სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| death |
Feb 20 2009, 11:14 PM
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
დიდი ხანია რაც ამ ფორუმზე არ შემოვსულვარ. ეხლა ვათავლიერები სხვადასხვა თემებს, სადაც კვლავ გაუთავებელი კამათი მიდიოდა და მიდის. ეხლა დრო არ მაქვს, რომ ეს თემები უფრო საფუძვლიანად წავიკითხო, მაგრამ პრობლემის არსი მემგონი ისევ და ისევ ჩვენს ექსკლუზიურ მიდგომაშია.
მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია ყოველთვის ფუნდამენტურ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, პოსტ-ტოტალიტარულ და ავტორიტარიზმის ეპოქებში მიმდინარეობდა, ამიტომ ისტორიულად ხალხის ფსიქლოგიაში ჩამოყალიბდა დემოკრატიის და ლიბერალიზმის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება. არის თუ არა მართლმადდიებლობა ამბივალენტური პლურალიზმის მიმართ? პრობლემა აქ უფრო ჩვენს ცნობიერებაზე გადის, ცნობიერებაზე, რომელიც აღმოცენებულია მონურ და ამბიციურ აზროვნებაში. ცნობიერებაში რომელიც გათიშულია ტოტალიტარიზმის გავლენის წყალობით. მთელი მართლმადიდებლური სამყარო, საბერძნებით ჩათვლითაც ნაწილობრივ, ათწლულებია ტოტალიტარიზმში ცხოვრეობდა, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა პოსტ ტოტალიტარიზმით და ამჟამდ ბუტაფორიული დემოკრატიით, რომელსაც რეალურად ავტორიტარიზმის სახე უფრო აქვს. ადამიანის ფსიქოლოგიაში ჩამოყალებდა მკაცრად იზოლირებული კონფორმისტული აზროვნება, სადაც ყოველი განსხვავება აღქმული იყო როგორც საზოგადოების ღალატი. ეს მოვლენა პირდაპირ მიმართული იყო პიროვნულობის ჩაკვლისკენ, რაც ადამიანს იოლად აქცევდა ადვილად კონტროლირებად ზომბად სახელმწიფოს ხელში. ამიტომ XXI ს. მართლმადიდებლური ცივლიზაციის ადამიანს აღარ შესწევს უნარი იყოს განსხვავებული, აღარ შესწევს XXI ს. ეკლესიას მიიღოს განსხვავება. ის მოითხოვს ტოტლურ კონტორლს. რაც შლის ადამიანში მის განსვავებულობას და აქცევს მას მაღალ იერარქთა (როგორც საერო ისე საულიერო) თოჯინად. ყოველი ეს დაჟინებული კამათი, განსხვავებული კალენდრის მიუღებლობაზე, გალობის ერთფეროვნებაზე, ჩვილთა ბედის მომავლის უშეცდომო განსაზღვრაზე, ღვთისმახურების განსხვავებების მიუღებლობაზე და სხვა მრავალზე ნიშანია თანამდეროვე მართლმადიდებლის სულიერ და გონებრივ დაკნინებზე. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება (schismata – დაყოფა, განხეთქილება) ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც (aireseis - არჩევანი, აზრთა სხვადასხვაობა) საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.” (1კორ. 11:18-19). პავლე მოციქული აქ საუბრობს ორგვარ პლურალიზმზე (განსხვავებულობაზე) პირველი, რომელიც გვაქვს ეკლესიაში "შესვლისას" ხოლო "მეორე" ეკლესიიდან გამოსვლისას, როდესაც თვითოეულმა ჩვენგანმა მიიღო სულიწმინდის ნიჭი. როდესაც ჩვენ ჩვენი განსხვავებით ვიკრიბებით ეკლესიაში, ჩვენ მივდივართ იქ საკუთარი განსხვავებებით, საკუთარი სქიზმებით მაგრამ ამ ყველაფრის ფერიცვალება ხდება ქრისტეში ევქარისტიის საშუალებით, სადაც იშლება დაყოფა მაგრამ რჩება განსხვავება. მთავარი მომენტი აქ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, როგორც ინდივიდუალური არსება, რომელიც განსხვავებულია სულიერად, კულტურულად, ენობრივად, ასაკობრივად, ხასიათით, სოციალური მდგომარეობით, ადგილოვრივი ტრადიციით ღმერთს ეძებს განსხვავებულად, როგორ ინდივიდი. ანუ ეს განსხვავება არ უნდა იყოს დაყოფის წარმოშობის მიზეზი, არამედ აღიარებული უნდა იყოს როგორც აუცილებელი მოვლენა რადგან ყველა ადამიანმა უნდა ემსახუროს ღმერთს პირადი მოწოდების და მრავალფეროვნების ხარჯზე. ხოლო მონოტუნურობა აღქმული უნა იყოს როგორც სულიერი დაკნინების ნიშანი. ერთასხოვნება არამხოლოდ ეწინააღმდეგება ეკლესიას (ქრისტეს სხეულს), არამედ როგორც ისტორიამ გვიჩვენა ხდება დაყოფის და დაკნინები მიზეზი. გლობალიზაცია რომელიც ეს ფართოდ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, თან მოაქვს აზრის თავისუფლება. ინტერნეტის და სხვა მულტიკულტურული საშუალებების წყალობით თანამედროვე ადამიანი ეცნობა სხვა კულტურებს და ტრადიციებს. ხდება კულტურლი მინი იდენტობების გაცვლა-გამოცვლა. ის მიდის ეკლესიაში თავისი განსხვავებებით, რომელიც თავისუფალია სახელმწიფოებრივი ზეწოლისგან მაგრამ როგორი იქნება თანამდეროვე ქართული აზროვნების მქონე რელიგიური ადამიანების რეაქცია ამაზე? რა თქმა უნდა ნეგატიური. მას აქვს ორი გზა ან გაყოფა ამ რეფორმა. ხოლო მისი რეფორმისტული სულისკვეთება მომენტალურად იზრდება ფუნდამენტლაიზმში, რადგან ჩვენთან გასნხვავებულობა მოიუღებელია (რაც გამორიცხავს დათმობას) - ყველას თავისი სიმართლე აბსოლიტური ჭეშმარიტება ჰგონია. დღეს ჩვენ ნებით თუ უნებლიედ ვცხოვრობთ სეკულარისტულ სამყაროში, სადაც რწმენა არ განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას, სადაც რელიგიური ფანატიზმის ადგილი მაქსლიმალურად ლიმიტირებულია. დღევანდელი ადამიანი მაქსიმალურად ლიბერალიზირებულია რწმენის და აზროვნების კუთხით, სადაც ადამიანი თავისი ინდივიდუალობით შეუზღუდავია. ამიტომ მსგავსი ქმედებით ჩვენ ვდგავართ რელიგიური დაქუცმაცების პირას. მაგრამ ეს შესამჩნევი არაა, რადგან დღევანდელი თაობების ადამიანი მიჩვეულია აზრობრივი კონტროლის ქვეშ ცხოვრებას. მაგრამ რა იქნება მომავალში? ამიტომაც ჩვენი მრევლი მუდამ დუმილში და კამათშია. მაგრამ სად არის მრევლი, რომლიც მუდამ ჰარმონიაშია? მსგავსი არ არსებებს. ყოველი ადამიანი განსხვავებულია, ეს განსხვავება მას ღმერთისგან აქვს ბოძებული. ყველა საკუთარი ინდივიდუალობით ვცდილობთ ღმერთთან მიახლოვებას. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.” (1კორ.10:17). პ.ს. მე ამ პოსტით არავის არ ვაყენებ შეურაწყობფას და არც სხვა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას მოვიაზრებ. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
| ნაინა |
Feb 21 2009, 02:48 AM
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
death
ციტატა 5079 - Конец света. ჰოოოო, რა ვიცი, რუსებმა სტატია გააშანშალეს, 2012 წელს რაღაც ჯანდაბა დაეტაკება დედამიწასო და შესაძლებელია მოწყვიტოს ორბიტიდანო. თუ ვიპოვე ისევ ის სტატია გაჩვენებთ თქვენც. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
death პლურალიზმი თუ კოლექტიური ფუნდამენტალიზმი Feb 20 2009, 11:14 PM
კანუდოსელი დედა, ამას პასუხს რ... Feb 20 2009, 11:21 PM
death
დედა, ამას პასუხს რ... Feb 20 2009, 11:27 PM
კანუდოსელი ზოგადად?
კაი, ზოგად... Feb 20 2009, 11:30 PM
death
ზოგადად?
კაი, ზოგად... Feb 20 2009, 11:39 PM
კანუდოსელი
რომ თურმე ისინი არ... Feb 20 2009, 11:42 PM
death
თეოფილე გვინდა თე... Feb 20 2009, 11:48 PM
კანუდოსელი ისე, საქართველოში ... Feb 20 2009, 11:52 PM
death
ისე, საქართველოში ... Feb 20 2009, 11:53 PM
კანუდოსელი
მგონი ორივეგან სუ... Feb 20 2009, 11:56 PM
KAIROS ეგრეა ნამდვილად არ... Feb 20 2009, 11:57 PM
death
ეგრეა ნამდვილად ა... Feb 21 2009, 12:05 AM
კანუდოსელი გაგიხმეს ეგ გასახმ... Feb 20 2009, 11:59 PM
KAIROS არ ხმება :D
არც იჟან... Feb 21 2009, 12:01 AM
კანუდოსელი საერთოდ ქართველობ... Feb 21 2009, 12:08 AM
death
საერთოდ ქართველობ... Feb 21 2009, 12:14 AM
კანუდოსელი
ხო, ამას იმასაც დავ... Feb 21 2009, 12:14 AM
death
ხო, ამას იმასაც დავ... Feb 21 2009, 12:19 AM
ნაინა რა ტკბილად ჟღურტულ... Feb 21 2009, 12:14 AM
კანუდოსელი ჩვენ ვინ რას დაგვა... Feb 21 2009, 12:16 AM
ნაინა კანუდოსელი
როგორ ... Feb 21 2009, 12:19 AM
კანუდოსელი
როგორ მიყვარს შენ... Feb 21 2009, 12:32 AM
კანუდოსელი არა, მე მგონი ეს ფენ... Feb 21 2009, 12:22 AM
staywhite კანუდოსელი
death
სხვა... Feb 21 2009, 12:25 AM
კანუდოსელი
კანუდოსელი
death
სხვა... Feb 21 2009, 12:27 AM
staywhite არა, კათოლიკებს არ ... Feb 21 2009, 12:29 AM
death სხვაშორის კარგი სი... Feb 21 2009, 12:33 AM
გიორგი ბოლოსდაბოლოს, ვინმ... Feb 21 2009, 12:38 AM
კანუდოსელი
ბოლოსდაბოლოს, ვინ... Feb 21 2009, 12:39 AM
კანუდოსელი სხვათა შორის არსებ... Feb 21 2009, 12:51 AM
გიორგი კანუდოსელი
ტრადიც... Feb 21 2009, 12:51 AM
მხევალი ნინო გიორგი
შენ რაღაც ... Feb 21 2009, 12:52 AM
კანუდოსელი მე თუ კაცი მკითხავ... Feb 21 2009, 12:53 AM
გიორგი მხევალი ნინო
და ვი... Feb 21 2009, 12:55 AM
კანუდოსელი
გადავწყვიტე კიდევ... Feb 21 2009, 12:57 AM
მხევალი ნინო გიორგი
იმედია სხ... Feb 21 2009, 12:57 AM
გიორგი კანუდოსელი
მე კიდ... Feb 21 2009, 01:00 AM
death
კანუდოსელი
მე კიდ... Feb 21 2009, 01:14 AM
კანუდოსელი
ისე არ გამოგვივიდ... Feb 21 2009, 01:16 AM
კანუდოსელი საბერძნეთში ეკლეს... Feb 21 2009, 01:07 AM
Темур ბულგარეთი არ დამიჩ... Feb 21 2009, 01:12 AM
staywhite გიორგი
არა გიორგი,... Feb 21 2009, 01:18 AM
death
[b] გიორგი
არა გიორგ... Feb 21 2009, 01:26 AM
გიორგი death
და სადმე არი... Feb 21 2009, 01:20 AM
კანუდოსელი არსად...დედამიწაზე ... Feb 21 2009, 01:21 AM
staywhite კანუდოსელი
ეეჰ :rolleye... Feb 21 2009, 01:23 AM
გიორგი კანუდოსელი
და მარ... Feb 21 2009, 01:30 AM
death
[b]კანუდოსელი
და მა... Feb 21 2009, 01:33 AM
გიორგი death
ვახ, რა სასწაული... Feb 21 2009, 01:38 AM
death
[b]death
ვახ, რა სასწაულ... Feb 21 2009, 01:43 AM
staywhite death
და იერუსალიმში ... Feb 21 2009, 01:43 AM
death
[b]death
და იერუსალიმშ... Feb 21 2009, 01:51 AM
გიორგი death
ვააა, ეს ნახე, რა ... Feb 21 2009, 01:50 AM
staywhite death
ნუ ახლა, ისეთი პრ... Feb 21 2009, 01:57 AM
KAIROS ეს ჭკვიანი კაცი იყ... Feb 21 2009, 04:17 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 05:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი