი ნაწილებით "გაამრუდოს" შორეული ვარსკვლავების სინათლე. თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ყველაფერი ეს გვეუბნება რომ ზემკვრივი მატერია არსებობს. ...მაგრამ საიდან ვიცით, რომ რეალურად არსებობს ის ობიექტები, რომლებიც ვთქვათ და შვარცშილდის ამონახსნებმა დაუშვეს? დედამიწა რომ შეუქცევადად შავ ხვრელად გადაქცევისკენ წავიდეს, შესაბამისი შვარცშილდის რადიუსი რამოდენიმე მილიმეტრია სულ, რამდენად რეალურია მატერიის ამხელა კონცენტრაცია??? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
წკაპო |
Feb 20 2009, 02:23 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 18-February 09 წევრი № 6,523 |
წკაპო საქმეც ამაშია. ჰოდა, გრავიტაციული სინგულარობებიც მხოლოდ ფურცელზე არსებობს. საკითხავი ის არის მართლა არსებობს თუ არა ისეთი სუპერმასიური მატერია (სხეული) რაც რეალურად გამოიწვევს გრავიტაციული სინგულარობის მოვლენას პრაქტიკაში. სეკუნდის სათხოვარი მაქვს, ენას მოვუფრთხილდეთ: წამი რითია ურიგო?თავისთავად, მატერიის ძალიან მკვრივი უბნები და ობიექტები იარსებებს, გრავიტაციული ლინზის ეფექტი მიზერულად მცირე მნიშვნელობით მზესაც კი შეუძლია გამოიწვიოს, სეკუნდის მეასედი ნაწილებით "გაამრუდოს" შორეული ვარსკვლავების სინათლე. გრავიტაციული ლინზის ეფექტს ნებისმიერი მასა იწვევს, ეფექტის სიდიდე მასის სიდიდის პირდაპირპროპორციულია, ამიტომ მზეცო, რომ ამბობ, იქ „ც“ სრულიად ზედმეტია. თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ყველაფერი ეს გვეუბნება რომ ზემკვრივი მატერია არსებობს. შავი ხვრელები ხომ არსებობენ? ...მაგრამ საიდან ვიცით, რომ რეალურად არსებობს ის ობიექტები, რომლებიც ვთქვათ და შვარცშილდის ამონახსნებმა დაუშვეს? დედამიწა რომ შეუქცევადად შავ ხვრელად გადაქცევისკენ წავიდეს, შესაბამისი შვარცშილდის რადიუსი რამოდენიმე მილიმეტრია სულ, რამდენად რეალურია მატერიის ამხელა კონცენტრაცია??? ვინაიდან შავი ხვრელების არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა, ამიტომ მასის „ამხელა კონცენტრაცია“ სრულიად რეალურია. ხოლო თუ იმას გულისხმობ, თუ რამდენად რეალურია რომ დედამიწა შვარცშილდის რადიუსამდე შემცირდეს, მაშინ სხვა საქმეა და ამაზე მოკლედ ასე ვიტყოდი:თითქმის გამორიცხულია, დედამიწის მასა ძალიან პატარაა ჩანდრასეკარის მასასთან შედარებით - ანუ თავისით ასეთი შეკუმშვა გამორიცხულია და სხვა რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი