![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
![]() ![]() |
loen |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9) ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? დათიკო, საქმეები 19-19:"ბევრმა მათგანმა ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვრცხლი აღმოჩნდა." ჩემი გაგებით აქ წერია, რომ ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, იმათ დაწვეს თავიანთი წიგნები, რადგან ირწმუნეს იესო ქრისტე. რადგან წინა მუხლებში წერია, რომ ბევრმა განადიდა უფალ იესოს სახელიო. ჩვენთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სახლებში შევიხედოთ და დავწვათ ანდა გადავყაროთ ის საგნები, რომელიც არაქრისტიანულია და დაგვაბრკოლებს ჩვენს რწმენაში. წიგნი იქნება ეს, თუ ტელევიზორი, თუ ვიდეოფილმები, თუ კომფიუტერი თავისი ინტერნეტით. ჩემთვის ამ სიაში ხატებიც შედის. მსგავსი რამ გვხდება იესო ნავეს ძეს წიგნშიც, აღარ მახსოვს ზუსტად ადგილი. იქ იესო ნავეს ძე ეუბნება ებრაელებს, რომ თუ მათ უნდათ უფალს ემსახურონ, გამოიტანონ თავიანთი სახლებიდან კერპები და დაწვან. ეს ციტატა იმას არ გვეუბნება, რომ წიგნების მაღაზიაში ანდა ვინმეს სახლში შეუვარდეთ და დავუწვათ წიგნები თუ სხვა რამ. ეს თვითონ იმ ადამიანმა თავისი ნებით უნდა გააკეთოს. სიყვარულით, ლოენ. პ.ს. ტელევიზორი და კომფიუტერი თავისთავად არ არის ცუდი, როგორც მრავალი რამ. მთავარია ჩვენი დამოკიდებულება ამ საგნების მიმართ. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი