![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
გამარჯობა ხალხო!
მინდა ჯერ პატარა ისტორია მოგიყვეთ და მერე გადავიდე საქმეზე: ეხლა წინა აქციაზე, ერთ-ერთი მისამართი სადაც მე და დიტო(ჩვენი მომავალი ფორუმელი) ავედით და ავუტანეთ იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონს ტანისამოსი და საკვები. ჯერ იქ ნახულზე გეტყვით 2ოდ სიტყვით, იყო საზარელი სანახავი... ბავშვები ცხოვრობენ საშინელ მდგომარეობაში, 2 თვის ჩვილი ქალბატონ ინგას ჩაბნელებულ ოთახში ჰყავდა ჩვენ რომ ავედით სადაც ფეჩის კვამლისგან სანთლის შუქიც ძლივს მოჩანდა... საჭმლის დანახვაზე ინგას თვალები გაუბრწყინდა ისეთ საზარელ პირობებში ცხოვრობს, არც გამიკვირდება რამდენიმე დღის უჭმელი ყოფილიყო... აი ასე ცხოვრობს იქ ხალხი, ჩამონგრეულ კედლებში , ნაგავში... სიბინძურეში... როცა მე და დიტო გამოვედით ინგას ოთახიდან შევამჩნიეთ ერთი მოხუცებული კაცი, რომელსაც გავესაუბრეთ... აღმოჩნდა , ვკითხე, ყველას უჭირს აქ მეთქი და თქვენ რა გიჭირთთქო... კი შვილო ყველას უჭირს მაგრამ ჩემს მდგომარეობას ვერცკი წარმოიდგენო ასე მიპასუხა... თურმე ამ კაცს სახლი იმ ხიბარის კორიდორში აქვს, სადაც ლტოლვილები ნაგავს ყრიან, შუა ნაგავში უდგას საწოლი და იქ ძინავს... დიტომ შემაჩნია ოთახის ნაშალი შესასვლელშივე, არის 2 კედელი,დანარჩენი 2 გადანგრეულია (1 სანახევროდ) . როცა ფორუმელები საღამოს შევიკრიბეთ გაჩნდა იდეა, რომ ამ მოხუცისთვის ის 1 ოთახი ამოგვეშენებინა , Ina-ina შეგვპირდა ხის კარებს მოგცემთო... შესაბამისად ჩვენ გვჭირდება 1)კარის ჩარჩო 2)ცემენტი(მცოდნე წამყვეს და მიახლოებით მითხრას რამდენი მეშოკი დაგვჭირდება) 3)ბლოკი(იქვე გვერძე შენდება ახალი კორპუსი და იამათ აქვთ გადაყრილი ბლოკის ნატეხები, ნახევარი ბლოკი) იმას თუ მოვიშველიებთ ხარჯიც ნაკლები იქნება.) 4)ცოცხალი ძალა(ვინმე ისეთი ვინც შენება იცის , ტარზანაზე გავიგე ერკვევაო...) ამის გარდა შევაგროვებ ტანსაცმელს ბავშვებისათვის და დიდებისათვისაც რომ ლტოლვილებს ავუტანოთ. თუ საკმარისი თანხა შეგროვდა საჭმელსაც ვუყიდით. ველი ინიციატივებს. |
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
subterranean
ციტატა ისე რა მაინტერესებს... ფულს რომ აგროვებთ ხოლმე დაახლოებით რამდენს დებთ? შენ რამდენიც შეგეძლება,და რამდენიც გაგიხარდეს ![]() ციტატა რომელზე მოვიდე და სად? ციტატა ხვალე შენ მოდი სპორტის სასახლესთან 6-დან 7 საათამდე, პროდუქტები სადაც გადავანაწილეთ იმ ადგილას ტანსაცმელს ხვალ ნუ მომიტან. ხვალე მარტო ფულს ავაგროვებ პ.ს. ჩამოხვედი? მაკლიხარ თვალში ![]() ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი