გრანდიოზული აქცია 2, ჯიქიას ქუჩაზე(იაქტიურეთ) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრანდიოზული აქცია 2, ჯიქიას ქუჩაზე(იაქტიურეთ) |
ქავთარაძე |
Feb 18 2009, 11:36 PM
პოსტი
#561
|
დაურეგისტრირებელი |
გამარჯობა ხალხო!
მინდა ჯერ პატარა ისტორია მოგიყვეთ და მერე გადავიდე საქმეზე: ეხლა წინა აქციაზე, ერთ-ერთი მისამართი სადაც მე და დიტო(ჩვენი მომავალი ფორუმელი) ავედით და ავუტანეთ იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონს ტანისამოსი და საკვები. ჯერ იქ ნახულზე გეტყვით 2ოდ სიტყვით, იყო საზარელი სანახავი... ბავშვები ცხოვრობენ საშინელ მდგომარეობაში, 2 თვის ჩვილი ქალბატონ ინგას ჩაბნელებულ ოთახში ჰყავდა ჩვენ რომ ავედით სადაც ფეჩის კვამლისგან სანთლის შუქიც ძლივს მოჩანდა... საჭმლის დანახვაზე ინგას თვალები გაუბრწყინდა ისეთ საზარელ პირობებში ცხოვრობს, არც გამიკვირდება რამდენიმე დღის უჭმელი ყოფილიყო... აი ასე ცხოვრობს იქ ხალხი, ჩამონგრეულ კედლებში , ნაგავში... სიბინძურეში... როცა მე და დიტო გამოვედით ინგას ოთახიდან შევამჩნიეთ ერთი მოხუცებული კაცი, რომელსაც გავესაუბრეთ... აღმოჩნდა , ვკითხე, ყველას უჭირს აქ მეთქი და თქვენ რა გიჭირთთქო... კი შვილო ყველას უჭირს მაგრამ ჩემს მდგომარეობას ვერცკი წარმოიდგენო ასე მიპასუხა... თურმე ამ კაცს სახლი იმ ხიბარის კორიდორში აქვს, სადაც ლტოლვილები ნაგავს ყრიან, შუა ნაგავში უდგას საწოლი და იქ ძინავს... დიტომ შემაჩნია ოთახის ნაშალი შესასვლელშივე, არის 2 კედელი,დანარჩენი 2 გადანგრეულია (1 სანახევროდ) . როცა ფორუმელები საღამოს შევიკრიბეთ გაჩნდა იდეა, რომ ამ მოხუცისთვის ის 1 ოთახი ამოგვეშენებინა , Ina-ina შეგვპირდა ხის კარებს მოგცემთო... შესაბამისად ჩვენ გვჭირდება 1)კარის ჩარჩო 2)ცემენტი(მცოდნე წამყვეს და მიახლოებით მითხრას რამდენი მეშოკი დაგვჭირდება) 3)ბლოკი(იქვე გვერძე შენდება ახალი კორპუსი და იამათ აქვთ გადაყრილი ბლოკის ნატეხები, ნახევარი ბლოკი) იმას თუ მოვიშველიებთ ხარჯიც ნაკლები იქნება.) 4)ცოცხალი ძალა(ვინმე ისეთი ვინც შენება იცის , ტარზანაზე გავიგე ერკვევაო...) ამის გარდა შევაგროვებ ტანსაცმელს ბავშვებისათვის და დიდებისათვისაც რომ ლტოლვილებს ავუტანოთ. თუ საკმარისი თანხა შეგროვდა საჭმელსაც ვუყიდით. ველი ინიციატივებს. |
ქავთარაძე |
Feb 20 2009, 03:24 PM
პოსტი
#562
|
დაურეგისტრირებელი |
ოხ კავკასუსს რა ვუთხარი :@ იმდენი ვწერე და ნეტი გამეთიშა ფუF
დღეს მე და ტარზანა ვიყავით ჯიქიაზე, გაუხარდა ძალიან შოთა პაპას ჩვენი გამოჩენა... მეზობლებსაც ძალიან ესიამოვნათ ჩვენი დანახვა... შევხედეთ სიტუაციას... შოთა პაპას საწოლიც ვნახეთ... ტელეფონის ფანრით და სანთლით ძლივს გავანათეთ... საშინელ მდგომარეობაშია... შემდეგ ჩავედით გვერძე შენობის ადმინისტრაციასთან... მშენებლობის ხელმძღვანელი დიდი სიხარულით არ დაგვხვედრია... მაგრამ 2 კვირაში შეიძლება ბლოკი მომივიდეს და გაგატანთო(ეს უფრო ჩვენი თავიდან მოსაშორებლად თქვა... რავიც...) მე და ტარზანა რომ დავშორდით ერთმანეთს წავედი სხვა მშენებლობაზე(პოლიკნინიკის გვერდზე ვაჟას ბოლოში) იქ ერთი ჩემი მოგვარე გავიცანი(დარაჯად მუშაობს) იმან მითხრა ეს მშენებლობაც გაჩერებულია და დიდს ვერაფერს მოგცემენო... მაგრამ მიმასწავლა ერთი კარგი ადგილი, ვაჟას მეტროს გაგრძელება(უნივერსიტეტის სადგური დაუსრულებელი როა) იმის თავზე კერძო პირებს მიწა შეუსყიდიათ სულ ბოლოში რა... ხოდა იქ შენობა დაუშლიათ აგურისგან აშენებული თურმე აგურს ყიდიან იაფად მუშები და თუ ხელმძღვანელობას დაუკავშირდებით შეიძლება სულ გაჩუქონო. თუ ვერ დავუკავშირდით 500 აგურს 50 ლარად ვიყიდით ალბათ... 2 აგური 1 ბლოკისხელააო... უნდა წავიყოლო ნათია(ნააათიააა ხომ წამყვები?) და იქ უნდა ავიდეთ ხელმძღვანელს მივაკვლიოთ ეგება... ხვალე ავიდეთ ნათიიიიი? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი