პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 23 2009, 04:20 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა მითხარით რატომ უნდა ვცე ხატს თაყვანი?? ამ კითხვას 2000 წელია სვავენ სხვადასხვა ადამიანები და ეკლესიის წიაღში დაგროვდა მრავალი პასუხები წმინდა მამათა (მაგ იოანე ოქროპირი,ბასილი დიდი,იოანე დამასკელი და სხვა) და თუ გაეცნობით წმიდა მამათა ნათქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით ნახავთ თუ სად ციტატა წერია ბიბლიაში რომ თაყვანი ეცით ხატებსო??? რაც შეეხება 113 ფსალმუნს იგი ეხება კაცობრიობას რომელიც უფლის ამ ქვეყნად მოსვლამდე იყო ჩაძირული და ისეთ უგუნურებაში ჩავარდნილი რომ თავის შვილებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად კერპებს. თუ ისტორიულ-არქეოლოგიურადაც შეისწავლით ამ საკითხს ნახავთ რომ უკვე პირველი საუკუნიდან მოციქულთა პერიოდიდან იქმნებოდა ხატები.მაგ ანდრია მოციქულიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა საქართველოში საქადაგებლად. იმედია ზოგიერთი რელიგიურ დაჯგუფებათა აზრს არ იზიარებთ ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში მაგ იეჰოვას მოწმეები თუ სხვები რომლებიც ამბობენ მოციქულებმა და წმინდამამებმა არ იციან და ჩვენ ვიცითო და სახარებას განმარტავენ თავისი ჭკუის მიხედვიტ ვისაც როგორ მოუნდება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი