![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ana-xatia |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
დამლოცეთ მამაო,
არც კი ვიცი ღირს თუ არა ამაზე ფიქრი და შეკითხვის დასმა. თუ თვლით რომ არ არის საჭირო, მაშინ მითხარით და ასეც ვიზავ. მე ვიცი რომ იესო ქრისტე იყო კაცი სრულ და ღმერთი სრულ. ანუ მასში ორივე ბუნება სრულად იყო. ქონდა თუ არა მას, როგორც კაცს, ცოდვითი მიდრეკილებები ან თუნდაც იყო თუ არა იგი ადამის ცოდვის მატარებელი ისევე, როგორც ყველა სხვა "კაცი"? მე მესმის რომ იგი ერთადერთია უცოდველი, მაგრამ იგი თავისი სრულყოფილების გამო არ ცოდავდა, მაგრამ მასში ხომ მაინც იყო ის კაცობრივი ბუნება, რომელიც ყველა სხვა (ცოდვილ) ადამიანებშიცააა? მესმის რომ ეშმაკი განეშორა მას უდაბნოში 40 დღიანი მარხვის მერე და ანგელოზი მივიდა და მსახურებდა მას, მაგრამ ნიშნავს ეს რომ ეშმაკი განეშორა მას სამუდამოდ და აღარ ებრძოდა გარდაცვალებამდე? რა ხდებოდა მანამდე? როგორ მოიშორა პირველი თანდაყოლილი ცოდვა? თუ თვლით რომ ამაზე ფიქრი საზიანოა, მითხარით და წავშლი შეკითხვასაც და მეც აღარ ვიფიქრებ ამაზე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი