ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თემო |
Feb 23 2009, 11:37 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
საქართველოს მთავრობის განკარგულება N 91 2009 წლის 18 თებერვლი ქ. თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ 1. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნება” ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი. 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის განკარგულება N 92 2009 წლის 18 თებერვლი ქ. თბილისი თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ 1. ქალაქ ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდისათვის გადასაცემად. 2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთი, ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი