IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პლურალიზმი თუ კოლექტიური ფუნდამენტალიზმი, ანუ რატომ არის განსხვავება მიუღებელი
death
პოსტი Feb 20 2009, 11:14 PM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



დიდი ხანია რაც ამ ფორუმზე არ შემოვსულვარ. ეხლა ვათავლიერები სხვადასხვა თემებს, სადაც კვლავ გაუთავებელი კამათი მიდიოდა და მიდის. ეხლა დრო არ მაქვს, რომ ეს თემები უფრო საფუძვლიანად წავიკითხო, მაგრამ პრობლემის არსი მემგონი ისევ და ისევ ჩვენს ექსკლუზიურ მიდგომაშია.

მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია ყოველთვის ფუნდამენტურ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, პოსტ-ტოტალიტარულ და ავტორიტარიზმის ეპოქებში მიმდინარეობდა, ამიტომ ისტორიულად ხალხის ფსიქლოგიაში ჩამოყალიბდა დემოკრატიის და ლიბერალიზმის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება.

არის თუ არა მართლმადდიებლობა ამბივალენტური პლურალიზმის მიმართ? პრობლემა აქ უფრო ჩვენს ცნობიერებაზე გადის, ცნობიერებაზე, რომელიც აღმოცენებულია მონურ და ამბიციურ აზროვნებაში. ცნობიერებაში რომელიც გათიშულია ტოტალიტარიზმის გავლენის წყალობით. მთელი მართლმადიდებლური სამყარო, საბერძნებით ჩათვლითაც ნაწილობრივ, ათწლულებია ტოტალიტარიზმში ცხოვრეობდა, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა პოსტ ტოტალიტარიზმით და ამჟამდ ბუტაფორიული დემოკრატიით, რომელსაც რეალურად ავტორიტარიზმის სახე უფრო აქვს.

ადამიანის ფსიქოლოგიაში ჩამოყალებდა მკაცრად იზოლირებული კონფორმისტული აზროვნება, სადაც ყოველი განსხვავება აღქმული იყო როგორც საზოგადოების ღალატი. ეს მოვლენა პირდაპირ მიმართული იყო პიროვნულობის ჩაკვლისკენ, რაც ადამიანს იოლად აქცევდა ადვილად კონტროლირებად ზომბად სახელმწიფოს ხელში. ამიტომ XXI ს. მართლმადიდებლური ცივლიზაციის ადამიანს აღარ შესწევს უნარი იყოს განსხვავებული, აღარ შესწევს XXI ს. ეკლესიას მიიღოს განსხვავება. ის მოითხოვს ტოტლურ კონტორლს. რაც შლის ადამიანში მის განსვავებულობას და აქცევს მას მაღალ იერარქთა (როგორც საერო ისე საულიერო) თოჯინად.

ყოველი ეს დაჟინებული კამათი, განსხვავებული კალენდრის მიუღებლობაზე, გალობის ერთფეროვნებაზე, ჩვილთა ბედის მომავლის უშეცდომო განსაზღვრაზე, ღვთისმახურების განსხვავებების მიუღებლობაზე და სხვა მრავალზე ნიშანია თანამდეროვე მართლმადიდებლის სულიერ და გონებრივ დაკნინებზე.

ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება (schismata – დაყოფა, განხეთქილება) ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც (aireseis - არჩევანი, აზრთა სხვადასხვაობა) საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.” (1კორ. 11:18-19).


პავლე მოციქული აქ საუბრობს ორგვარ პლურალიზმზე (განსხვავებულობაზე) პირველი, რომელიც გვაქვს ეკლესიაში "შესვლისას" ხოლო "მეორე" ეკლესიიდან გამოსვლისას, როდესაც თვითოეულმა ჩვენგანმა მიიღო სულიწმინდის ნიჭი.

როდესაც ჩვენ ჩვენი განსხვავებით ვიკრიბებით ეკლესიაში, ჩვენ მივდივართ იქ საკუთარი განსხვავებებით, საკუთარი სქიზმებით მაგრამ ამ ყველაფრის ფერიცვალება ხდება ქრისტეში ევქარისტიის საშუალებით, სადაც იშლება დაყოფა მაგრამ რჩება განსხვავება. მთავარი მომენტი აქ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, როგორც ინდივიდუალური არსება, რომელიც განსხვავებულია სულიერად, კულტურულად, ენობრივად, ასაკობრივად, ხასიათით, სოციალური მდგომარეობით, ადგილოვრივი ტრადიციით ღმერთს ეძებს განსხვავებულად, როგორ ინდივიდი. ანუ ეს განსხვავება არ უნდა იყოს დაყოფის წარმოშობის მიზეზი, არამედ აღიარებული უნდა იყოს როგორც აუცილებელი მოვლენა რადგან ყველა ადამიანმა უნდა ემსახუროს ღმერთს პირადი მოწოდების და მრავალფეროვნების ხარჯზე. ხოლო მონოტუნურობა აღქმული უნა იყოს როგორც სულიერი დაკნინების ნიშანი. ერთასხოვნება არამხოლოდ ეწინააღმდეგება ეკლესიას (ქრისტეს სხეულს), არამედ როგორც ისტორიამ გვიჩვენა ხდება დაყოფის და დაკნინები მიზეზი.

გლობალიზაცია რომელიც ეს ფართოდ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, თან მოაქვს აზრის თავისუფლება. ინტერნეტის და სხვა მულტიკულტურული საშუალებების წყალობით თანამედროვე ადამიანი ეცნობა სხვა კულტურებს და ტრადიციებს. ხდება კულტურლი მინი იდენტობების გაცვლა-გამოცვლა. ის მიდის ეკლესიაში თავისი განსხვავებებით, რომელიც თავისუფალია სახელმწიფოებრივი ზეწოლისგან მაგრამ როგორი იქნება თანამდეროვე ქართული აზროვნების მქონე რელიგიური ადამიანების რეაქცია ამაზე? რა თქმა უნდა ნეგატიური. მას აქვს ორი გზა ან გაყოფა ამ რეფორმა. ხოლო მისი რეფორმისტული სულისკვეთება მომენტალურად იზრდება ფუნდამენტლაიზმში, რადგან ჩვენთან გასნხვავებულობა მოიუღებელია (რაც გამორიცხავს დათმობას) - ყველას თავისი სიმართლე აბსოლიტური ჭეშმარიტება ჰგონია.

დღეს ჩვენ ნებით თუ უნებლიედ ვცხოვრობთ სეკულარისტულ სამყაროში, სადაც რწმენა არ განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას, სადაც რელიგიური ფანატიზმის ადგილი მაქსლიმალურად ლიმიტირებულია. დღევანდელი ადამიანი მაქსიმალურად ლიბერალიზირებულია რწმენის და აზროვნების კუთხით, სადაც ადამიანი თავისი ინდივიდუალობით შეუზღუდავია. ამიტომ მსგავსი ქმედებით ჩვენ ვდგავართ რელიგიური დაქუცმაცების პირას. მაგრამ ეს შესამჩნევი არაა, რადგან დღევანდელი თაობების ადამიანი მიჩვეულია აზრობრივი კონტროლის ქვეშ ცხოვრებას. მაგრამ რა იქნება მომავალში?

ამიტომაც ჩვენი მრევლი მუდამ დუმილში და კამათშია. მაგრამ სად არის მრევლი, რომლიც მუდამ ჰარმონიაშია? მსგავსი არ არსებებს.

ყოველი ადამიანი განსხვავებულია, ეს განსხვავება მას ღმერთისგან აქვს ბოძებული. ყველა საკუთარი ინდივიდუალობით ვცდილობთ ღმერთთან მიახლოვებას. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.” (1კორ.10:17).

პ.ს. მე ამ პოსტით არავის არ ვაყენებ შეურაწყობფას და არც სხვა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას მოვიაზრებ.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Feb 21 2009, 12:01 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არ ხმება biggrin.gif
არც იჟანგება biggrin.gif
მაქსიმუმ ადგილი დაგითმო biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
death   პლურალიზმი თუ კოლექტიური ფუნდამენტალიზმი   Feb 20 2009, 11:14 PM
კანუდოსელი   დედა, ამას პასუხს რá...   Feb 20 2009, 11:21 PM
death   დედა, ამას პასუხს რ...   Feb 20 2009, 11:27 PM
კანუდოსელი   ზოგადად? კაი, ზოგადá...   Feb 20 2009, 11:30 PM
death   ზოგადად? კაი, ზოგად...   Feb 20 2009, 11:39 PM
კანუდოსელი   რომ თურმე ისინი არá...   Feb 20 2009, 11:42 PM
death   თეოფილე გვინდა თეá...   Feb 20 2009, 11:48 PM
კანუდოსელი   ისე, საქართველოში áƒ...   Feb 20 2009, 11:52 PM
death   ისე, საქართველოში á...   Feb 20 2009, 11:53 PM
კანუდოსელი   მგონი ორივეგან სუáƒ...   Feb 20 2009, 11:56 PM
KAIROS   ეგრეა ნამდვილად არ...   Feb 20 2009, 11:57 PM
death   ეგრეა ნამდვილად აáƒ...   Feb 21 2009, 12:05 AM
კანუდოსელი   გაგიხმეს ეგ გასახმ...   Feb 20 2009, 11:59 PM
KAIROS   არ ხმება :D არც იჟანáƒ...   Feb 21 2009, 12:01 AM
კანუდოსელი   საერთოდ ქართველობá...   Feb 21 2009, 12:08 AM
death   საერთოდ ქართველობ...   Feb 21 2009, 12:14 AM
კანუდოსელი   ხო, ამას იმასაც დავ...   Feb 21 2009, 12:14 AM
death   ხო, ამას იმასაც დავ...   Feb 21 2009, 12:19 AM
ნაინა   რა ტკბილად ჟღურტულ...   Feb 21 2009, 12:14 AM
კანუდოსელი   ჩვენ ვინ რას დაგვაáƒ...   Feb 21 2009, 12:16 AM
ნაინა   კანუდოსელი როგორ áƒ...   Feb 21 2009, 12:19 AM
კანუდოსელი   როგორ მიყვარს შენáƒ...   Feb 21 2009, 12:32 AM
კანუდოსელი   არა, მე მგონი ეს ფენ...   Feb 21 2009, 12:22 AM
staywhite   კანუდოსელი death სხვაá...   Feb 21 2009, 12:25 AM
კანუდოსელი   კანუდოსელი death სხვა...   Feb 21 2009, 12:27 AM
staywhite   არა, კათოლიკებს არ á...   Feb 21 2009, 12:29 AM
death   სხვაშორის კარგი სი...   Feb 21 2009, 12:33 AM
გიორგი   ბოლოსდაბოლოს, ვინმ...   Feb 21 2009, 12:38 AM
კანუდოსელი   ბოლოსდაბოლოს, ვინáƒ...   Feb 21 2009, 12:39 AM
კანუდოსელი   სხვათა შორის არსებ...   Feb 21 2009, 12:51 AM
გიორგი   კანუდოსელი ტრადიც...   Feb 21 2009, 12:51 AM
მხევალი ნინო   გიორგი შენ რაღაც á...   Feb 21 2009, 12:52 AM
კანუდოსელი   მე თუ კაცი მკითხავáƒ...   Feb 21 2009, 12:53 AM
გიორგი   მხევალი ნინო და ვიá...   Feb 21 2009, 12:55 AM
კანუდოსელი   გადავწყვიტე კიდევ...   Feb 21 2009, 12:57 AM
მხევალი ნინო   გიორგი იმედია სხáƒ...   Feb 21 2009, 12:57 AM
გიორგი   კანუდოსელი მე კიდáƒ...   Feb 21 2009, 01:00 AM
death   კანუდოსელი მე კიდá...   Feb 21 2009, 01:14 AM
კანუდოსელი   ისე არ გამოგვივიდáƒ...   Feb 21 2009, 01:16 AM
კანუდოსელი   საბერძნეთში ეკლესá...   Feb 21 2009, 01:07 AM
Темур   ბულგარეთი არ დამიჩ...   Feb 21 2009, 01:12 AM
staywhite   გიორგი არა გიორგი,...   Feb 21 2009, 01:18 AM
death   [b] გიორგი არა გიორგ...   Feb 21 2009, 01:26 AM
გიორგი   death და სადმე არიá...   Feb 21 2009, 01:20 AM
კანუდოსელი   არსად...დედამიწაზე á...   Feb 21 2009, 01:21 AM
staywhite   კანუდოსელი ეეჰ :rolleye...   Feb 21 2009, 01:23 AM
გიორგი   კანუდოსელი და მარáƒ...   Feb 21 2009, 01:30 AM
death   [b]კანუდოსელი და მაá...   Feb 21 2009, 01:33 AM
გიორგი   death ვახ, რა სასწაულიá...   Feb 21 2009, 01:38 AM
death   [b]death ვახ, რა სასწაულ...   Feb 21 2009, 01:43 AM
staywhite   death და იერუსალიმში áƒ...   Feb 21 2009, 01:43 AM
death   [b]death და იერუსალიმშáƒ...   Feb 21 2009, 01:51 AM
გიორგი   death ვააა, ეს ნახე, რა ...   Feb 21 2009, 01:50 AM
staywhite   death ნუ ახლა, ისეთი პრ...   Feb 21 2009, 01:57 AM
ნაინა   death ჰოოოო, რა ვიცი, რáƒ...   Feb 21 2009, 02:48 AM
KAIROS   ეს ჭკვიანი კაცი იყáƒ...   Feb 21 2009, 04:17 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2026 - 09:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი