გრანდიოზული აქცია 2, ჯიქიას ქუჩაზე(იაქტიურეთ) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრანდიოზული აქცია 2, ჯიქიას ქუჩაზე(იაქტიურეთ) |
ქავთარაძე |
Feb 18 2009, 11:36 PM
პოსტი
#561
|
დაურეგისტრირებელი |
გამარჯობა ხალხო!
მინდა ჯერ პატარა ისტორია მოგიყვეთ და მერე გადავიდე საქმეზე: ეხლა წინა აქციაზე, ერთ-ერთი მისამართი სადაც მე და დიტო(ჩვენი მომავალი ფორუმელი) ავედით და ავუტანეთ იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონს ტანისამოსი და საკვები. ჯერ იქ ნახულზე გეტყვით 2ოდ სიტყვით, იყო საზარელი სანახავი... ბავშვები ცხოვრობენ საშინელ მდგომარეობაში, 2 თვის ჩვილი ქალბატონ ინგას ჩაბნელებულ ოთახში ჰყავდა ჩვენ რომ ავედით სადაც ფეჩის კვამლისგან სანთლის შუქიც ძლივს მოჩანდა... საჭმლის დანახვაზე ინგას თვალები გაუბრწყინდა ისეთ საზარელ პირობებში ცხოვრობს, არც გამიკვირდება რამდენიმე დღის უჭმელი ყოფილიყო... აი ასე ცხოვრობს იქ ხალხი, ჩამონგრეულ კედლებში , ნაგავში... სიბინძურეში... როცა მე და დიტო გამოვედით ინგას ოთახიდან შევამჩნიეთ ერთი მოხუცებული კაცი, რომელსაც გავესაუბრეთ... აღმოჩნდა , ვკითხე, ყველას უჭირს აქ მეთქი და თქვენ რა გიჭირთთქო... კი შვილო ყველას უჭირს მაგრამ ჩემს მდგომარეობას ვერცკი წარმოიდგენო ასე მიპასუხა... თურმე ამ კაცს სახლი იმ ხიბარის კორიდორში აქვს, სადაც ლტოლვილები ნაგავს ყრიან, შუა ნაგავში უდგას საწოლი და იქ ძინავს... დიტომ შემაჩნია ოთახის ნაშალი შესასვლელშივე, არის 2 კედელი,დანარჩენი 2 გადანგრეულია (1 სანახევროდ) . როცა ფორუმელები საღამოს შევიკრიბეთ გაჩნდა იდეა, რომ ამ მოხუცისთვის ის 1 ოთახი ამოგვეშენებინა , Ina-ina შეგვპირდა ხის კარებს მოგცემთო... შესაბამისად ჩვენ გვჭირდება 1)კარის ჩარჩო 2)ცემენტი(მცოდნე წამყვეს და მიახლოებით მითხრას რამდენი მეშოკი დაგვჭირდება) 3)ბლოკი(იქვე გვერძე შენდება ახალი კორპუსი და იამათ აქვთ გადაყრილი ბლოკის ნატეხები, ნახევარი ბლოკი) იმას თუ მოვიშველიებთ ხარჯიც ნაკლები იქნება.) 4)ცოცხალი ძალა(ვინმე ისეთი ვინც შენება იცის , ტარზანაზე გავიგე ერკვევაო...) ამის გარდა შევაგროვებ ტანსაცმელს ბავშვებისათვის და დიდებისათვისაც რომ ლტოლვილებს ავუტანოთ. თუ საკმარისი თანხა შეგროვდა საჭმელსაც ვუყიდით. ველი ინიციატივებს. |
ტარზანა |
Feb 20 2009, 11:43 PM
პოსტი
#562
|
ლაბლაბო... ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
ციტატა სამშენებლო მასალის გარდა დაწერეთ რა კიდევ რა არის საჭირო? ლეიბი, საბანი, ბალიში, ქვაბი, ჭურჭელი..... ეგეც არ ექნება ალბათ ხო ნუ ეგ ყველაფერი თავისთავად მაგრამ... უბრალოდ ორი კედელია მეტი არაფერი.. ლოგინი აქვს ბაბუს მაგრამ ალბათ ძალიან ძველია და დახეული (სიბნელეში ვერ შევათვალიერეთ კარგად) ჭურჭელი შეიძლება მთლად ვერ გამოიყენოს მაგრამ დამიჯერეთ იქ ყველა მაგრადაა გაჭირვებული და ჭურჭლის საყიდელი ფული ნამდვილად არ აქვთ ასე რომ შოთა პაპას ჩვენი მიტანილი ჭურჭლით გაუკეთებენ საჭმელს.. მაგიდა და სკამი... აი ეს დასჭირდება... ვინმე თუ აქვს რამე სარესტავრაციო მაგინდა შეგვიძლია გავაკეთოთ... ფანჯარა... ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება მე მქონდეს თუ ვენმეს არ გაატანა მამაჩემმა, (დღეს არ მინახავს დილის მერე და ეხლა ძინავს, არ მიკითხავს) მოკლედ სულ ესაა მგონი ხო და კიდევ რა... მორალური დახმარება სჭირდება იმ ხალხს როგორც მე შევატყე... უხარიათ ყურადღება და ვისაც გინდათ მათი გახარებული თვალები იხილოთ ერთხელ მაინც მოინახულეთ შოთა პაპა და მთელი სამეზობლო... ბოდიშით თუ თავი მოგაწყინეთ... მიყვარხართ... -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი