![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
death |
![]()
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
დიდი ხანია რაც ამ ფორუმზე არ შემოვსულვარ. ეხლა ვათავლიერები სხვადასხვა თემებს, სადაც კვლავ გაუთავებელი კამათი მიდიოდა და მიდის. ეხლა დრო არ მაქვს, რომ ეს თემები უფრო საფუძვლიანად წავიკითხო, მაგრამ პრობლემის არსი მემგონი ისევ და ისევ ჩვენს ექსკლუზიურ მიდგომაშია.
მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია ყოველთვის ფუნდამენტურ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, პოსტ-ტოტალიტარულ და ავტორიტარიზმის ეპოქებში მიმდინარეობდა, ამიტომ ისტორიულად ხალხის ფსიქლოგიაში ჩამოყალიბდა დემოკრატიის და ლიბერალიზმის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება. არის თუ არა მართლმადდიებლობა ამბივალენტური პლურალიზმის მიმართ? პრობლემა აქ უფრო ჩვენს ცნობიერებაზე გადის, ცნობიერებაზე, რომელიც აღმოცენებულია მონურ და ამბიციურ აზროვნებაში. ცნობიერებაში რომელიც გათიშულია ტოტალიტარიზმის გავლენის წყალობით. მთელი მართლმადიდებლური სამყარო, საბერძნებით ჩათვლითაც ნაწილობრივ, ათწლულებია ტოტალიტარიზმში ცხოვრეობდა, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა პოსტ ტოტალიტარიზმით და ამჟამდ ბუტაფორიული დემოკრატიით, რომელსაც რეალურად ავტორიტარიზმის სახე უფრო აქვს. ადამიანის ფსიქოლოგიაში ჩამოყალებდა მკაცრად იზოლირებული კონფორმისტული აზროვნება, სადაც ყოველი განსხვავება აღქმული იყო როგორც საზოგადოების ღალატი. ეს მოვლენა პირდაპირ მიმართული იყო პიროვნულობის ჩაკვლისკენ, რაც ადამიანს იოლად აქცევდა ადვილად კონტროლირებად ზომბად სახელმწიფოს ხელში. ამიტომ XXI ს. მართლმადიდებლური ცივლიზაციის ადამიანს აღარ შესწევს უნარი იყოს განსხვავებული, აღარ შესწევს XXI ს. ეკლესიას მიიღოს განსხვავება. ის მოითხოვს ტოტლურ კონტორლს. რაც შლის ადამიანში მის განსვავებულობას და აქცევს მას მაღალ იერარქთა (როგორც საერო ისე საულიერო) თოჯინად. ყოველი ეს დაჟინებული კამათი, განსხვავებული კალენდრის მიუღებლობაზე, გალობის ერთფეროვნებაზე, ჩვილთა ბედის მომავლის უშეცდომო განსაზღვრაზე, ღვთისმახურების განსხვავებების მიუღებლობაზე და სხვა მრავალზე ნიშანია თანამდეროვე მართლმადიდებლის სულიერ და გონებრივ დაკნინებზე. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება (schismata – დაყოფა, განხეთქილება) ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც (aireseis - არჩევანი, აზრთა სხვადასხვაობა) საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.” (1კორ. 11:18-19). პავლე მოციქული აქ საუბრობს ორგვარ პლურალიზმზე (განსხვავებულობაზე) პირველი, რომელიც გვაქვს ეკლესიაში "შესვლისას" ხოლო "მეორე" ეკლესიიდან გამოსვლისას, როდესაც თვითოეულმა ჩვენგანმა მიიღო სულიწმინდის ნიჭი. როდესაც ჩვენ ჩვენი განსხვავებით ვიკრიბებით ეკლესიაში, ჩვენ მივდივართ იქ საკუთარი განსხვავებებით, საკუთარი სქიზმებით მაგრამ ამ ყველაფრის ფერიცვალება ხდება ქრისტეში ევქარისტიის საშუალებით, სადაც იშლება დაყოფა მაგრამ რჩება განსხვავება. მთავარი მომენტი აქ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, როგორც ინდივიდუალური არსება, რომელიც განსხვავებულია სულიერად, კულტურულად, ენობრივად, ასაკობრივად, ხასიათით, სოციალური მდგომარეობით, ადგილოვრივი ტრადიციით ღმერთს ეძებს განსხვავებულად, როგორ ინდივიდი. ანუ ეს განსხვავება არ უნდა იყოს დაყოფის წარმოშობის მიზეზი, არამედ აღიარებული უნდა იყოს როგორც აუცილებელი მოვლენა რადგან ყველა ადამიანმა უნდა ემსახუროს ღმერთს პირადი მოწოდების და მრავალფეროვნების ხარჯზე. ხოლო მონოტუნურობა აღქმული უნა იყოს როგორც სულიერი დაკნინების ნიშანი. ერთასხოვნება არამხოლოდ ეწინააღმდეგება ეკლესიას (ქრისტეს სხეულს), არამედ როგორც ისტორიამ გვიჩვენა ხდება დაყოფის და დაკნინები მიზეზი. გლობალიზაცია რომელიც ეს ფართოდ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, თან მოაქვს აზრის თავისუფლება. ინტერნეტის და სხვა მულტიკულტურული საშუალებების წყალობით თანამედროვე ადამიანი ეცნობა სხვა კულტურებს და ტრადიციებს. ხდება კულტურლი მინი იდენტობების გაცვლა-გამოცვლა. ის მიდის ეკლესიაში თავისი განსხვავებებით, რომელიც თავისუფალია სახელმწიფოებრივი ზეწოლისგან მაგრამ როგორი იქნება თანამდეროვე ქართული აზროვნების მქონე რელიგიური ადამიანების რეაქცია ამაზე? რა თქმა უნდა ნეგატიური. მას აქვს ორი გზა ან გაყოფა ამ რეფორმა. ხოლო მისი რეფორმისტული სულისკვეთება მომენტალურად იზრდება ფუნდამენტლაიზმში, რადგან ჩვენთან გასნხვავებულობა მოიუღებელია (რაც გამორიცხავს დათმობას) - ყველას თავისი სიმართლე აბსოლიტური ჭეშმარიტება ჰგონია. დღეს ჩვენ ნებით თუ უნებლიედ ვცხოვრობთ სეკულარისტულ სამყაროში, სადაც რწმენა არ განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას, სადაც რელიგიური ფანატიზმის ადგილი მაქსლიმალურად ლიმიტირებულია. დღევანდელი ადამიანი მაქსიმალურად ლიბერალიზირებულია რწმენის და აზროვნების კუთხით, სადაც ადამიანი თავისი ინდივიდუალობით შეუზღუდავია. ამიტომ მსგავსი ქმედებით ჩვენ ვდგავართ რელიგიური დაქუცმაცების პირას. მაგრამ ეს შესამჩნევი არაა, რადგან დღევანდელი თაობების ადამიანი მიჩვეულია აზრობრივი კონტროლის ქვეშ ცხოვრებას. მაგრამ რა იქნება მომავალში? ამიტომაც ჩვენი მრევლი მუდამ დუმილში და კამათშია. მაგრამ სად არის მრევლი, რომლიც მუდამ ჰარმონიაშია? მსგავსი არ არსებებს. ყოველი ადამიანი განსხვავებულია, ეს განსხვავება მას ღმერთისგან აქვს ბოძებული. ყველა საკუთარი ინდივიდუალობით ვცდილობთ ღმერთთან მიახლოვებას. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.” (1კორ.10:17). პ.ს. მე ამ პოსტით არავის არ ვაყენებ შეურაწყობფას და არც სხვა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას მოვიაზრებ. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ზოგადად?
კაი, ზოგადად გეტყვი, რომ მაგარი მარაზმია დღვანდელი გაგება მართლმადიდებლობისა, რომელიც მხოლოდ წარმოსახვითი მართლმადიდებლობაა, არადა პირადად მე, არასოდეს გავხდებოდი მართლმადიდებელი, რომ მხოლოდ "დღევანდელი" მოღუშული ნაკურთხი მესანთლეები შემხვედროდა ![]() პ.ს. ეს მორჩილების ინსტიტუტი, ხომ საერთოდ ისე შერყვნეს ზოგიერთებმა, რომ თავად მორჩილებას შეურაცხყოფენ.... (მაგ. ერთი ეპისკოპოსი თავის მრევლს - დოქტორანტს, სამეცნიერო ლიტერატურის კითხვას კურთხევის გარეშე უკრძალავს) -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
death |
![]()
პოსტი
#3
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ზოგადად? კაი, ზოგადად გეტყვი, რომ მაგარი მარაზმია დღვანდელი გაგება მართლმადიდებლობისა, რომელიც მხოლოდ წარმოსახვითი მართლმადიდებლობაა, არადა პირადად მე, არასოდეს გავხდებოდი მართლმადიდებელი, რომ მხოლოდ "დღევანდელი" მოღუშული ნაკურთხი მესანთლეები შემხვედროდა ![]() მეც მაგას ვამბობ ![]() ანუ ნაწყვეტი მატრიცის პოსტ ტრილოგიის IV ნაწილიდან ![]() ![]() ![]() ციტატა ერთი ეპისკოპოსი თავის მრევლს - დოქტორანტს, სამეცნიერო ლიტერატურის კითხვას კურთხევის გარეშე უკრძალავს ბნელა ივერიასა შინა ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რომ თურმე ისინი არაკანონიკურად გალობენ, რაც ქრისტეს ნერვებს უშლის ნუ ეს თემა ხომ საერთოდ ..... ![]() ციტატა ბნელა ივერიასი შინა თან როგორ... პ.ს. თეოფილე გვინდა თეოფილე და ბატონი მარკოზი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი